x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა ხდება აქ? - 3 ფოტოს ისტორია (ნაწილი III)
image

ბავშვის გალია




დღეს ბევრი ადამიანში ეს სანახობა შოკირებას გამოწვევს, როგორ ბავშვი გალიაში? მაგრამ გასული საუკუნის დასწყისში ქალაქის ბინების ფანჯრებიდან გალიებში ჩამოკიდებული ბავშვები საკმაოდ გავრცელებული სანახაობა იყო ამერიკისა და ბრიტანეთის ბევრ დიდ ქალაქში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარამდე.


image



ეს ეგრეთ წოდებული ბავშვის გალიები, ანუ ჯანმრთელობის გალიები, შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებს სუფთა ჰაერი და მზის სინათლე მიეღოთ. თუმცა, ბავშვთა გალიების პოპულარობა შემცირდა 1900-იანი წლების შუა ხანებში, ამის მიზეზი იყო ატმოსფეროს მაღალი დონით, რომელიც გამოწვეული იყო მანქანების გაზრდილი მოძრაობით.




მთელი სახლის გადატანა სან ფრანცისკოში




ამ ფოტოზე აღბეჭდილია მთელი სახლის გადატანა, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისში.


image


ზოგიერთი ოჯახი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ახალ ადგილზე გადასახლების დროს არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი ახალი სახლის ასაშენებლად.სახლის გაყიდვაც ძალზე ძნელი იყო, რადგან იმ დროს ბევრი ადამიანისთვის რთული იყო ცხოვრება, თუნდაც მათთვის, ვინც ცხოვრობდა დიდ ქალაქებში, მაგალითად როგორიცაა სან-ფრანცისკო. ისეთი საკითხები, როგორიცაა მწირი მოსავალი, შიმშილი, მაღალი გადასახადები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა, ხშირად იწვევდა დიდ მიგრაციას ქალაქებსა და შტატებს შორის, უკეთესი ცხოვრების ძებნაში.




ადამიანების გაღვიძება




ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც მაღვიძარა არც ხელმისაწვდომი იყო და არც საიმედო, დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში ბევრი ადამიანი ეყრდნობოდა მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც " Knocker"-ები(რაც ითარგმნება ჩვენებურად როგორც "დამკაკუნებლები"ან "კაკუნები"), რომლებიც ყოველ დილით სამსახურში მიმავალი ადამიანებს აღვიძებდნენ, ღათა სამსახურში არ დაეგვიანებინათ


image


კაკუნები მოსახლეობის ფანჯრებს უკაკუნებდნენ ხელკეტებით, ჯოხებით ან გრძელი ბამბუკის ჯოხებით.




Knocker-ები რომლებსაც ჩვეულებრივ კვირაში ერთი პენს უხდიდნენ, ძირითადად გაქრნენ 1950-იან წლებში, თუმცა ინგლისის ზოგიერთ რაიონში ისინი ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისამდე იყვნენ.



იხილეთ მეორე და პირველი ნაწილი ამ ბმულზე


0
306
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0