პოლიტიკა დასახელდა სავარაუდო დრო, როდესაც უკრაინას "ნატოში" მიიღებენ 2022, 1 ოქტომბერი, 13:41 ზელენსკის მრჩეველის, არესტოვიჩის განცხადებით, შესაძლოა უკრაინა "ნატოში" 2023 წლის ზაფხულში გაწევრიანდეს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში მიაჩნიათ, რომ რესპუბლიკა შესაძლოა "ნატოს" მომავალი წლის ივლისში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე შეუერთდეს. ეს პერიოდი დაასახელა სახელმწიფოს მეთაურის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა, იუწყება პორტალი Strana.ua. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კიევმა ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, "საგრძნობლად შემცირდა უკრაინაზე ბირთვული დარტყმის ალბათობა". „ნატომაც უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ ბირთვული იარაღით დარტყმა და საერთოდ, ნატოს კანდიდატ ქვეყანასთან ბრძოლა ცოტა უფრო რთული იქნება“, - განაცხადა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, 30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ალიანსს მიმართა, რათა დაჩქარებული რეჟიმში უკრაინა გახდეს "ნატოს" წევრი. თავის მიმართვაში სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ კიევმა "დე ფაქტო უკვე გაიარა გზა" ალიანსამდე და უკვე მისი ნაწილი გახდა. თუმცა, ალიანსის წარმომადგენლები ჯერჯერობით თავს იკავებენ და ფაქტობრივად უარს ამბობდნენ უკრაინის წევრად მიღებაზე. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ „ამჟამად, უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა ადგილზე გაწეული პრაქტიკული დახმარებაა “. "ნატოს კარი ღიაა - ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს - ასეთი პასუხი მოყვა უკრაინის განაცხადს ნატოს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის მხრიდან. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატოში იმ ქვეყნების შესვლას, რომლებიც მიისწრაფიან გაწევრიანდნენ და რომლებსაც შეუძლიათ ნატოს გაძლიერება“, - განუცხადა პარასკევს ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. 260 2-ს მოსწონს
|