x
მეტი
  • 29.11.2022
  • სტატია:123964
  • ვიდეო:355480
  • სურათი:496537
დასახელდა პროფესიები, რომლებიც უახლოეს წლებში საჭირო აღარ იქნება მთელს მსოფლიოში
image

პროფესიებს შორის, რომლებიც სავარაუდოდ მალე გაქრება, არის როგორც ცნობილი და ბოლო დროს მოთხოვნადი, ასევე საკმაოდ ეგზოტიკურიც, მაგრამ მათ აქვთ საერთო, როგორც წესი, დაბალი ხელფასები და კადრების მუდმივი შემცირება.


გადაშენების კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე არიან საბურღი და სახარატო ჩარხების მარეგულირებლები და ოპერატორები. ამას ადასტურებს აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემები: შარშან მთელ ქვეყანაში ამ პროფესიის მხოლოდ 7000-ზე ოდნავ ნაკლები წარმომადგენელი იყო და მალე საერთოდ აღარ იქნება, წერს Insider-ი.


გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ იურიდიულ მდივნებზე და ადმინისტრაციულ თანაშემწეებზე სულ უფრო ნაკლები მოთხოვნაა. ითვლება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ასეთი სპეციალისტების საჭიროება საერთოდ გაქრება. მდივნები ჯერ კიდევ საჭიროა, მაგრამ დროა გადამზადებაზე უნდა იფიქრონ.



მომაკვდავ პროფესიებში მოხვდა ცეცხლგამძლე მასალების შემკეთებლები და მემონტაჟეები. ექსპერტებმა ასევე დაასახელეს ფლორისტი -დიზაინერები, მაღაროებში სახურავების შემკეთებლები და ბეჭდური პრესის წარმომადგენლები.


"გადაშენების" პირზეა - კომუტატორები და სატელეფონო ოპერატორები.


და ამის შემდეგ მოდის სრულიად ეგზოტიკური: საათების შემკეთებელი და მესაათები, წიგნების ამკინძავები, ხელის კვეთის ოსტატები და მბეჭდავები.



და ბოლოს, სხვათა ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო ათწლეულში მსოფლიო შრომის ბაზრიდან ასევე გაქრებიან მონაცემთა შეყვანის ოპერატორები, პარკინგის "სტაიანშიკები" და ატომური ენერგიის რეაქტორების ოპერატორები.


4
644
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
644
  
15 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 ოქტომბერი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4