x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ეს პრიმიტიული ნ@ხვის ზვინი... ” - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მორიგი თავდასხმის ობიექტი ამჯერად, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე აღმოჩნდა, რომელმაც ის საკმაოდ უხამსი ეპითეტით მოიხსენია და მას "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას გაკრიტიკებისთვის "პრიმიტიული ნ@ხვის ზვინი" უწოდა:


"ეს პრიმიტიული ნეხვის ზვინი ცხვრის ფარას თუ დააჯერებს, რომ ბოკერია მემარცხენე, woke აქტივისტია.


ახალი ახსნა მოუძებნეს ლიბერალიზმის გინებას, როდესაც ილია ჭავჭავაძის ბოლშევიკური ინტეპრეტაციები გამოვაცალეთ და ხვდებიან, რომ მეტი და მეტი ადამიანი შეიტყობს, რა ანტიეროვნულ ძალასთან გვაქვს საქმე ამ ნეხვის ზვინის და მისი დინოზავრი თანამოაზრეების სახით.


ჩვენო, ამერიკელ თრიჰაგერებს და woke გენდერ ზონდერებს ვგულისხმობდით ლიბერალებშიო და ბოკერია მასეთიაო.


ვისაც ამ ბოდვას აჭმევს, ის რომ ბიძინას ბაზაა და ჩვენთან გასაყოფი არაფერია – მაგას შეიძლება ეს ხვდება, მაგრამ ვინც ეს სამსახურში ჩაიყენა, იმას მაგ კალკულაციის უნარიც დაცლილი აქვს – საშიშია მისი ძალაუფლებასთან მიკარება ასეთი განსჯის უნარით"- დაწერა "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმ საკუთარ ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" ჩართვისას განაცხადა რომ მსოფლიოში ბოკერიას მოძღვრება უკვე დამთავრდა და მას კედლიდან ილია ჭავჭავაძის გამოკიდული სურათის ჩამოხსნა ურჩია:


"გიგა ბოკერიამ ჯერ ილია ჭავჭავაძის სურათი ჩამოხსნას, გამოკიდებული რომ აქვს, ჰგონია, არ ვიცით, რაშია საქმე. ნეოლიბერალად რომ გამოაცხადეს ილია ჭავჭავაძე – უაპელაციოდ. რაღაცებს რომ ვითმენთ, გასაგებია, მაგრამ ბოკერია და ილიელი, ცოტა სასაცილოა“, არ ვარ დაკავებული, გიგა ბოკერიას რა აწუხებს, რა უფრთხობს ძილს, კი ვიცი, რაც უფრთხობს – მისი მოძღვრება დამთავრდა მსოფლიოში უკვე და ეს ანერვიულებს მას", – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.








0
246
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
246