სხვა რატომ არ უნდა დატოვოთ მობილური ტელეფონი საძინებელში? 2022, 3 ოქტომბერი, 17:06 როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს. თუმცა ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმ ეფექტით, რასაც ჩვენზე ახდენს მობილური ტელეფონი _ გარდა იმისა, რომ მისი გამოსხივება უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვძინავს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ. მეცნიერები და ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთ დავიძინებთ, თუ საძინებელი ზონიდან მოვაცილებთ მობილურ ტელეფონს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. დოქტორ გაი მედოუზის თქმით, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტში უძილობის პრობლემებზე მუშაობს, საძინებელი უნდა იყოს საძინებელი და მასში არ არის ადგილი არც ტელევიზორისთვის, არც კომპიუტერისა და არც მობილური ტელეფონებისთვის. ექიმი გაი მედოუზი, როგორც ამბობს, თავის სმარტფონს ყოველთვის სამზარეულოში ტოვებს _ რაც შეიძლება შორს საძინებლისგან. მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის ჩარლჩ ჩეიზლერის ვარაუდით, მობილური ტელეფონიდან გამომავალი მცირე შუქიც კი, მძინარე ადამიანის თვალის ბადურას აღიზიანებს და ბევრ პრობლემას იწვევს. ამიტომ დაუყუნებლივ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს რჩევა და მობილურ ტელეფონთან ერთად ძილს მოეშვას, უფრო მეტიც სადაც გძინავთ მანდ მობილურ ტელეფონს გამორთულ მდგომარეობაშიც ნუ დადებთ. Სტატიის ავტორი - ალექსი აბდიევი >>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<< ყველაზე უცნაური და შთამბეჭდავი სახლები მსოფლიოში ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცებად აღიარებული ცნობილები ასე გამოიყურებიან დღეს! ნამდვილად არსებობენ? - 11 გამაოგნებელი თეორია უცხოპლანეტელების შესახებ!
ამ გოგონას ფოტომ ერთ დროს მილიონები გამოიმუშავა - ნახეთ როგორ ცხოვრობს ის დღეს...
ყველა დროის 12 ყველაზე ამაღელვებელი ფოტო (+ ისტორია) 371 2-ს მოსწონს
|