სხვა ბინძური ჩვევები, რომლებიც თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის! 2022, 29 სექტემბერი, 10:10 ის, რომ ყოველ დღე მოვიხმართ სააბაზანოს სხვადასხვა დანიშნულებისთვის და ძირითადად პირადი ჰიგიენისა და ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სულაც არ ნიშნავს, რომ სწორ და უსაფრთხო პროცედურებს თუ საქმეს ვეწევით. ჩვენდა გაუცნობიერებლად, ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს და საფრთხე შეუქმნას ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და მათ შორის ჩვენ.
რომელი გაუცნობიერებელი ქმედებაა ყველაზე შემაშფოთებელი? 1. არ ვიყენებთ ე.წ ჭერის სავენტილაციო სისტემას. ის, რომ ფეკალურ მასებს სპეციფიკურად ცუდი სუნი აქვს და ვცდილობთ, ამ სუნის ჩახშობას გარკვეული ჰაერის აეროზოლებით და არ გვაქვს ჭერის სავენტილაციო სისტემა, შეცდომაა. ვენტილაცია არა მარტო განეიტრალებს მძაფრ და ცუდ სუნს, ასევე გააშრობს სააბაზანოს ნესტს, რომელიც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. 2. საპონს უნდა ჰქონდეს ხვრელებიანი სადგამი. თუ მყარ საპონს მოიხმართ, რომელსაც აქვს თეფშისებური სადგამი, რომელსაც არ აქვს ხვრელები, საშიშია. აუცილებლად უნდა მოხდეს საპნის ვენტილაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბაქტერიების დაგროვების წყარო ხდება. 3. უნიტაზი თავდახურული ჩარეცხეთ. ბევრი თქვენგანი ალბათ სიამოვნებით აკვირდება თუ როგორ იძირება ფეკალური მასები წყლის ავზიდან დიდი ნაკადით წამოსული წყლის მიერ. გახსოვდეთ, რომ ავზში დაგროვებული წყალი არ არის სუფთა, მითუმეტეს, როდესაც ის ფეკალურ მასას ერევა და შხეფები რამდენიმე მეტრის მანძილზე აღწევს და ედება გარშემო ყველაფერს - საპონს, კბილის ჯაგრისს, თქვენ და ა, შ. რაც შედეგად ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს. 4. მაკიაჟისთვის საჭირო ყველა ფერუმარლი და ა, შ დატოვეთ სხვაგან, მაგრამ არა სააბაზანოში. გახსოვდეთ, რომ ნესტი, რომელიც თქვენს სააბაზანოშია, უარყოფითად ისახება თქვენს კოსმეტიკურ ნაწარმზე და მათ შორის კბილის ჯაგრისზეც. 5. როდის გარეცხეთ პირსახოცი ბოლოს? თუ თქვენი პასუხია სამიოდე დღის წინ, შეცდომაა. ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ პირსახოცები გამოვცვალოთ ყოველდღე. 6. არ იაროთ ფეხშიშველმა სააბაზანოში. ის არა მარტო ფეხის აცურების საფრთხეს წარმოადგენს, არამედ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააბაზანოში ცხოვრობს 2 მილიონამდე სახეობის ბაქტერია, ფეხშიშველი სიარულის დროს კი ისინი ჩვენს სხეულზე მარტივად მოხვდებიან და... 1583 6-ს მოსწონს
|