კონფლიქტები ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება - შემთხვევითობა თუ დაგეგმილი დივერსიული აქტი? 2022, 9 ოქტომბერი, 14:27 ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა დასახა სტრატეგიული გეგმა აეშენებინა ხიდი რომელიც ყირიმს დააკავშირებდა კრასნოდარის მხარესთან, ადრე ამ ფუნქციას ითავსებდა საზღვაო ბორანი.
რუსეთის ხელისუფლებამ კოლოსალირი თანხები გამოყო სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდის ასაშენებლად და მიუხედავად უზარმაზარი პრობლემებისა ხიდის მშენებლობის პერიოდში ხიდი აშენებულ იქნა. ხიდი ორ დონიანია ერთი განკუთვნილია სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, მეორე კი ორივე მხარეს მოძრავი ტრანსპორტისათვის. უკრაინასთან ომის დაწყების პირველივე დღიდან ხიდს მიენიჭა განსაკუთრებით სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის სტატუსი და მის დასაცავად გამოიყო კონტიგენტი თავდაცვის სამინისტროდან და სპეცსამსხურებიდან, ხიდის დაცვა განსაკუთრებით მას შემდეგ გააძლიერა რუსულმა მხარემ, როცა უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის განადგურება უკრაინისათვის საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე გახლდათ. ყირიმის ხიდით მარაგდებოდა და მარაგდება რუსეთის არმიის სამხრეთის დაჯგუფება, სამხედრო ტვირთი ჯერ ჩააქვთ ჯანკოიში, იქიდან კი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ყირიმის ხიდის გავლით მიაქვთ დანიშნულების ადგილებამდე. რუსულმა მხარემ ხიდზე დაამონტაჟა სპეციალური ამრეკლი ეკრანები, დააყენა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, წყლიდან მომავალი საფრთხეების საწინააღმდეგოდ კი დაამონტაჟა ჰიდროაკუსტიკური თვალთვალის აპარატურა. ეს უკანასკნელი დაამონტაჟეს მას შემდეგ, რაც გაჟღერდა რომ უკრაინის შეიარაღებაში გამოჩნდა წყალქვეშა დრონი-კამიკაძეები, რომლებსაც წარმატებით შეუძლია შეუტიოს სამხედრო გემებს, ასევე ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდის საყრდენ ურჯებს, როგორიც ყირიმის ხიდია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა " The Guardian "-ან ინტერვიუში ანაცხადა: "ესაა უკანონო ნაგებობა და რუსეთის არმიის მომარაგების მთავარი საშუალება ყირიმში. ასეთი ნაგებობები და ობიექტები უნდა განადგურდნენ". უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა დმიტრი მარჩენკომ კი განაცხადა: "ყირიმის ხიდი გახდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ სამიზნედ, როგორც კი უკრაინას გაუჩნდება საშუალება იმისათვის, რომ მიწვდეს ყირიმის ხიდს. მას შემდეგ რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში გამოჩნდა ამერიკული, რეაქტიული ზაპური ცეცხლის სისტემა "M142 HIMARS"-ის 300 კმ მანძილამდე მოქმედი რაკეტები, რუსებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ხიდის უსაფრთხოება, ხიდზე დაამონტაჟეს მძლავრი კვამლის ფარდის საშუალებები, რასაც იდეაში უნდა "დაებნელებინა" თვითდამიზნებადი რაკეტები. თუმცა ხიდზე თავდასხმა მოხდა სულ სხვა მხრივ რასაც რუსები ნამდვილად არ ელოდნენ, ხიდზე მიმავალი სატვირთო მანქანა აფეთქდა (ბუნებრივია აფეთქებაში მას "დაეხმარა" უკრაინული დივერსიული ჯგუფი, რომელმაც მანქანაში განათავსა მძლავრი ასაფეთქებელი მუხტები, სავარაუდოდ ჰექსოგენის სახით, რადგან აფეთქება ძალიან მძლავრი იყო), რომლის აფეთქებამაც სატრანსპორტო მაგისტრალის ერთი ნაწილის სრული ჩამოშლა გამოიწვია, საგზაო ფილები საყრდენებიდან ჩამოვარდა აფეთქების ტალღის წყალობით. დაიღუპა 3 ადამიანი რომლებიც სატვირთო მანქანასთან ახლოს იმყოფებოდა, აფეთქება დაემთხვა (ან სულაც დაამთხვიეს) სარკინიგზო მაგისტრალზე საწვავით დატვირთული მატარებლის გავლის დროს, რამაც საწვავის ცისტერნების აალება გამოიწვია. სატელიტიდან გადაღებული ყირიმის ხიდი ხანძრის მომენტში. ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების და ხიდის დაზიანების ამსახველი ვიდეოკოლაჟი. 121 5-ს მოსწონს |