x
არჩილ თალაკვაძე საცობში

imageბოლო, პერიოდია საქართველო საცობის პრობლემამ მოიცვა, დაწყებული ლარსის გამშვებ პუნქტან არსებულ ასიათასობით რუსზე, რომლებიც გამოექცნენ ომს და თავიანთ ხელისუფლებას, დამთავრებული რიგებით მეტროებთან, მიწის ქვეშ თუ მიწის ზევით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსი იქნება ეს თუ მარშუტკა, გინდა ტაქსი, ყველგან ხალხმრავლობაა, ყველგან ნაკადი არ წყდება. ზოგს სამსახურში აგვიანდება, ზოგს საქმე აქვს, ზოგი სწავლობს, მოკლედ ყველას ეჩქარება, მაგრამ ვერ მიდის.

როგორც, ქალაქის მერი კალაძე ამბობს, ყველამ უნდა გავუჭირვოთ ცოტა და გავუგოთ ერთმანეთს, გინდათ ჩავეხუტოთ, ოღონდ პანიკის გარეშე. ეს პრობლემაც ხომ ნაცების პერიოდთანაა დაკავშირებული, ამდენი ხალხი აბა საიდან? ესენი არიან პროვოკატორები, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის წინსვლას, აფერხებენ სახელმწიფოს განვითარებას და გვიბიძგებენ ღალატისკენ.

ბოლოს, სტატიის სათაურში გამოტანილ ფოტოზეც მინდა ვთქვა, არჩილ თალაკვაძეს არ ვიცი რისი თქმა უნდოდა ტაქსიდან გადაღებული ფოტოთი, მაგრამ როგორც თვითონ წერს, რომ თბილისს აქვს კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცოტა უცნაური და საოცარია რიგითი ქართველის გადმოსახედიდან.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0