x
image
intermedia.ge
Mediator image
მითები და რეალობა ვინირების შესახებ
image

დროის სვლასთან ერთად კბილის ქსოვილები ცვეთას განიცდის, კბილების სიგრძე იკლებს, მინანქარზე ჩნდება ბზარები, იცვლება კბილის ფერი... თუმცა ძირითად შემთხვევებში ექიმთან მიმართვა ხდება მაშინ, როცა კბილის ესთეტიკა და ფუნქცია სრულყოფილების ძალიან შორდება. თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, კბილის მნიშვნელოვანი ესთეტიკური თუ ფუნქციური ხარვეზები გამოსწორდეს, თუმცა დროულად მიმართვიანობაც მნიშვნელოვანია. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ვინირება, რომელიც საკ­მა­ოდ ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ორ­თო­პე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ორ­თო­პე­დია ყბა-კბილ­თა სის­ტე­მის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.


ბევრი ფიქრობს, რომ ვინირების დროს კბილის ბუნებრივი ქსოვილი ძალიან ზიანდება და მას სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს. რეალურად კი ვინირება თანამედროვე სტომატოლოგიის მიღწევაა, რომლის დროსაც კბილის ქსოვილი კი არ ზიანდება, არამედ უკვე დაზიანებული ქსოვილის მკურნალობა, მისი ანატომიური სიგრძისა და პარამეტრების დაბრუნება ხდება.


ვინირების შესახებ საზოგადოებაში არსებული მითებისა და რეალობის შესახებ სასაუბროდ ექიმ ორთოპედ მიხეილ სიდამონიძეს მივმართეთ, რომელიც საზოგადოებაში არსებულ 5 მითზე დეტალურად გვესაუბრება.



image

მითი #1 - ვინირების დროს კბილი ძალიან მუშავდება


კბილის დამუშავების ინტენსივობა ინდივიდუალურია პაციენტის ჩვენებებიდან გამომდინარე. ჩვენს კლინიკაში მკურნალობისა და დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კლინიკური და ლაბორატორიული მეთოდები როგორია: CT კვლევა / დენტალური ფოტოგრაფირება, სადიაგნოსტიკო მოდელები/ ზედა და ქვედა ყბის კბილთა მწკრივების ინტრაორალური სკანერით სკანირება და ღიმილის ციფრული დიზაინი. ვინირების დასამზადებლად ვიყენებთ CEREC CAD/CAM ციფრულ ტექნოლოგიას, რაც გულისხმობს კერამიკული ვინირების დამზადების სრულ კომპიუტერიზებას და რობოტიზებას. მოცემული ტექნოლოგიის სიზუსტე საშუალებას გვაძლევს ვინირების სისქე დავწიოთ მინიმუმამდე და დავამზადოთ 0.3 -0.5 მმ სისქის ვინირები. სწორედ ამიტომ კბილის ძალიან დამუშავება/დაქლიბვა არ ხდება.


CEREC ციფრული ტექნოლოგიით დამზადებული ვინირები გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, ბიოთავსებადობით, საუკეთესო ესთეტიკური და ბიომექანიკური თვისებებით. კონსტრუქციის მინიმალური ზომებისა და სიმსუბუქის ხარჯზე არ ხდება კბილის დეპულპაცია (ნერვის მოკვლა). ვინირების ფიქსაციის შემდგომ ვინირი და კბილი იქცევა ერთიან სტრუქტურად და იგი უცხო სხეულად არ აღიქმება. შესაბამისად, ვინირებს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც ბუნებრივი კბილების სიჯანსაღისთვის არის მიზანშეწონილი. ვინირებზე ნაკლებად მოქმედებს ტემპერატურული ცვლილებები, არ იცვლის ფერს და არც ფორმას.


გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კბილის დაქლიბვა საერთოდ არ ხდება და პირიქით ვინირით მისი სიმაღლის აწევა გვიწევს. ეს ცვეთის დროს ხდება ხოლმე.


მითი #2 - ვინირება მტკივნეულია


ეს კიდევ ერთი მითია, რომელიც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ვინირება მტკივნეული არ არის, რადგან ის ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. ამ დროს ისეთივე ანესთეზიას ვაკეთებთ, როგორსაც - კბილის ექსტრაქციის ან დაბჟენის დროს. ანესთეზიის რაოდენობაც ინდივიდუალურია. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ერთი ჩხვლეტით რამდენიმე კბილი ან ნახევარი ყბა გაყუჩდება. საბოლოოდ, ნებისმიერ შემთხვევაში პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.


მითი #3 - ვინირება მხოლოდ წინა კბილებზე კეთდება


ვინირება ესთეტიკურთან ერთად, ფუნქციური პროცედურაა. ის აღადგენს როგორც კბილის ვიზუალს, ისე ფუნქციას. როდესაც ვინირებას ესთეტიკური მიზნით იკეთებენ, ძირითადად ღიმილის ზონაში კეთდება. ეს ზოგისთვის შეიძლება 6 კბილი იყოს, ზოგისთვის - 8. თუმცა, თუ ფუნქციური დარღვევა, მაგალითად, კბილის ცვეთა გვაქვს, ვინირებას ჩვეულებრივად ვაკეთებთ საღეჭ კბილებზეც. ის უკანა კბილებზეც ისეთივე ეფექტურია და ისევე აღადგენს ფუნქციას, როგორც წინა კბილებზე.


მითი #4 - ვინირება მხოლოდ ესთეტიკური მიზნით კეთდება


როგორც წესი, თეთრი და პრიალა კბილები ესთეტიკასთან ასოცირდება. შესაბამისად, ვინირებასაც, რომლის დროსაც კბილების ვიზუალი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, მხოლოდ ესთეტიკურ პროცედურად მიიჩნევენ. რეალურად, ვინირება ძალიან ხშირად კეთდება ფუნქციური დარღვევების დროსაც. მაგალითად, როდესაც გვაქვს კბილის ცვეთა, მისი სისქე და სიმაღლე საგრძნობლად შემცირებულია, ასევე მომატებულია მგრძნობელობა, ვინირება საუკეთესო გამოსავალია. ამ დროს ვინირით კბილის ანატომიური სიმაღლე და სისქე აღდგება. ტემპერატურული გამაღიზიანებელი კი კბილზე ვეღარ იმოქმედებს. ვინირი კბილს ცვეთის გაგრძელებისგანაც იცავს. ზოგადად, ცვეთა 2 სახისაა: ფიზიოლოგიური, რომელიც ბუნებრივი პროცესია და პათოლოგიური, რომლის დროსაც უფრო ხშირად მიმართავენ ვინირებას.


მითი #5 ვინირები მალე კარგავს სითეთრესა და სიპრიალეს


ვინირები სიპრიალესა და სითეთრეს არ კარგავს. ის კბილის მსგავსად არ განიცდის ცვეთას და არც ნადები ედება. როგორც აღვნიშნე, ფიქსაციის შემდგომ ვინირი და კბილი ხდება ერთიანი სტრუქტურა და ის უცხო სხეულად არ აღიქმება. შესაბამისად, ვინირებს არ ჭირდება რაიმე განსაკუთრებული მოვლა, ამ მხრივ რეკომენდაციები ისეთივეა, როგორიც ბუნებრივი კბილების შემთხვევაში: ადეკვატური ჰიგიენის დაცვა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება და ყოველ 6 თვეში ვიზიტი სტომატოლოგთან. ყველა რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში ვინირების მოხმარების ვადა დაახლოებით 10-15 წელი ან მეტია.



R




3
240
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
240
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3