სხვა ყველაზე უჩვეულო დაკრძალვის ტრადიციები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ 2022, 3 ოქტომბერი, 12:16
ყველა კულტურაში არსებობს განსაკუთრებული დაკრძალვის რიტუალები, რომელთა დაცვაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: დაკრძალვის მზადების დროს ახლობლებმა ყურადღების გადატანა შეძლონ და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ დარდსა და მწუხარებას შეძლებისდაგვარად გაუმკლავდნენ, თუმცა ზოგიერთ კულტურაში ადამიანთან გამომშვიდობების რიტუალი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ზოგი მისთვის ძვირფასს ადამიანს კრძალავს, ზოგიც კი წვავს, ხოლო აი, ზოგიერთი ერის წარმომადგენელი რასაც აკეთებს, სრულ სიველურედ მოგეჩვენებათ. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ 10 ყველაზე საინტერესო და უჩვეულო დაკრძალვის ტრადიციაზე, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ.
1. ჩართეთ ჯაზი!
ნიუ - ორლეანი ვუდუს რიტუალებით, სერიალ "ნამდვილი დეტექტივით" და რაღა თქმა უნდა, ჯაზით არის ცნობილი. სამხრეთელი ჯენტლმენები მზად არიან ეს მუსიკა ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერი მიზეზით ააჟღერონ, მათ შორის დაკრძალვებზეც კი. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დაკრძალვის ცერემონია ორკესტრის მიერ შესრულებული არა მხოლოდ ჯაზის იმპროვიზაციების, არამედ ცეკვების ფონზეც იმართება, რომელიც მას შემდეგ იწყება, რაც გარდაცვლილი რამდენიმე მეტრის ნესტიანი მიწის ქვეშ საკუთარ ადგილს დაიკავებს.
2. სიკვდილის ბურთები
2000 წელს სამხრეთ კორეის მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც დაკრძალვის ხელშეუხებლობის ვადა ექვსი ათეული წლით განისაზღვრა. ვადის გასვლის შემდეგ კი, მიცვალებულის ზემოდან იმქვეყნად წასულ სხვა გარდაცვლილს მარხავენ. ნათესავებთან ასე მოკლე პერიოდის შემდეგ განშორების მოწინააღმდეგე კორეელები სულ უფრო ხშირად ირჩევენ კრემაციას, თუმცა სპეციალიზირებული ფირმების მიერ ძვირფასს ბურთებად ქვეულ გარდაცვლილის ფერფლს არა ზღვაზე მიმოფანტავენ, არამედ მას სახლში ლამაზ, მინის ქილებში ინახავენ. განსაკუთრებული ექსცენტრიულობით გამორჩეული პერსონები კი ასეთ "მძივებს" სამკაულის სახითაც კი ატარებენ.
3. სიკვდილის ცეკვა
ფილიპინელი გლეხები სიკვდილის ბოლომდე მოტყუებას ამჯობინებენ. გარდაცვლილ ახლობელს თავის საუკეთესო ტანსაცმელში აწყობენ და სპეციალურ სავარძელში სვამენ, რომელსაც სახლის შესასვლელთან დგამენ. ფილიპინურ მოდაზე ჩაცმულ, გარდაცვლილ მამაკაცს კბილებს შორის სიგარეტს უდებენ, ხელში კი შინნახადი არაყის ჭიქას აკავებინებენ. ინსტალაცია ადგილზე შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი დარჩეს, სანამ კლიმატი და გარეული ცხოველები ნათესავებს ცერემონიის დასრულებას არ აიძულებენ.
4. სვავი - სანიტარი
ტიბეტსა და მონღოლეთში ეგრეთ წოდებული "ზეციური დაკრძალვები" იმართება. აქ მცხოვრებ ხალხს რეინკარნაციის სჯერა – სხეული, მათთვის ცარიელი ჭურჭელია. იმისთვის რომ მოკვდავმა გარსმა ხელი უკვდავ სულს მოგზაურობაში არ შეუშალოს, ის უნდა განადგურდეს. ეს კი ძალიან მარტივად კეთდება: ცხედარს კლდიდან ხეობაში აგდებენ, სადაც ბევრი სვავი ბინადრობს. 21-ე საუკუნეშიც კი, ტიბეტელების 80% -ი ამ ტიპის დაკრძალვას ირჩევს.
5. მწვანე დაკრძალვა
ბუნების მთელი ძალით შენარჩუნების ტენდენცია - ადამიანთა პრეროგატივაა, რომელსაც უკვე საკმაოდ მცირე საზრუნავი აქვს დარჩენილი. ბოლო დროს ეგრეთ წოდებულმა "მწვანე დაკრძალვამ" განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ჯერჯერობით დაკრძალვის ასეთ ფორმას მხოლოდ კურთხეული ნიუ-იორკის მაცხოვრებლები მიმართავენ. გარდაცვლილის სხეული აბსოლუტურად არანაირ დამუშავებას არ ექვემდებარება, რათა დაშლის პროცესი არ შენელდეს. იგივე მიზეზის გამო კუბოებიც მშრალი ტოტებისაგან მზადდება. ასეთი დაკრძალვის ფასი, ბიუროს მინიმალური ხარჯით, შეიძლება კარგი მანქანის ღირებულებას შევადაროთ. რა იზამ მოდა - მოდაა.
6. კრემაცია
კუნძულ ბალიზე სულის უკეთესს სამყაროში გადასანაცვლებლად კრემაცია ერთადერთ ხელმისაწვდომ საშუალებად ითვლება. ჩვეულებრივ ადამიანებს იქ უბრალოდ წვავენ, მმართველებს კი იმქვეყნად ამალის გარეშე არ უშვებენ. სწორედ ასეთ არსებებს წარმოადგენენ ძვირფასი ხისგან, ოსტატურად გამოკვეთილი ცხოველების უზარმაზარი ხის ფიგურები. 2008 წელს სამეფოს მეთაურის Agung Suyasa-ას დაკრძალვა შედგა, რომლის ხარის ფორმის გიგანტური სარკოფაგი ბალის მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.
7. ენდოკანიბალიზმი
ენდოკანიბალიზმი - რელიგიურ მაგიურ კანიბალიზმს წარმოადგენს, რომელიც მოკლული მტრების, სამხედრო ტყვეებისა და გარდაცვლილი ნათესავების სხეულის სხვადასხვა ნაწილების ჭამით გამოიხატება. უცნობია რამდენად შეესაბამება ეს საშინელი რიტუალი სინამდვილეს, რომლის შესახებაც პირველად სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის ადრეულმა კოლონისტებმა ისაუბრეს, რომლებსაც თავიანთი სასტიკი დაპყრობების გასამართლებლად შეესაძლოა ეცრუათ კიდეც, თუმცა ეს რიტუალი სრულიად შესაძლებელია რომ რეალური იყოს, რადგან იანომამოს ტომი ამაზონის ჯუნგლებში ჯერ კიდევ ცხოვრობს. სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილებს კრემაციას უკეთებენ, რის შემდეგაც იმ ფერფლს მიირთმევენ, რაზეც ცხედრის დაწვა მოხდა.
8. თვითმუმიფიკაცია
თვითმუმიფიკაცია - სხეულის მუმიად ქცევის პროცესია. ის სპეციალურ დიეტას წარმოადგენს, რომლის დაცვაც სიკვდილს იწვევს, რასაც მუმიფიკაციაც მოჰყვება. ასეთ პრაქტიკას ბუდისტი ბერები იყენებენ, რომლებიც საკუთარ თავს "სოკუშინბუტსუს" უწოდებენ. მკაცრი დიეტა იწყება მხოლოდ თხილისა და ხილის მირთმევით, რათა სხეული ცხიმისგან გათავისუფლდეს, რაც მუცლის ძლიერ ტკივილს იწვევს. ამის შემდეგ გადადიან მეორე ეტაპზე, რომელიც ათასი დღე გრძელდება – ორგანიზმს კიდევ უფრო მეტ ტანჯვას აყენებენ – გამუდმებით იწვევენ რა ხელოვნურ ღებინებას და განზრახ იზიანებენ თავს პარაზიტული ჭიებით, რათა ორგანიზმი გაუწყლოვდეს. იკვებებიან მხოლოდ მცენარეების ქერქით და ფესვებით, სვამენ შხამიან ჩაის. მესამე და ბოლო ეტაპი არც ისე გრძელია - ბერს ქვის კუბოში კეტავენ, სადაც ის ლოტოსის პოზაში სიკვდილს ელოდება. ზარის დარეკვით ის ყოველდღიურად აცნობებს თავის კოლეგა ბერებს, რომ მასში სიცოცხლის ნიშანწყალი ჯერ კიდევ არ გამქრალა. იმ დღეს კი, როცა ბერები უკვე ზარის ხმას აღარ გაიგონებენ, ისინი საფლავს ლუქავენ და კიდევ 1000 დღეს ელოდებიან. ათასი დღისა და ღამის შემდეგ კუბოს ხსნიან, რათა წარმატებულ მუმიფიკაციაში დარწმუნდნენ.
9. მარხვა სიკვდილამდე
ინდოელი ქალი, სახელად ვიმლა დევი, რომელიც კიბოს ებრძოდა, 2006 წელს გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი არა კიბო, არამედ საკვებისგან 13-დღიანი თავშეკავება იყო, რომელსაც ინდოეთში "სანსარას" უწოდებენ. ამ ნებაყოფლობით სიკვდილს საკვებისგან თავის შეკავებით ჯაინები ახორციელებენ. ჯაინები - არიან ადამიანები, რომლებიც "ჯაინიზმს" ქადაგებენ, რაც მსოფლიოში ცოცხალი არსებებისთვის ზიანის არ მიყენებას გულისხმობს. ამ რწმენის თანახმად, ყველა ცოცხალ არსებას აქვს სული. "სანსარა" ჩვეულებრივ მას შემდეგ იწყება, რაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ მან ცხოვრებაში მიზანს მიაღწია და სულიერი განწმენდისთვის მზად არის. რასაკვირველია, ინდოეთში "სანსარას" ყველა არ იწონებს, რადგან ის თვითმკვლელობის ან ევთანაზიის ერთ - ერთ ფორმად განიხილება, მაგრამ "სანსარას" პრევენცია მიუღებლად ითვლება და შეიძლება საზოგადოებისგან მოკვეთაც კი გამოიწვიოს.
10. დაკრძალვა სტრიპტიზის მოცეკვავეების თანხლებით
დონგჰაის პროვინციაში, რომელიც ჩინეთში მდებარეობს ითვლება რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მივა მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, მით უფრო კეთილშობილი და გავლენიანი იყო გარდაცვლილი. დაკრძალვაზე ხალხის დიდი რაოდენობა - მიცვალებულის მაღალი რეპუტაციისა და პატივისცემის პირდაპირი მტკიცებულებაა. ამის ფონზე, ამ პროვინციაში გასაკვირი არ არის, რომ დაკრძალვაზე სტრიპტიზის მოცეკვავეების მიწვევა გავრცელებულ პრაქტიკად იქცა, რაც დიდი რაოდენობით ადამიანის მისაზიდად კეთდება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ (მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ცერემონიამ პრესაში აჟიოტაჟი გამოიწვია), ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიცვალებულზე ასეთი "ზრუნვის გამოვლინების" საწინააღმდეგოდ ბრძოლა გამოაცხადა.
|