x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ წყალი — ქიმიური ნაერთი, რომლის ფორმულა H2O არის. მაგრამ, ნამდვილად კი ვიცით, რა არის წყალი? ან სწორია ეს ფორმულა? მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: ფორმულა მაქსიმალურად გამარტივებულია და არასწორიც კი არ არის!


image


ჩვენ, ფაქტობრივად, წყლის პლანეტაზე ვცხოვრობთ! გარშემორტყმულნი ვართ მდინარეებით, ტბებით, ზღვებითა და ოკეანეებით... და წარმოდგენაც არ გვაქვს, ამდენი წყალი საიდან მოვიდა? თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე, საკმაოდ რაციონალური, 3 ჰიპოთეზა არსებობს. აქ სწორედ, ამ ჰიპოთეზებს და კიდევ 4 ფაქტს განვიხილავთ, წყლის შესახებ, რომელიც ზოგიერთისთვის, შეიძლება, აღმოჩენაც იყოს:


I. სხვისი წყალი. იმაზე, თუ როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე, მეცნიერებას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია. მაგრამ, არსებობს 3 შესაძლო ვარიანტი:

1. ბოლო მეტეორიტული «წვიმის» დროს, დედამიწის სიღრმიდან წყალბადი გამოთავისუფლდა, რომელიც ჟანგბადს შეერია და ასე მიეცა წყალს საწყისი.

2. წყალბადის ატომური ბირთვები დედამიწაზე მზის ქარებმა ჩამოიტანეს. აქ ისინი რეაქციაში ჟანგბადთან შევიდნენ, რამაც წყლის შექმნა გამოიწვია.

3. წყალი დედამიწაზე, ყინულის შემცველმა, ასტეროიდებმა და კომეტებმა ჩამოიტანეს.


II. წყლის ციკლი ბუნებაში. დედამიწაზე წყალს, ციკლურობის ბუნება ახასიათებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყალი რომელსაც ჩვენ დღეს ვსვამთ, მას ოდესღაც სხვები, მაგ., დინოზავრები სვამდნენ.


image


III. ანომალიური ქცევა. წყალი ერთადერთი ქიმიური ნაერთია, რომელიც თხევადიდან – მყარ მდგომარეობაში გადასვლისას, ფართოვდება.


IV. ქიმიური წესის წინააღმდეგ. წყალი ორი ელემენტისგან, – წყალბადის და ჟანგბადისგან შედგება. ორივე აირი ძალიან მსუბუქია. ხოლო, ყველაზე მსუბუქ აირს – წყალბადს, დედამიწა, ჯერ კიდევ, პლანეტის განვითარების ადრეულ სტადიაზე უნდა დაეტოვებინა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლის ბუნებრივი ფორმირება ქიმიურ კანონებს ეწინააღმდეგება.


image


V. უნივერსალური გამხსნელი. წყალს ქიმიური კავშირების უმეტესობის გაწყვეტა და ქიმიკატების დიდი ნაწილის გახსნა შეუძლია. ხოლო, სუფთა წყლის შექმნა კი, ლაბორატორიულ პირობებშიც კი, ძალიან რთულია, რადგან თითქმის ყველა ქიმიური შენაერთი, წყალში იხსნება. ამიტომ წყალი, ადამიანისთვის ცნობილი, ყველაზე რეაქტიული ნივთიერებაა.


image


არხის სხვა სიახლეები:


* შეკითხვა რუბრიკიდან – "რა? სად? როდის?" – რა არის საერთო ბანკნოტებსა და ჯინსს შორის? (პასუხი აქვს)

* 10 საინტერესო და საშიში

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?

* 12 საინტერესო ფაქტი "ლამაზმანის" შესახებ

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)



3
1077
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1077
  
2022, 15 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3