საქართველო “ეს რუსეთის აღსასრულია!” - გაიგეთ, რაზე საუბრობს გერმანელი ექსპერტი 2022, 3 ოქტომბერი, 2:51 რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა. როგორი იქნება რუსეთის მომავალი? რა ხვედრი ელის მას? გერმანელ ისტორიკოსს, ტორსტენ ჰაინრიხს სწამს, რომ პუტინმა ამ ნაბიჯით საკუთარი ქვეყნის აღსასრულს დაუდო საფუძველი.
ისტორიკოსი გაოცებულია, თუ რატომ არ გზავნის პუტინი ფრონტზე მხოლოდ იმ რაოდენობის ჯარისკაცებს, რასაც ფრონტის დასტაბილურება შეუძლია, ხოლო დანარჩენებს რატომ არ გადაამზადებს. გერმანელი ექსპერტისთვის გაუგებარია ასობით ათასი ჯარისკაცის ფრონტზე გაგზავნის საჭიროება, საიდანაც ისინი უკან საკუთარ სამშობლოში შავ ტომარებში ჩაწყობილი გვამების სახით ბრუნდებიან. სამხედრო ექსპერტი ბრეტ ფრიდმანი ფიქრობს, რომ პუტინის ტაქტიკა, მოწინააღმდეგეს აჯობოს სამხედროების რიცხვობრივი უპირატესობით, ანაქრონისტულია და ის მისთვის რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. ფრიდმანის აზრით თანამედროვე ომებში იმარჯვებს კარგი ტაქტიკა, სათანადო სამხედრო მომზადება, მაღალი საბრძოლო სულისკვეთება და მყარი ფინანსები და არა არმიის მრავალრიცხოვნება. მითუმეტეს, რომ გერმანელი ექსპერტები რაზეც ერთხმად თანხმდებიან, ისაა რომ რუსეთში მობილიზაციას ქაოსური და არაორგანიზებული სახე აქვს და რუსი ჯარისკაცების მორალური სიმხნევეც ძალიან დაბალ ნიშნულზეა. იმის გამო, რომ რუსეთიდან ახალგაზრდებმა მასობრივად იწყეს გადინება და რუსი ერი ვეღარ მრავლდება, ხოლო სანქციების გამო რუსული ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა, ტორსტენ ჰაინრიხის აზრით, ჩვენ რუსეთის დასასრულის მომსწრენი ვართ. რუსეთი, როგორიც ის დღესაა ან როგორსაც ჩვენ ვიცნობდით 2022 წლის 24 თებერვლამდე, ექსპერტის განმარტებით მომავალში აღარ იარსებებს. რუსეთს აღარ ექნება იმის რესურსი, რომ ძველებურად გააკონტროლოს და დააშინოს ის ქვეყნები, სადაც მას სტრატეგიული ინტერესები გააჩნია. 1378 2-ს მოსწონს 1-ს არა
|