x
image
ლადო_25
iPhone-ისა და iPad-ის მწარმოებელი ქარხანა დაიხურა

image

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ინფრომაცია მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ცდებით რადგან iPhone-ისა და iPad-ის ერთ-ერთი მწარმოებელი ქარხანა მართლაც დაიხურა და ამით კომპანიამ დიდი ზარალი ნახა.

ჩინეთში, უმსხვილესი ელექტრონიკის მწარმოებელი Foxconn-ის ქარხანასთან მასობრივი შეტაკება მოხდა, რომელშიც ორი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, იუწყება Reuters.
ინციდენტი ქალაქ ტაიანში ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინცია შანხში მოხდა, ბრძოლა დაიწყო ქარხანის საერთო საცხოვრებელის ახლოს, კონფლიქტის ზუსტი მიზეზები პოლიციისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ Foxconn-მა გადაწყვიტა წესრიგის აღდგენამდე, დროებით დახუროს ქარხანა.
Foxconn-ის ქარხნებში იწარომება ჩინეთში წარმოებული ელექტრონული გაჯეტების უმეტესობა, მათ შორის iPhone-ი და iPad-ი.
Foxconn-ის ქარხნები, ცუდი სამუშაო პირობებისა და თანამშრომელთა შორის თვითმკვლელობების რაოდენობით განთქმულია. Foxconn-მა თვითმკვლელობების (შენობის ფანჯრებიდან გადმოხტომის) რაოდენობის შესამცირებლად შენობებს ბადეები შემოარტყა და გადამხტარი ადამიანი ეხვევა ბადეში, ჩამოყვანის შემდეგ კი მას სამსახურიდან ათავისუფლებენ.

10
152
9-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
152
  
2012, 12 ოქტომბერი, 17:57
++++++++++++++++++
2012, 4 ოქტომბერი, 22:21
++++++++++
2012, 30 სექტემბერი, 12:07
++++
2012, 25 სექტემბერი, 14:17
ანუ თქვენი ვარაუდი ხელფასთან დაკავშირებული გამოვრიცხოთ..... მე უფრო სხვა მგონია...
2012, 25 სექტემბერი, 14:13
ეგ კი გაუგებარია :D
2012, 25 სექტემბერი, 14:12
და იქ მისვლას ვინღა აიძულებთ??
2012, 25 სექტემბერი, 14:08
ალბათ არ უხდიან ხელფასებს და ამუშავებენ ისევე
2012, 25 სექტემბერი, 14:03
და რა ხდება კი მაგრამ იქ ასეთი?? საინტერესოა!!
2012, 25 სექტემბერი, 13:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10