x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რუსი განგსტერი, რომელმაც 38 ადამიანი იმსხვერპლა, უკრაინაში წასასვლელად ემზადება
უცხოური მედიის ინფორმაციით, ორეხოვოს ბანდფორმირებების ლიდერი და კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი ბუტორინი, რომელიც 90-იან წლებში შიშის ზარს სცემდა მოსკოვს, რუსეთის ხელისუფლებისგან ფრონტის ხაზზე, უკრაინასთან საომრად გაშვებას ითხოვს.


ბუტორინს მოსკოვის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ის სასჯელს 2017 წლიდან ცნობილ ციხე “ბუტირკაში” იხდის. მოსკოვის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა 38 ადამიანის მკვლელობისთვის მიუსაჯა.


ბუტორინი


38 ადამიანის მკვლელობა ბუტორინს ოფიციალურად დაუდასტურდა, თორემ სინამდვილეში როგორც საუბრობენ, მას ბევრად უფრო მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული.



ბუტორინის თქმით, სამხედრო სპეციალობით ის “მოტომსროლელი რაზმის მეთაურია” და მზადაა, უკრაინაში იომოს. მან ასევე განაცხადა, რომ ადამიანების მოკვლის არასოდეს შეშინებია და ამის არც უკრაინის ფრონტზე შეეშინდება.


როგორც სამუდამო პატიმრობით ციხეში მოთავსებული მსჯავრდებულების შეწყალების კომისიის წევრი ამბობს, “ბუტირკაში” 12-დან 10 პატიმარი, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთით ზის, უკრაინის ფრონტზე გაგზავნას ითხოვს.


უკრაინული საერთაშორისო ტელეარხი FREEDOM აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მასიურად წერს სამხედროთა რიგებში სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც სასჯელს სხვადასხვა კოლონიებსა თუ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მათთან ერთად მალე უკრაინის ფრონტზე ბუტორინიც ვიხილოთ.


ბუტორინი


2
840
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
840
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2