x
image
zuginio
Mediator image
ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

image

იცით თუ არა, რომ…

საქართველომ მსოფლიოს 300-მდე ვაზის ჯიში მისცა.

არმაზი იყო საქართველოს პირველი დედაქალი.

ქალაქი უფლისციხე ქართველებმა მტრის შემოსევისას თავისი ხელით დაანგრიეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

შავი ზღვის ძველი სახელებია: პონტოს ზღვა, სპერის ზღვა და ევქსინის პონტი (სტუმართმოყვარე ზღვა).

იყო დრო, როდესაც შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.

ბელაქანი, ზაქათალა, კახი და ევლახი – ეს ოთხი რაიონი ქართულია, რომლებიც ამჟამად საინგილოს ტერიტორიაზეა მოქცეული.

მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლის იუბილე.

იცით თუ არა, რომ მუდამ ხელმოკლედ მცხოვრები ვაჟა-ფშაველა სანთლის უქონლობის გამო ხშირად ცეცხლის შუქზე წერდა.

ვაჟა-ფშაველას ერთხანს ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს.

10 წლის ვაჟა-ფშაველა უკვე შეყვარებული იყო.

პატარა ვაჟა-ფშაველას ისე უნდოდა მომღერლობა, ხმას ძალით იბოხებდა, რის გამოც, როგორც თავად იხსენებს, “გულმა ტკივილი დაუწყო”.

სტუმარ-მასპინძელზე” მუშაობისას ვაჟა-ფშაველა ორი თვე ფიქრობდა აღაზას
პასუხზე, როცა ჯოყოლა ეკითხება – ნამტირალევი რადა ხარო. ერთი თვე მოანდომა
მან “გველის მჭამელის” ფინალის დაწერასაც.

იცით თუ არა, რომ ვაჟა-ფშაველა შავად დაწერილ თავის ნაწარმოებებს მხოლოდ ერთხელ ათეთრებდა და დაწერილ ადგილებს იშვიათად ასწორებდა.

ვაჟა-ფშაველა საკუთარ პუბლიცისტურ წერილებს კათაკმეველის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

ემიგრაციაში ყოფნის დროს, პარიზში, წმ. ექვთიმე თაყაიშვილს
ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მხოლოდ
ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. შიმშილისა და ავადმყოფობისაგან
მეუღლე გარდაეცვალა, მაგრამ მან ქართული განძის არც ერთი ექსპონატი
გასაყიდად არ გაიმეტა.

იცით თუ არა, რომ ქართული განძის მცველი და გადამრჩენელი წმ. ექვთიმე
თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველასგან მივიწყებული,
მარტოობაში გარდაიცვალა.

VI საუკუნის ძეგლი _ ჯვრის მონასტერი დანგრევას წმ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით შეგროვებული შემოწირულობების წყალობით გადაურჩა.

პოლიგრაფიული დიზაინის ნოვატორი ილია ზდანევიჩი ერთხანს კოკო შანელთან მუშაობდა პარიზში.

თამარ მეფემ სიკვდილით დასჯა გააუქმა.

რაფიელ ერისთავს ქართულ დრამატურგიაში ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად მიიჩნევენ.

ბუტირკის საპყრობილეში ყოფნისას დედა ფამარს (ერობაში
თამარ მარჯანიშვილი, კოტე მარჯანიშვილის და, (1902-1907 წწ.), თვით
კომუნისტური ციხის ადმინისტრაციაც კი პატივისცემით ეპყრობოდა _ ქალთა
აბანოებს მამაკაცები ემსახურებოდნენ. აუცილებელი იყო მთლიანად გაშიშვლება
და ტანსაცმლის სადეზინფექციოდ ჩაბარება. ეს წესი, რა თქმა უნდა, ყველაზე
ვრცელდებოდა, გამონაკლისს მხოლოდ დედა ფამარისთვის უშვებდნენ.

მხატვარმა ავთო ვარაზმა მხატვრულად გააფორმა კინოფილმი “ფიროსმანი”, სადაც ფიროსმანის როლი თავადვე შეასრულა.

იცით თუ არა, რომ უკვე მძიმედ ავადმყოფი სესილია თაყაიშვილი კინოფილმ “ცისფერი მთების” გადაღებებზე სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ საავადმყოფოდან მიჰყავდათ.

ლევან მეორე დადიანი მის წინააღმდეგ მოწყობილი
შეთქმულების მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა: საკუთარ ძმასა და სიძეს
თვალები დასთხარა და ქონება ჩამოართვა, სხვა მონაწილეებს ხელ-ფეხი მოჰკვეთა
და თვალები დასთხარა, ხოლო შეთქმულების მოთავე ვაზირი მერაბ ქორთოძე ჯერ
დაახრჩო, ხოლო შემდეგ ზარბაზნით გაისროლა.

იცით თუ არა, რომ თავის რომანებზე მუშაობისას, იუმორისტული პასაჟების წერის დროს, ნოდარ დუმბაძე ხშირად მთელი ხმით ხარხარებდა.

ნოდარ დუმბაძის დედა 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა, იგი გადასახლებული იყო.

დავით მესამე კურაპალატის ძე ბაგრატი აყვანილი შვილი იყო. დავით მეფე
მთელი მონდომებით ცდილობდა ქართული მიწები გაეერთიანებინა, თუმცა ქვეყნის
გაერთიანების მოწინააღმდეგე ორგულმა დიდებულებმა მამა-შვილს შორის შუღლის
ჩამოგდება მაინც მოახერხეს. საქმე ლამის ძმათამკვლელ ომამდე მივიდა, მაგრამ
ბაგრატს ეყო გონიერება, მამას ეახლა და სიმართლე გაარკვია.

გამაჰმადიანების შემდეგ ვახტანგ მეექვსეს ჰუსეინ ყული-ხანი ეწოდა.

ვახტანგ მეექვსემ შეადგინა კანონთა ორი კრებული _ ე.წ. “ვახტანგის
სამართალი”, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის
საკითხებს და საკანონმდებლო ძეგლი “დასტურლამალი”, რომელიც განსაზღვრავდა
სახელმწიფო “ინსტიტუტების” გარეგნულ სახესა და შინაარსს.

პირველი წიგნი, რომელიც ვახტანგ მეექვსემ სტამბაში დაბეჭდა, სახარება იყო.

იცით თუ არა, რომ ვახტანგ მეექვსე ქართველ-სომეხთა კოალიციის შექმნას
ცდილობდა ირანის წინააღმდეგ _ მან ქართველი სარდლები სომეხთა კათალიკოსს
სომხეთში ლაშქრის მოსამზადებლად გაატანა.

ვახტანგ მეექვსეს ასული თამარ ბატონიშვილი ერეკლე მეორეს დედა იყო,
ვახტანგის ბიძაშვილი ალექსანდრე ბატონიშვილი (არჩილის ძე) _ რუსეთის
იმპერატორ პეტრე პირველის ჭაბუკობის მეგობარი, ვახტანგ მეექვსეს აღმზრდელი
და მასწავლებელი კი – დიდი სულხან-საბა ორბელიანი.

იცით თუ არა, რომ ვახტანგ მეექვსემ ქართლში აკრძალა ტყვეთა სყიდვა.

იცით თუ არა, რომ გარდაცვლილი თეიმურაზის “ტყვეობა” შაჰის კარზე თვეები
გაგრძელდა: ირანის განრისხებული მბრძანებელი ქართველებს ცხედრის სამშობლოში
გადმოსვენების უფლებას არ აძლევდა. მხოლოდ შაჰნავაზის თხოვნაზე ბრძანა
თანხმობა და თეიმურაზ პირველი საქართველოში, ალავერდის ტაძარში, წამებული
დედის წმიდა ნაშთების გვერდით დაკრძალეს.

იცით თუ არა, რომ მეფე თეიმურაზმა თითქმის მთელი
ცხოვრება სამგლოვიარო ტანისამოსში გაატარა: ყრმობის ჟამს მამით დაობლდა,
მერე დედა მოუკლეს გაუგონარი ტანჯვა-წამებით, ორი ოჯახი ჰყავდა და ორივე
ამოუწყდა _ მოესწრო ორივე მეუღლის სიკვდილს, ორი ვაჟი შაჰ-აბასმა
დაუსახიჩრა და მოუკლა, ერთიც სპარსელებს შეაკვდა, ერთი ასული შაჰის კარზე
დაახრჩვეს. დარჩა ერთი ქალიშვილი და ისიც უშვილძიროდ გადაეგო.

ბაზალეთის ომში გამარჯვებულმა თეიმურაზმა გიორგი
სააკაძის მხარეს მებრძოლ იმერელ ტყვეებს თითო ყურის მოთლა მიუსაჯა, მხოლოდ
ხოსია მაჭავარიანს გადაუწყვიტა ორივე ყურის მოჭრა, რაზეც გამწარებულმა
მაჭავარიანმა შეჰყვირა: არ მეგონა, თუ ასეთი გულბილწი იყავიო.

იცით თუ არა, რომ ბაზალეთის ომში გიორგი სააკაძემ კახეთის მეფე თეიმურაზი პირადად გაიწვია პირისპირ ბრძოლაში. კახელი დიდებულების გადაწყვეტილებით, მასთან მეფის მოსასხამით შემოსილი ედიშერ ვაჩნაძე გავიდა. სააკაძემ იგი მოკლა.

დემეტრე თავდადებულის ცხედარი მალულად, თევზით დატვირთული ურმით ჩამოასვენეს სამშობლოში.

დემეტრე თავდადებულის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
მედროვე სადუნ მანკაბერდელის ძემ, ამირსპასალარმა ხუტლუ-ბუღამ. იგი
დემეტრეზე განაწყენებული იყო იმის გამო, რომ სადუნის გარდაცვალების შემდეგ
(1281) მეფემ ათაბაგობა თავის გამზრდელ ტარსაიჭ ორბელს უწყალობა.

1277 წელს ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლაში, მონღოლთა ყაენის
ლაშქარში დემეტრე თავდადებულის მეთაურობით მებრძოლი 3 000 ქართველიდან
ოთხიოდე გადაურჩა სიკვდილს.

მეფე დემეტრე თავდადებულს სამი ცოლი და ცხრა შვილი ჰყავდა: ტრაპიზონის
კეისრის ასული, რომლისგანაც ხუთი შვილი შეეძინა, მონღოლი ქალი, რომელმაც
სამი შვილი გაუჩინა და ბექა ჯაყელის ასული ნათელა _ გიორგი ბრწყინვალეს
დედა.

იცით თუ არა, რომ მეფე დემეტრე თავდადებულს ჩვევად ჰქონდა _ ღამ-ღამობით
სასახლიდან ჩუმად გადიოდა ფულიანი ქისებით და ხალხში მოწყალებას არიგებდა.

დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით გარეჯის მონასტერშია დაცული.

5
639
6-ს მოსწონს
ავტორი:zuginio
zuginio
Mediator image
639
  
2012, 5 ოქტომბერი, 21:41
+++++
2012, 25 სექტემბერი, 12:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 25 სექტემბერი, 12:02
გმადლობთ
2012, 25 სექტემბერი, 12:01
+++++++++++++++++
2012, 25 სექტემბერი, 11:57
+++++++++++++++++++++
0 1 5