x
image
მანანა თურმანიძე
ბალისტიკური რაკეტა გაშვებულ იქნა იაპონიის თავზე
image


განახლებულია 2022 წლის 3 ოქტომბერს, 20:00 PM EDT

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო/AP/FILE

სეული, CNN



ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს დილით, ადგილობრივი დროით, იაპონიის თავზე ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რეგიონული ოფიციალური პირების თქმით, ეს ფხენიანის ჩვეულებრივი სარაკეტო გამოცდის აშკარა ესკალაციაა, რამაც ტოკიოს დაუყოვნებელი რეაქცია გამოიწვია.


სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ (JCS) დაადასტურა გაშვება და თქვა, რომ რაკეტამ გადაიარა აღმოსავლეთით, მეზობელ იაპონიაზე, მას შემდეგ, რაც გაშვება ჩრდილოეთ კორეის მუპიონგრის რაიონიდან ჯაგანგის პროვინციაში, ადგილობრივი დროით 7:23 საათზე განხორციელდა.


„ჯარმა გააძლიერა მეთვალყურეობა და სიფხიზლე და ინარჩუნებს სრულ მზადყოფნას აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - დასძინეს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის მეთაურებმა.


იაპონიის პრემიერ მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტერში მოსახლეობას მოუწოდებენ თავი დაიცვან და „არ მიუახლოვდნენ რაიმე საეჭვო ნივთს, აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციას ან სახანძრო განყოფილებას“.


იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ "მკაცრად გააპროტესტა" გაშვება.


სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, როგორც ჩანს, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ჰოკაიდოს, ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მთავარი კუნძულის მიმართულებით.


რაკეტამ გადაუფრინა მის ჩრდილო-აღმოსავლეთ პრეფექტურას, აომორის თავზე და დაეშვა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ, ადგილობრივი დროით 07:46 საათზე (18:46 ET), განაცხადა მაცუნომ.


მაცუნომ დასძინა, რომ გაშვებას მიიჩნევს „საზოგადოებისთვის საფრთხედ“ და აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა გააგრძელებს სიტუაციის ანალიზს და მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო საზოგადოებასთან.


CNN-ის მონაცემებით, სამშაბათის გაშვება აღნიშნავს ჩრდილოეთ კორეის 23-ე რაკეტის გაშვებას წელს, მათ შორის როგორც ბალისტიკური, ასევე ფრუიზული რაკეტების ჩათვლით.


თუმცა, იაპონიაზე გაშვება უფრო იშვიათია; ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ტერიტორიის თავზე 2017 წლის 15 სექტემბერს განახორციელა, როდესაც ჭურვმა გადაუფრინა ჩრდილოეთ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს, რა დროსაც კუნძულზე სირენები ამოქმედდა.


სამშაბათის გაშვება შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პროვოკაციების გააქტიურების მომასწავებელი იყოს, განუცხადეს ექსპერტებმა CNN-ს.


„პხენიანი ჯერ კიდევ პროვოკაციებისა და ტესტირების ციკლშია და სავარაუდოდ ელოდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესს ოქტომბრის შუა რიცხვებში, რათა ჩაატაროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტესტი“, - თქვა ლეიფ-ერიკ ისლიმ, საერთაშორისო კვლევების ასოცირებულმა პროფესორმა (Ewha Womans University), სეულში.


„კიმის რეჟიმი ავითარებს ისეთ იარაღს, როგორიცაა ტაქტიკური ბირთვული ქობინები და წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რათა გადაუსწროს სამხრეთ კორეას შეიარაღების რბოლაში და განხეთქილების ვაშლი ჩააგდოს აშშ-ს მოკავშირეებს შორის“.


ჯეფრი ლუისმა, მიდლბერის ინსტიტუტის აღმოსავლეთ აზიის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ ბირთვული გამოცდის გეგმა შესაძლოა არსებობდეს. „ჩრდილოეთი კორეა აპირებს განაგრძოს რაკეტების გამოცდა მოდერნიზაციის მიმდინარე რაუნდის დასრულებამდე. მე არ ვფიქრობ, რომ ბირთვული აფეთქება დავიწყებას მიეცა“, - განუცხადა მან CNN-ს.


Yoonjung Seo და Emiko Jozuka, CNN

2
495
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
495
  
2022, 5 ოქტომბერი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2