x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მამაკაცმა საკუთარ ეზოში საფირონების კლასტერი აღმოაჩინა, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია
არასოდეს იცი, რას იპოვი საკუთარ ეზოში და არც ის იცი, ბედი როდის გაგიღიმებს. ეს არც კუნძულ შრი-ლანკას ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა იცოდა, რომელმაც საფირონების მსოფლიოში უდიდესი კლასტერი აღმოაჩინა, როცა ქალაქ რატნაპურაში საკუთარ სახლს არემონტებდა.


კიდევ უფრო საოცარი დამთხვევა ისაა, რომ საფირონები იპოვა იმ ადამიანმა, ვინც ძვირფასი ქვებით მესამე თაობის მოვაჭრეა. მან “ბი ბი სის” საკუთარი სახელი და გვარი არ გაუმხილა. მხოლოდ უთხრა, რომ საფირონები მუშებმა იპოვეს, როცა ისინი მის უკანა ეზოში ჭას თხრიდნენ.


კლასტერის მთლიანი მიახლოებითი წონა 2, 5 მილიონი კარატია. ანუ 0, 5 ტონა. მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.


საფირონების უზარმაზარ რაოდენობაში აღმოჩნდა განსაკუთრებული სიდიდის ქვები, თითო ათობით და ასობით კარატი წონით. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით მოზრდილია და როგორც შრი-ლანკას ექსპერტი ძვირფასი ქვების საკითხში აცხადებს, შესაძლოა მსოფლიოში უდიდესიც კი იყოს.



რატნაპურა სიტყვასიტყვით “ძვირფასი ქვების ქალაქს” ნიშნავს და აქ პატიოსანი თვლები წინათაც არაერთხელ აღმოუჩენიათ, თუმცა ამხელა კლასტერი - არასოდეს.


ექსპერტები საუბრობენ, რომ მკრთალი ლურჯი ფერის საფირონების კლასტერი აქ 400 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.


საფირონების აღმოჩენა ბედნიერი შემთხვევითობაა, ბედის უეცარი გაღიმება, რაც მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში ან არც ხდება.


ამრიგად, შრი-ლანკას კიდევ ერთი ოფიციალური მულტიმილიონერი ჰყავს, რომელიც იღბლიანი შემთხვევითობის წყალობით გამდიდრდა.



აღსანიშნავია, რომ შრი-ლანკა მსოფლიოში ძვირფასი ქვების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია. შარშან ძვირფასი ქვების ექსპორტის შედეგად ქვეყანამ 0, 5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.


საფირონები

3
1107
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1107
  
2022, 9 ოქტომბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 ოქტომბერი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3