საზოგადოებრივი "ზოოპარკის" ჰიპოთეზა, ანუ აქამდე რატომ ვერ ვნახეთ უცხოპლანეტელები? 2022, 7 ოქტომბერი, 13:30 ასტრონომები უკვე დიდი ხანია, რაც კოსმოსის სიღრმეებს სწავლობენ და იქიდან მომდინარე უცნაურ სიგნალებს იჭერენ და აანალიზებენ, იმ იმედით, რომ არამიწიერი სიცოცხლის აღმოაჩენენ. მაგრამ, ჯერ–ჯერობით, ხელშესახები ვერაფერი ნახეს... «ზოოპარკის» ჰიპოთეზა, რომელიც 1973 წელს ასტრონომმა ჯონ ბოლმა წარმოადგინა, ლოგიკურად ხსნის იმას, თუ რატომ ვერ ვპოულობთ უცხო ცივილიზაციის არსებობის პირდაპირ მტკიცებულებებს დედამიწაზე. ამ ჰიპოთეზის თანახმად, უცხოპლანეტელებს იმიტომ ვერ ვნახულობთ, რომ ისინი ჩვენს სახეობას «გალიის» პირობებში განიხილავენ, — გვაკვირდებიან, მაგრამ არაფერში ერევიან. ჰიპოთეზის თანახმად, უცხოპლანეტელებმა ჩვენს შესახებ, არამარტო იციან, არამედ ათასობით წლის მანძილზე, რეგულარულად, მათი თვალთახედვის ზონაში ვართ. ჩვენი განვითარების პრიმიტიული დონით კი, მათთვის იმაზე მეტი არ წარმოვადგენთ, რასაც ჩვენთვის, ზოოპარკის გალიებში მყოფი ცხოველები. ისინი ჩვენთვის — «უმაღლესი გონებაა», რომელთანაც კონტაქტის დამყარების საშუალება არა გვაქვს. ამ ჰიპოთეზის გაჟღერების შემდეგ, 50 წელი გავიდა, მაგრამ მას დღემდე ჰყავს მომხრეები და მიმდევრები: «იქნებ, არამიწიერი სიცოცხლე, უბრალოდ არ გვაძლევს თავისი აღმოჩენას უფლებას? ჩვენ, შეიძლება, არ ვიყოთ ამ კონტაქტის ღირსი?», — განაცხადა ფლორენს რაულინ-სერსომ, ასტრობიოლოგმა და METI (პროექტი: მზის სისტემის მიღმა, ვარსკვლავთშორისი შეტყობინებების გადაცემა, სავარაუდო, გონიერ არსებებისთვის) დირექტორი. ჰიპოთეზა ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ SETI (უცხოპლანეტელების ძებნა) და METI პროექტების მონაწილეები სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, როგორ უნდა აიძულონ «უმაღლესი გონება», რომ მან თავი გამჟღავნოს და ადამიანთან კონტაქტზე წამოვიდეს... და თუ წამოვა, შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ? «იქნებ ისინი ისეთები არ არიან, როგორი წარმოდგენაც ჩვენ მათზე გვაქვს და სრულიად განსხვავებული განვითარების დონე გააჩნიათ და მათ, დაკვირვება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა, ჩვენთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე შეუძლიათ?», — აღნიშნა რაულინ-სერსომ. «ზოოპარკის» ჰიპოთეზაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გონიერი სიცოცხლე მთელს სამყაროშია გავრცელებული, მაგრამ ჩვენ — მისი პრიმიტიული წარმომადგენლები ვართ და უბრალოდ, უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარება არ შეგვიძლია. თქვენ რას ფიქრობთ, ამის შესახებ? * შეკითხვა რუბრიკიდან – "რა? სად? როდის?" – რა არის საერთო ბანკნოტებსა და ჯინსს შორის? (პასუხი აქვს)* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)1414 4-ს მოსწონს |
დაარღვიეს რა რომელიღაც თაობებმა ცხოვრების უმარტივესი წესი ღმრთისგან ბოძებული, კაცთა მოდგმა ნელ-ნელა დაკნინდა, დაეცა ფსკერამდე და უმეცრების არნახულ დონეს მიაღწია; ომი, კაცთაკვლა, შიში, შიმშილი... ასეთი გახლავთ კაცობრიობა, ნირმოშლილი და ვნებააშლილი...
იხილეთ:
https://www.blogger.com/blog/post/edit/5942381745008855258/6872781975689027188