x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
10 საინტერესო და საშიში

Reddit საიტზე, რუბრიკა — «საინტერესო, მაგრამ საშიში», შექმნილია ცნობისმოყვარე ერუდიტებისთვის, რომლებსაც მხოლოდ ტვინის კი არა, ნერვების დაძაბვაც უყვართ. ინტერნეტის ამ «ბნელ კუთხეში», შეიძლება როგორს უბრალოდ, საშიში ისტორიების წაკითხვა, ასევე, ისეთი ამბების გაგება, რომელსაც ძარღვებში სისხლის «გაყინვა» შეუძლია. აქ სწორედ, რამდენიმე ასეთ ისტორიას წარმოგიდგენთ:


1948 წ. ფლორიდელმა მამაკაცმა ხალხის დაშინება გადაწყვიტა. ის ყოველ ღამე, უზარმაზარი ტყვიის ფეხსაცმელს იცვამდა, რომელსაც 3 თითი ჰქონდა გამოკვეთილი და სანაპიროზე დადიოდა. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ეს გიგანტური პინგვინის ნაკვალევი იყო. ხუმრობა 10 წლის მანძილზე, სხვადასხვა პლაჟებზე გრძელდებოდა... და სიმართლე, მხოლოდ 40 წლის შემდეგ გაირკვა.image

ქ. ალნვიკიში (ნორთამბერლენდის საგრაფოში, დიდი ბრიტანეთი) შხამიანი ბაღი მდებარეობს, რომელშიც 100–მდე შხამიანი მცენარე ხარობს. ბაღი ამ ადგილზე 1750 წლიდან არსებობდა, მაგრამ II მსოფლიო ომის დროს, სრულიად გაანადგურეს. თუმცა, ნორთამბერლენდის ჰერცოგინია ჯეინ პერსიმ, 1997 წელს, მისი აღდგენა გადაწყვიტა და ეს მას, 42 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ბაღი, მათრობელი და შხამიანი მცენარეებით, 2005 წლის თებერვალში გაიხსნა. ხოლო, მისი მიზანი — ადამიანებისთვის შხამიანი მცენარეების გაცნობა და იმის ახსნაა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მათთან ახლო კონტაქტს. და ბოლოს, ბაღში გიდის გარეშე, რა თქმა უნდა, არავის უშვებენ.image

ნაჩეზის (მისისიპის შტატი, აშშ) საქალაქო სასაფლაოზე, 10 წლის ფლორენც ირენ ფორდის საფლავი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ გამოიყურება. მაგრამ, საკმარისია ახლოს მიხვიდეთ და... გოგონა 1871 წელს გარდაიცვალა და დედამისის თხოვნით, საფლავის ქვის უკან, კიბე გააკეთეს, რომელიც აკლდამამდე ჩადიოდა. ასე ქალს, შვილთან უფრო ახლოს მისვლის საშუალება და ჭექა–ქუხილის დროს, მისი «დამშვიდების» საშუალება ჰქონდა.image


1969 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა და მომღერალმა ჯიმ სალივანმა ალბომი ჩაწერა, სახელწოდებით — «ამო». ის მღეროდა, იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა ოჯახი და როგორ გაიტაცეს უდაბნოდან უცხოპლანეტელებმა.

6 წლის შემდეგ, მისი ავტომობილი, ნიუ-მექსიკოს უდაბნოში, რანჩოზე ნახეს, თავად მუსიკოსი კი, უკვალოდ გაქრა...image


ტყავიანი კუ — ყველაზე დიდი არის, კუს სახეობებს შორის. დღემდე აღმოჩენილი ყველაზე დიდი კუს სხეულის სიგრძე 2, 6 მ–ია, ხოლო მასა — 916 კგ. (სხვა მონაცემით, მისი სხეულის სიგრძე 2, 5 მ. იყო, ხოლო მასა, — 600 კგ.). ხოლო, ეს, ამ კუს პირის ღრუ არის.
image


სასაფლაო ჰონგ კონგში
image


ეს ფოტო, კანადელმა წყვილმა, რამდენიმე წამით ადრე გადაიღო, ვიდრე მათ ცუნამის ტალღა წაიღებდა, რომელიც ტაილანდს 2004 წელს დაატყდა თავს.
image


ქეიმადა-გრანდი (პორტ. Ilha da Queimada Grande) ან როგორც ბრაზილიელები ეძახიან — «გველების კუნძული», ფორმის მიხედვით, მართლაც გველს წააგავს და მას ნამდვილად არ ემუქრება ტყეების გაკაფვა. «გველების კუნძული» მთლიანად, პლანეტის ყველაზე შხამიანი გველებითაა «დასახლებული». ყველაზე საშიში მათ შორის კი, გველგესლასებრთა ოჯახის წარმომადგენელი — «კუნძულის ბოტროფსის» სახეობაა. გაგრძელება >>>image


ჩამოკიდებული კუბოები ფილიპინებზე
image


ზედა რუკაზე ნაჩვენებია, აშშ–ში ადამიანების იდუმალ ვითარებაში გაუჩინარების შემთხვევები. ხოლო, ქვედა რუკაზე — უდიდესი გამოქვაბულების სისტემები.image


imageარხის სხვა სიახლეები:


* შეკითხვა რუბრიკიდან – "რა? სად? როდის?" – რა არის საერთო ბანკნოტებსა და ჯინსს შორის? (პასუხი აქვს)

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?

* 12 საინტერესო ფაქტი "ლამაზმანის" შესახებ

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)


0
830
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0