x
image
ზანგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და სტეფან ევანსი დღეს სასწავლო ცენტრ "კრწანისში" იმყოფებოდნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ოპერაციების დარგში, ელჩი სტეფან ევანსი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტრო ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დიმიტრი შაშკინმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს. ქართველ სამხედროებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით ქართველი სამხედროები დიდ გამოცდილებას იღებენ. ამავდროულად, ISAF-ის მისიაში წვლილის შეტანა მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის.
თავის გამოსვლაში სტეფან ევანსმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის. მისი თქმით, მისიაში მონაწილეობით ქართველ ჯარისკაცებს დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს აღმშენებლობის საქმეში, ასევე მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.image

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0