x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124203
  • ვიდეო:355547
  • სურათი:496957
ქალთა პლაჟის ფრენბურთი სპორტის ის სახეობაა რომლის ყურება არასდროს მომწყინდება

image ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არასდროს მომწყინდება საზოგადოებას და ჩემს მკითცველებს გავაცნო ჩემთვის სულ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი სპორტის სახეობა-პლაჟის ანუ ქვიშის ფრენბურთი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი, ყურებადი და სანახაობრივია თუ საუბარია ქალ სპორცმენებზე და ტურნირებზე მათი მონაწილეობით. მოგეხსენებათ სპორტის ეს სახეობა ოლიმპიური თამაშების ნუსხაში შევიდა.


სპორტის ეს სახეობა სუსტი სქესის მონაწილეობით იმდენად სანახაობრივია, რომ მაყურებლებში ყველა ასაკის გულშემატკივარს შეხვდებით ტრიბუნებზე, მოზარდებით დაწყებული და პენსიონერის ასაკს კარგა ხნის წინ გადაცილებული ასაკის მამაკაცებსა და ქალბატონებს.


ბიკინებში ჩაცმული ტანადი გოგონების მძაფრი დაპირისპირება ქვიშის მოედანზე გულგრილს არავის ტოვებს, გოგონების ნახტომებს ბურთის მოსაგერიებლად მხურვალე შეძახილები და ოვაციები მოსდევს, სპეციალური მზის სხივებისგან და ქვიშისგან დამცავი სათვალეებით სპორცმენები ზღვის ნაპირზე მოსეირნე დამსვენებლებს ჰგვანან, თანაგუნდელების მიერ ჟესტების ენით საუბარი იმდენად ცნობილია უკვე, რომ ბევრმა მაყურებელმა აითვისა, თუმცა როგორც ადრე ვწერდი ზოგიერთმა გუნდმა ასე ვთქვათ "ეშმაკობას" მიმართა და საყოველთაოდ ცნობილი ჟესტების ენის ნაცვლად, საკუთარი ყველასთვის უცნობი ჟესტები დაამუშავა, რომლის დანიშნულებას ვერც მაყურებელი ხვდება და ვერც მოწინააღმდეგე.


ლამაზი ქალი ზოგადად სასიამოვნო დასანახია, მაგრამ ის ამავე დროს როცა კარგი რეაქციის და სხეულის ფორმების მქონეცაა ორმაგად სასიამოვნო სანახავია.
თუმცა თავად სპორტის სახეობაა სასიამოვნო და მიმზიდველი, იმხელა ენერგია, ემოცია და შრომა იდება ამ სპორტის სახეობის თითოეულ შეხვედრაში.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


+14






























0
557
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
557