x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138454
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?

ალბერტ აინშტაინის სახელი (1879 – 1955 წწ.) მხოლოდ თეორიულ ფიზიკასთან კი არ, პაციფიზმთან — ყოველგვარი ომისგან თავის შეკავების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

თუმცა, როგორც ისტორიული დოკუმენტებით ირკვევა, მეცნიერი ამ პოზიციამდე, მხოლოდ II მსოფლიო ომის დასასრულისას მივიდა, როდესაც დაინახა, რა შედეგი მოჰყვა ატომურ დაბომბვას ჰიროსიმასა და ნაგასაკში.


image


თუმცა, წარსულში დავბრუნდეთ… 1939 წლის 2 აგვისტოს, ალბერტ აინშტაინმა და სხვა ემიგრანტმა ფიზიკოსებმა: ლეო ზილარდმა, იუჯინ ვიგნერმა და ედვარდ ტელერმა აშშ-ს პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს წერილი გაუგზავნეს, რომელიც ამტკიცებდნენ, რომ ნაცისტური გერმანია, ატომური ბომბის შექმნასთან ახლოს იყო. მათ ეშინოდათ, რომ თუ გერმანია პირველი შექმნიდა ასეთ გამანადგურებელ იარაღს, — ეს მსოფლიოს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა. სიტუაციიდან გამოსავალი, მეცნიერთა აზრით, «დასწრებაზე თამაში» იყო საჭირო — ამერიკელებს, ბირთვული იარაღი, სხვაზე ადრე უნდა შეექმნათ.

1942 წლის 13 აგვისტოს «მანჰეტენის პროექტი» შეიქმნა — ეს აშშ-ს ბირთვული იარაღის პროგრამის კოდური სახელი იყო და მასში, აინშტაინის ბევრმა მეგობარმა და კოლეგამ მიიღო მონაწილეობა. მაგრამ, თავად დიდმა ფიზიკოსმა, სასიკვდილო იარაღის შექმნაში, საკუთარ წვლილის შეტანაზე, უარი თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინს პრინციპულად არ სურდა პროექტში მონაწილეობა, ის მასში გარკვეულ პლუსებს მაინც ხედავდა. აინშტაინი თვლიდა, რომ ბირთვული იარაღი — შესაძლებელია, ჰიტლერის შესაჩერებლად, და გლობალური ომის თავიდან ასაცილებლად, კარგი საშუალება ყოფილიყო.


imageჰიროსიმა ატომური აფეთქების შემდეგ


სამი წლის შემდეგ, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ამერიკამ იაპონიის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენა — ჰიროსიმა და ნაგასაკი დაბომბა... შემზარავი სურათები მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ალბერტ აინშტაინი ბედნიერი იყო, იმის გამო, რომ «დემონური იარაღის» შექმნაში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ პატიობდა, რომ იმ წერილის თანაავტორი იყო, რომელიც მანჰეტენის პროექტის დაწყების კატალიზატორი გახდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* ერთხელ ღმერთებმა გართობა გადაწყვიტეს... რა წაგვართვეს და სად დამალეს?

* 5 ფაქტი ნამდვილი ბუნებრივი საოცრების – სახსრების შესახებ

* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* 12 ფოტო-ფაქტი: ვარსკვლავები რეალობაში და ჟურნალის ყდებზე

* მამაკაცები კაბებში – 7 ქვეყანა, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს

* ყველაზე სახიფათო ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში



2
1366
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1366
  
2023, 18 მარტი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2