x
image
bobby
ძაღლის სწორად შერჩევა

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ხანგრძლივი და თბილი ურთიერთობა, აუცილებელია სერიოზულად მოეკიდოთ ცხოველის შერჩევას. იხელმძღვანელეთ გონებით და არა ემოციებით, იფიქრეთ იმაზე, რომელი ცხოველი შეეფერება თქვენი ცხოვრების წესს, საყოფაცხოვრებო პირობებს, ოჯახურ ურთიერთობებს, რადგან ზოგისთვის შეიძლება კატები უფრო შესაბამისი თანამგზავრები იყვნენ, რადგანაც მათ უფრო ნაკლები ზრუნვა სჭირდებათ. და თუ თქვენ მაინც ძაღლზე შეაჩერეთ თქვენი არჩევანი, გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოებები:

1. ვიდრე ძაღლს შეიძენთ, ნახეთ რამდენი გაქვთ სახლში თავისუფალი ადგილი. ბუნებრივია, პატარა ფართში პატარა ძაღლი უფრო ადვილად განთავსდება. დიდი ძაღლი უფრო ყურადღებით უნდა შევარჩიოთ. თუმცა, აზრი იმის შესახებ, რომ დიდ ძაღლებს უფრო მეტი ადგილი სჭირდებათ, არასწორია: გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ძაღლის სიდიდეს, არამედ მისი აქტიურობის დონეს.


2. ძაღლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მომავალი პატრონის ფიზიკური სიძლიერე.

პატარა ძაღლს ნებისმიერი 10-12 წლის პატარა ბავშვი და ხანშიშესული ადამიანი მოერევა, თუმცა უკეთესი იქნება თუ დიდებთან ისინი საქმეს არ დაიჭერენ . ეს შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას პატრონსაც და ძაღლსაც. ძაღლი შეიძლება ისე ძლიერ გაიქაჩოს, რომ ძირს დასცეს პატრონი და დააზიანოს. ბავშვები კი ასეთ შემთხვევაში ინსტიქტურად უშვებენ ხელს, და ამ დროს ხშირად ზიანი ადგება მას, ვისაც ძაღლი გამოეკიდა და ოჯახის ბიუჯეტსაც.

3. არ შეცდეთ და არ დაიჯეროთ, რომ ოჯახში ბავშვი აიღებს თავის თავზე ძაღლზე ზრუნვას: თითქმის გარდაუვალია, რომ ძაღლზე ზრუნვა უფროსებს, - როგორც წესი კი, ოჯახის დიასახლისს აწვება კისერზე, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.

4. ყველა დიდი ჯიშის ძაღლი გამოყვანილია ხელოვნურად. მათი ანომალური ზომების გამო ძვლები და სახსრების იოგები ვერ იკავებენ ტენის სიმძიმეს და, ამის გამო ხშირად ვითარდება სახსრების ქრონიკული დაზიანებები. ამიტომ დიდი ჯიშის ლეკვები 6-7 თვემდე აუცილებელია აუკრძალოთ ხტუნვა, მათთან მხოლოდ სწორ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ისეირნეთ, შემდგომშიც აუცილებელია ძაღლის ფეხების დაცვა ტრამვისა და გაცივებისაგან.

5. აღზრდის უქონლობა ანგრევს ძაღლის ნერვულ სისტემას: მას არ შეუძლია თავის თავის მართვა და ხშირად მიდის ისტერიკამდე, რომელიც იწვევს ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. გაუწვრთნელი ძაღლი არ გაგიჩერდებათ ბეწვის დავარცხნა-შეკრეჭისას, ხოლო ავადმყოფობისას ეწინააღმდეგება მკურნალობას, რითაც ართულებს თავის მდგომარეობას.

ყველაფერი ეს შეიძლება თავიდან აიცილოთ, თუ თქვენთან მოხვედრის პირველივე დღიდანვე შეუდგებით ძაღლის გაწვრთნას, მიუხედავად მისი ასაკისა.

6. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ლეკვის შეძენა, შესაფერისი ასაკია 6-8 კვირას შორის. ამ დროისთვის მათ უკვე შეუძლიათ დედის რძისა და მისი ზრუნვის გარეშე არსებობა, შეგუება ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან.

შეარჩიეთ ჯანმრთელი მშობლების ლეკვი. შეეცადეთ ნახოთ თქვენი შეგულებული ლეკვის მშობლები. იდეალურ შემთხვევაში ისინი უნდა იყვნენ ჯანმრთელები და კარგად ადაპტირებუკები ( არა მშიშრები და არა აგრესიულები).

თუ შესაძლებელია ლეკვის არჩევა რამდენიმე ნამატიდან, აირჩიეთ პატარა ან საშუალო ნამატიდან ( 5-7 ლეკვი). დიდ ნამატებში ( 8-10 და მეტი ლეკვი), როგორც წესი, გვხვდება ნაკლებად განვითარებული და დაუძლურებულები, რომელთაგან ერთ-ერთი თქვენ შეიძლება შეგხვდეთ გამოუცდელობის გამო.

ნამატიდან ლეკვის შერჩევისას არ იჩქაროთ. დედისგან და სხვა ლეკვებისგან რიგრიგობით გამოაცალკევეთ თითოეული ლეკვი და ყურადღებით დააკვირდით მათ ქცევას.

სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ იმ ლეკვს, რომელიც აკეთებს ენერგიულ მოძრაობას და ცდილობს დაუბრუნდეს თავის პირვანდელ ადგილს. აქვე მინდა მივუთითო ნაგაზის ლეკვის შერჩევის ძველისძველი გერმანული მეთოდი: ლეკვები მაღალ მაგიდაზე უნდა დასვათ, რომელიც პირველი გადმოიხედავს ზემოდან, ის შევარჩიოთ. შემდეგ მოულოდნელად შემოჰკარით ტაში ან გააჩხრიალეთ გასაღების აცმა, - რომელიც პირველი დაიყეფებს, ის არის ყველაზე გამბედავი.

7. თუ თქვენ გადაწყვეტთ არა ლეკვის, არამედ ზრდასრული ძაღლის შეძენას, შეეცადეთ ყურადღებით შეისწავლოთ მისი წარსული. ბევრი მათგანის გასხვისება სწორედ მათი უწესო ქცევის გამო ხდება. უნდა დარწმუნდეთ, რომ სახლში მიყვანის შემდეგ თქვენი არჩეული ძაღლი მეგობრულად ეპყრობა ოჯახის ყველა წევრს. გამოიკვლიეთ ასევე, რა დონეზეა ის გაწვრთნილი.

8. მოიფიქრეთ თუ რომელი სქესის ძაღლი გინდათ, მთლიანობაში ხვადი უფრო პრობლემატურია, ვიდრე ძუ. მეტი წილი ჯიშის ხვადები, ძუსთან შედარებით, უფრო აგრესიულები არიან, ამასთანავე აქვთ მიდრეკილება " თავიანთი ტერიტორიის " დაბინძურების

0
225
2-ს მოსწონს
ავტორი:bobby
bobby
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0