x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
5 ფაქტი, რომლებიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის
აკრძალული ნაყოფი
image


სინამდვილეში, არსადაა ნათქვამი, რომ ბიბლიაში ნახსენები აკრძალული ხილი – ვაშლია. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს, უფრო ლეღვი, ან ბროწეული იყო.


ტანსაცმელი
image


როდესაც პატარები ვიყავით, მშობლები გარეთ ქურთუკის გარეშე არ გვიშვებდნენ და თან გვაფრთხილებდნენ, რომ გავცივდებოდით და სურდო დაგვემართებოდა. მაგრამ, ეს ასე არ "მუშაობს": სინამდვილეში, "გაციება" (სურდო), ვირუსებით გამოწვეული დაავადებაა. "გაყინვას" კი, მხოლოდ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის გამარტივება შეუძლია. სურდო, ისევე როგორც გრიპი, მხოლოდ ინფიცირებული ადამიანიდან შეიძლება გადაგედოთ და თუ ცუდ ამინდში შეგცივდათ და ავად გახდით, ეს მხოლოდ დამთხვევა იქნება და მეტი არაფერი.


ღამურები
image


ადამიანები ღამურებს, ყოველთვის, როგორც უსინათლობას შეგუებულ ცხოველს უყურებენ. მაგრამ, ისინი უსინათლოები არ არიან. სინამდვილეში, ღამურასებრთა ოჯახში, არცერთი უსინათლო სახეობა არ არსებობს. ზოგიერთ სახეობას კი, მაგ., როგორიც ხილის ღამურაა, სენსორები საერთოდ არ გააჩნია. ხოლო, სენსორიანი ღამურები, ამ ორგანოს მხოლოდ ღამის საათებში, ნადირობის დროს იყენებენ, რადგან სიბნელეში, ისევე როგორც ჩვენ, ვერ ხედავენ.
ძნელია იმის დადგენა, თუ როდის გაჩნდა ეს მითი. მაგრამ, მეტად უცნაურია, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ცხოველების უსინათლობის ისვ სჯერათ.


ლომიimage


ლომები ყოველთვის «ჯუნგლების მეფეებად» ითვლებოდნენ. მაგრამ, მათი უმრავლესობა ჯუნგლებში არც კი ცხოვრობს. სინამდვილეში, ეს ცხოველები, სავანებში ბინადრობენ და რადგან ისინი სასტიკი გარეული ცხოველები არიან, აფრიკაში, «ჯუნგლების მეფედ» «მონათლეს», რომ ისინი სხვა ცხოველებისგან გამოერჩიათ.
ლომების ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელიც ინდოეთის ტყეებში ბინადრობს და მისი პოპულაცია იმდენად მცირეა, რომ მასთან შემთხვევით შეხვედრის საფრთხე არ არსებობს.



რვაფეხა
image


მისი ლათინური სახელის – «Octōpoda»–ს გამო, რომელიც ორი ნაწილისგან – «რვა» და «ფეხისგან» შედგება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ზღვების და ოკეანეების ამ ბინადარს, 8 ფეხი აქვს. სინამდვილეში, ფეხი მხოლოდ ორი აქვს, რომელსაც რვაფეხა ფსკერზე გადაადგილებისას იყენებს. ხოლო, დანარჩენი 6 საცეცი, ოფიციალურად, კლასიფიცირებულია, როგორც ხელები.
საზღვაო ბიოლოგიის დარგში, რვაფეხა ცნობილია როგორც ცხოველი, რომელსაც 2 ფეხი და 6 ხელი აქვს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* შეკითხვა რუბრიკიდან – "რა? სად? როდის?" – რა არის საერთო ბანკნოტებსა და ჯინსს შორის? (პასუხი აქვს)

* 10 საინტერესო და საშიში ფაქტი

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?

* 12 საინტერესო ფაქტი "ლამაზმანის" შესახებ

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა



2
1294
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1294
  
2022, 11 ოქტომბერი, 0:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2