x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
11 საინტერესო ისტორიული ფოტო, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
image


თქვენ წინაშეა ისტორიის ყველაზე ამაღელვებელი და დამაინტრიგებელი კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.


image


1. ოდრი ჰეპბერნისა და მისი პირველი მეუღლის, მსახიობ, მელომ ფერერის ქორწილი, 1954 წელი, ამ ქორწინებაში ოდრი და მელომ 14 წელი გაატარეს.


image


2. სამი ებრაელი - მამაკაცი, ოსვენციმში 73 წლიანი განშორების შემდეგ შეიკრიბა


image


3. როდესაც დევიდ ბოუის მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "ჩემს ცოლზე დაქორწინება"


image


4. ბერნი სანდერსი სეგრეგაციის პროტესტის გამო დააპატიმრეს, მას ბრალად წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს და 25 დოლარით დააჯარიმეს, ჩიკაგო, 1963 წელი


image



5. პინ-აპ მოდელი, 1950-იანი წლების სექს-სიმბოლო - ბანი იეგერი


image


6. "მირჩევნია მაკარონი და ღვინო მივირთვა, ვიდრე ნულოვანი ზომის ვიყო, " სოფი ლორენი, 1965 წელი


image



7. პანკი და ბავშვი, ბრიუსელი, ბელგია, 2009 წელი


image


8. "ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე" - 2005 წელს ბუდაპეშტში, დუნაის ნაპირზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი. ებრაელების მასობრივი სიკვდილით დასჯა ბუდაპეშტში უნგრეთის ნაცისტური პარტიის წევრების მიერ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 1944 წელს - 1945 წლის დასაწყისში მოხდა. იმისთვის რომ ტყვეების დაკრძალვა თავიდან აერიდებინათ, ნაცისტები მსხვერპლებს პირდაპირ მდინარის ნაპირზე ხვრეტდნენ, ტყვიების დაზოგვის მიზნით კი, მათ ხელებს ან ფეხებს უკრავდნენ და მხოლოდ პირველს ესროდნენ - წყალში ჩავარდნილი პირი კი უკან დანარჩენებსაც ითრევდა. ებრაელები დუნაის სანაპიროზე ჯერ სატვირთო მანქანებით მიჰყავდათ, ფეხსაცმელს ახდევინებდნენ და შემდეგ ბარჟებით გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ. სანაპიროზე დარჩენილ ფეხსაცმელებს ნაცისტები ყიდდნენ, თანხას კი საკუთარი საჭიროებისთვის იყენებდნენ. სიკვდილით დასჯილთა რიცხვი ათასობით იყო. დახვრეტილთა ზუსტი რიცხვი უცნობია - ცხედრები წყალმა წაიღო. ბუდაპეშტის გეტო საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წლის 18 იანვარს იქნა გათავისუფლებული.


image


9. მღვდელი მომაკვდავი ჯარისკაცით ხელში, როცა მათ გარშემო ტყვიები ზუზუნებენ, ვენესუელა, 1962 წელი


image



10. ანა ფრანკი დასთან, მარგოსთან ერთად სანაპიროზე, ზანდვორტი, 1940 წელი


image


11. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი ფრედი მერკური და მისი დიდი სიყვარული მერი ოსტინი







0
1803
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1803