საბუნებისმეტყველო მსოფლიოში ყველაზე საშიში ობობები (+ფოტოები) 2022, 8 ოქტომბერი, 22:18 “პიკ-მგელი"
ამ ობობის სხეობაა ტარანტულა, ეს მწერი გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ტარანტულის ნაკბენის შემდეგ ადამიანს ეწყება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და იშვიათ შემთხვევაში ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. “წითელფეხა ქვრივი" ეს ობობა ცხოვრობს ფლორიდის ზოგიერთ რეგიონში. ის არააგრესიულია, თუმცა თავდაცვის დროს შესაძლოა მისმა ნაკბენმა მსხვერპლში კრუნჩხვები და გულისრევა გამოიწვიოს. ექვსთვალიანი ქვიშის ობობა ეს ობობა ცხოვრობს აფრიკის უდაბნოში. არსებობს ვერსია, რომ შეუძლია გაანადგუროს ქსოვილები და სისხლძარღვები. “მევიოლინე ობობა" ეს ობობა, რომელიც ცხოვრპობს აშშ-ში, მსოფლიოში ერთ-ერთი საშიშია. მის თავზე არსებული ლაქა ვიოლინოს ჰგავს. კბენის შემდეგ ადამიანი გრძნობს აუტანელ ტკივილს, რადგან შხამი ანადგურებს ქსოვილს და იწვევს ცხელებას. “წითური ობობა" ეს საშიში ობობები ცხოვრობენ ავსტრალიაში. ისინი არ არიან ძალიან აგრესიულები, მაგრამ მათმა ნაკბენმა შეიძლება ბევრი უბედურება მოიტანოს. ობობის შხამი ადამიანებში იწვევს ტაქიკარდიას, კრუნჩხვებს, გულისრევას, მუცლის კრუნჩხვებს და ჭარბ ოფლიანობას. იხილეთ ასევე სხვა საინტერესო სტატიები1)“მფრინავი ურჩხული" - მსოფლიოში ყველაზე დიდი კოღო
2)99 მილიონი წლის ფრინველი- მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა
3)ყველაზე დიდი ფრინველი ისტორიაში
4)კუნძული “ვირთხა" (+ ფოტოები)
5)ღორების კუნძული კარიბის ზღვაში ( + ფოტოები)184 1-ს მოსწონს |