სხვა დაუჯერებელი სასწაული - იტალიელმა პილოტმა სიკვდილი მოატყუა(ვიდეო) 2022, 5 ოქტომბერი, 19:52 ![]() საოცარი კადრები გადაიღეს მერანოში, იტალიის სპეციალიზებული ალპური არმიის Alpini-ის სწავლების დროს. მე-4 არმიის საავიაციო პოლკის „ალტაირის“ AB-205 ვერტმფრენი სამხრეთ ტიროლში ერთობლივ საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობდა, როდესაც რთული სიტუაციას შეექმნა. მაღალ სიმაღლეზე ქარის მიმართულებამ ვერტმფრენს მიმართულება შეუცვალა და მარჯვნივ დაბრზიალდა, იმ მომენტში. როდესაც ის დაშვებას ცდილობდა. მაგრამ როდესაც პილოტი ცდილობდა მიმართულების გამოსწორებას მარცხნივ მობრუნებით, ვერტმფრენი უკონტროლოდ დატრიალდა ცაში და კლდისკენ გაქანდა.კატასტროფა და სიკვდილი თითქოს გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო მემენტში პილოტმა შეძლო წინასწორობის შენარჩუნება და მოშორდა სახიფათო ადგილს. ვერტმფრენი დაბრუნდა ბოლზანოს აეროპორტში, იქ გაირკვა, რომ ვერტფრენს სახიფათო ბრუნის დროს დაუზიანდა ერთ-ერთი ფრთა. დევიდ სენციოტიმ, ავიაციის ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს იყო სასწაული. 2800 3-ს მოსწონს
|