x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ველოდები ჩემ ჯერს, როცა წავალ მოსკოვში" - ლალი მოროშკინა ალტ–ინფოს ლიდერების მოსკოვში წასვლას ეხმაურება
image


კონფლიქტოლოგი, ფილოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, „ალტ–ინფოს“ ეთერში, ალტ–ინფოს ლიდერების მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ ისიც ელოდება დროს, როცა რუსეთში მოლაპარაკებებზე წავა, რადგან დიალოგის გარეშე აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვერ დავიბრუნებთ.




„ბოლო პოლიტოლოგი, რომელიც ესაუბრებოდა რუსებს მე ვიყავი, ეს იყო პანდემიამდე და ვიღებდი მონაწილეობას ანალიტიკურ გადაცემებში. მთავარია, როცა მიდიხარ საქართველოდან არაფრით დააკნინო შენი სამშობლო და ხაზი გაუსვა იმას, რა უნდა გააკეთო, კიდევ უკეთესად რომ იყო სამშობლოში და ამისთვის შენ მეზობელთან უნდა დაალაგო ურთიერთობა.


როგორ შეიძლება მოლაპარაკების გარეშე? კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთში ჩადიან ანალიტიკოსები მოსალაპარაკებლად ისრაელიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და როგორ შეიძლება არ ჩადიოდნენ საქართველოდან?



ვფიქრობ, სხვანაირად არ მოხდება დალაგება.


უნდა გადალახო ურა–პატრიოტების ტალღა, მე მაგათი აზრი არასდროს მაინტერესებდა და მაძლიერებდა კიდეც…


მე სიამოვნებით, მეც ველოდები ჩემ ჯერს, როცა წავალ (მოსკოვში) აუცილებლად და მივიღებ ანალიტიკურ გადაცემებში მონაწილეობას…


ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება არ შეიძლება სხვა გზით“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.


შეგახსენებთ, ალტ ინფოელები სრული შემადგენლობით მოსკოვში გაემართა, მათა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ წითელ მოედანზე გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა.

image

მისივე ცნობით, პარტია “კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფო” – მ ევრაზიული კვლევების ინსტიტუტში წარმოადგინა პარტიის ხედვა ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების თაობაზე.


image

“პრეზენტაციას ესწრებოდნენ რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრი სერგეი გლაზევი, სახელმწიფო დუმის კავკასიის მიმართულების ჯგუფის წარმომადგენლები, როსთანამშრომლობის ჰუმანიტარული პროექტების ჯგუფის წარმომადგენლები, საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” და ევრაზიული სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის შესახებ. მზადდება შეთანხმება ევრაზიული კავშირის ცალკეულ სტრუქტურებსა და პარტიას შორის ოფიციალური თანამშრომლობის გაფორმების თაობაზე.”- წერს კონსტანტინე მორგოშია.


0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0