x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
Wiesmann - გერმანული ავტოკომპანიის ისტორია

image


1988 წელს ქალაქ დიულმენში (Dülmen, Nordrhein-Westfalen) გერმანელმა ძმებმა მარტინ და ფრიდჰელმ ვისმანებმა (Martin Wiesmann, Friedhelm Wiesmann) დაარსეს კომპანია Wiesmann, რომელიც თავდაპირველად კაბრიოლეტებისთვის „ჰარდტოპებს“ ანუ მყარ სახურავებს ამზადებდა. კომპანიის დამაარსებლების მშობლები ქალაქ დიულმენში არსებული ავტოსალონის მფლობელები იყვნენ, რომელსაც მესამე ძმა - ბერნდ ვისმანი (Bernd Wiesmann) ხელმძღვანელობდა.image

იდეა ახალი კლასიკური როდსტერის შექმნისა განხორციელდა 1993 წელს. მოდელს ეწოდა MF30, რაც დამაარსებლების სახელების ინიციალებს უკავშირდება (Martin და Friedhelm) ხოლო ციფრები აღნიშნავენ ძრავის მოდიფიკაციას.

2007 წელს კომპანიას უკვე აქვს საკუთარი ორიგინალური, არქიტექტურულად გამორჩეული შენობა, რომლის ფორმაც ხვლიკს მოგაგონებთ. Wiesmann-ის ლოგოც არის ვერცხლისფერი ხვლიკი. მისი იდეა მდგომარეობს შემდეგში: Wiesmann-ის ავტომობილი გზის საფარს ეკვრის ისე მჭიდროდ, როგორც ხვლიკი კედელს.

Wiesmann-ის მოდელები:

imageRoadster MF30 - Wiesmann-ის პირველი სერიული მოდელი მიეკუთვნება კლასიკურ როდსტერთა ჯგუფს. იგი არის ორადგილიანი ნახევრად კაბრიოლეტი. შასი დამზადებულია მსუბუქი მეტალისგან, ხოლო ძარა - მინის ბოჭკოვანი შენადნობებისაგან. აქვს 2979 სმ3მოცულობის, ექვსცილინდრიანი, 271 ცხენისძალიანი (170 კვ) ძრავი BMW-სგან (M54B30). მაქსიმალური სისწრაფეა 230 კმ საათში ხოლო 0-დან 100 კმ საათს ავითარებს 5, 9 წამში. მოდელის სიგრძეა - 3, 86 მ; სიგანე - 1, 75 მ; სიმაღლე - 1, 65 მ და წონა სულ რაღაც 1080 კგ.

Roadster MF3 - იგივე შასით იწარმოება, როგორითაც Roadster MF30, მაგრამ უფრო მimageძლავრი ძრავით (თავდაპირველად ცნობილი როგორც BMW M3-ის ძრავი - E46) - 3246 სმ3მოცულობის,
ექვსცილინდრიანი, 343 ცხენისძალიანი (252 კვ) ძრავით BMW-სგან (S54). მაქსიმალური სისწრაფეა 255 კმ საათში ხოლო 0-დან 100 კმ საათს ავითარებს 4, 9 წამში. 343 ცხენისძალიანი ძრავები მხოლოდ ამ მოდელს აქვს. ავტომობილის ზომები იგივეა, რაც მისი წინამორბედისა, მხოლოდ Roadster MF3-ს წონა შეიცვალა და გახდა 1180 კილო.

ამ მოდელს სერიულად ხუთსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, დაკვეთით შესაძლებელია ექვსსიჩქარიანი, სპორტული გადაცემათა კოლოფის დამონტაჟებაც.

GT MF4 - ორადგილიანი როდსტერების თორმეტწლიანი წარმოების შემდეგ, 2003 წელს კომპანიამ imageწარმოადგინა პირველი ორადგილიანი დახურული მოდელი, რომელიც როდსტერებისგან შასით, ძრავით და დიზაინით განსხვავდება. იგი Wiesmann-Renn-GT-ის ბაზაზე შეიქმნა. მოდელის შასი MF30 და MF3-ის შასიზე მთელი 110 კილოთ მსუბუქია. ავტომობილს თავდაპირველად ჰქონდა 4799 სმ3მოცულობის, V-ტიპის, რვაცილინდრიანი, 367 ცხენისძალიანი (270 კვ) ძრავი BMW-სგან (N62B48). მაქსიმალური სისწრაფეა 290 კმ საათში ხოლო 0-დან 100 კმ საათს ავითარებს 4, 6 წამში.

2010 წლიდან მოდელი გამოდის უფრო მძლავრი ძრავით, კერძოდ V-ტიპის, რვაცილინდრიანი, 407 ცხენისძალიანი (300 კვ) ძრაimageვით ორმაგი ტურბოთი BMW-სგან, რომელიც ცნობილი გახდა BMW-ს 750i/650i/550i მოდელებით. ამის შედეგად MF4-ის მაქსიმალურმა სისწრაფემ მიაღწია 290 კმ/საათს ხოლო 0-დან 100 კმ საათს ავითარებს 4, 6 წამში. მოდელის სიგრძეა - 4.23 მ; სიგანე - 1.85 მ; სიმაღლე - 1.19 მ და წონა - 1385 კგ.

GT MF4-S - 2010 წლიდან ეს მოდელი კიდევ უფრო მძლავრი ძრავით გამოდის. მას აქვს 420
ცხენისძალიანი 3999 სმ3მოცულობის ძრავი და 0-დან 100 კმ საათს ავითარებს 4, 4 წამში, ასევე დამონტაჟებულია შვიდსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ავტომობილის წონაა 1310 კგ, რაც MF4-ის წონაზე 75 კგ-ით ნაკლებია.

GT MF5 - კომპანიამ 2007image წელს საერთაშორისო ავტოგამოფენაზე წარმოადგინა ახალი მოდელი Wiesmann
GT MF5, BMW X5 M და BMW X6 M-ის ცნობილი 555 ცხენისძალიანი (408 კვ) 4400 სმ3მოცულობის ძრავით და 6 სიჩქარიანი სპორტული გადაცემათა კოლოფით.

Roadster MF5 - ეს მოდელი GT MF5-ის „ღია“ ვერსიაა, იგი 0-დან 100 კმ საათს ავითარებს 3, 9 წამში

Roadster MF4 - მოდელი წარმოადგინეს ჟენევის ავტოშოუზე 2009 წელს. მას imageაქვს 4799 სმ3მოცულობის, V-ტიპის, რვაცილინდრიანი, 367 ცხენისძალიანი (270 კვ) ძრავი BMW-სგან (N62B48). მაქსიმალური სისწრაფეა 290 კმ საათში ხოლო 0-დან 100 კმ საათს ავითარებს 4, 6 წამში. მოდელის სიგრძეა - 4.24 მ; სიგანე - 1.88 მ; სიმაღლე - 1.23 მ და წონა - 1316 კგ.

2010 წლიდან, როგორც ჩვეულებრივი MF4, გამოდის V-ტიპის, რვაცილინდრიანი, 407 ცხენისძალიანი
(300 კვ) ძრავით ორმაგი ტურბოთი BMW-სგან, რომელიც ცნობილი გახდა BMW-ს 750i/650i/550i მოდელებით ხოლო ავტომობილის წონა გახდა 1390 კგ.

აღნიშნული როდსტერი კომპანიამ იგივე კომბინაციითაც შექმნა, როგორითაც GT MF4-S-ს აწარმოებდა.

2011 წელს კომპანიამ ჟენევის ავტოშოუზე წარმოადგინა Wiesmann Spyder

image


3
217
12-ს მოსწონს
ავტორი:gurulo1980
gurulo1980
217
  
2012, 13 აგვისტო, 14:35
ჩემის უსაყვარლესი ბრენდია ოცნების ავტო ბრენდებს შორის მე3 ე ადგილზეა
2012, 10 აპრილი, 10:00
მინდა ასეთი მანქანა :)))
0 1 3