სისხლის სამართალი ''არისტოკრატი მკვლელები'' 2012, 25 სექტემბერი, 16:45 ''არისტოკრატი მკვლელები'' ასე ერქვა იმ ჯგუფს რომლის შესახებაც იატაკქვეშა კულვარებშიც კი ჩურჩულით და შიშით ლაპარაკობენ, ეს ისტორია კი 90_იან წლებში დაიწყო აშშ_ი და იმის მიუხედავად, რომ მათი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, დღესაც ხდება ისეთი სახის მკვლელოები რომელსაც სწორედ ამ დაჯგუფებას მიაწერენ, ''არისტოკრატები'' ეს სახელი მათ დანაშაულისადმი მათი მიდგომის გამო ეწოდათ, რადგანაც ისინი ადამიანებს განსაკუთრებულად კლავდნენ, მსხვერპლს უხსნიდნენ ვენებს რათა სისხლისგან დაცლილიყო, შემდეგ კი ორიგინალურად გამოწყობილ მიცვალებულს ხალხმრავალ ადგილებში ტოვებდნენ, მათ მიერ მოკლულ არც-ერთ ადამიანს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა და ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დატოვებულ ადამიანს ახლოს მისვლამდე ვერც კი ამჩნევდნენ რომ ის გარდაცვლილი იყო....1990წლიდან 1996წლამდე სულ 68 მკვლელობა მოხდა რომლის ავტორებიც ''არისტოკრატები'' იყვნენ, ისინი თავს სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს უწოდებდნენ და თავის მსხვერპლს მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის მიხედვით ირჩევდნენ, 68 გარდაცვლილიდან 41_წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი იყო 15_საგადასახადოს თანამშრომელი, 7_ნარკოტიკების გაყიდვისთვის ნასამართლევი და 6_პოლიციის ოფიცერი იყო....სწორედ პოლიციის ოფიცრების დახოცვის შემდეგ დაიწყო ''FBI''_იმ ოპერატიული გამოძიება: დააკავეს 12 ეჭვმიტანილი თუმცა ბრალი არცერთ მათგანს არ დაუმტკიცდა, მათი დაკითხვიდან ერთ კვირაში კი ''FBI''_ის დეპარტამენტში შოკის მომგვრელი წერილი მივიდა ანონმისგან..ის ატყობინებდათ რომ ყველა გარდაცვლილი დაისაჯა თავისი ცოდვების და ჩადენილი უსამართლობის გამო ისინი არასინდისიერი და ცუდი ადამიანები იყვნენ რის გამოც პასუხი აგეს, ძალადობას, ხალხის გარყვნას და ხალხის გამწარებას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს ნათქვამი იყო წერილში, ასევე შეახსენეს ''FBI''_ის რომ მათ არაფერი გააკეთეს ამ დანაშაულების აღსაკვეთად და ეს მათ მაგივრად ''არისტოკრატებმა'' გააკეთეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ''FBI'' მათ თავს არ დაანებებდა ყოველ კვირას ერთ ადამიანს მოკლავდნენ მათ რიგებში, 3თვის განმავლობაში ''FBI''_ის 12თანამშრომელი დაიღუპა და ისინი იმავე პრინციპით იქნენ მოკლულნი როგორითაც მათი წინამორბედნი, აშშ_ს მთავრობამ ეს ამბავი გაასაიდუმლოვა და სპეც სამსახურები ჩართო საქმეში 2თვიანი გამოძიების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის 20_მდე წევრი იქნა დაკავებული ყველა მათგანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა...მაგრამ მათი მეთაურის დაკავება ვერ მოხერხდა რაც მასზე იყო ცნობილი მხოლოდ ისაა რომ მას მეტსახელად ''შავ ბარონს'' უწოდებდნენ მისი ნამდვილი სახელი დღემდე უცნობია, 1997წლის სპეც_ოპერაციის შემდეგ ის თითქოს გაქრა და ჯგუფის წევრების დაკითხვის შემდეგ მხოლოდ ის გახდა ცნობილი რომ მათ თავისი მეთაურის სხე არასოდეს უნახავთ და მას ყველა ჯგუფის წევრი მამას უწოდებდა. 77 შეფასება არ არის
|