x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
16 ფაქტი, რომელიც სრულ ბოდვად მოგეჩვენებათ, თუმცა სრული სიმართლეა
image


ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, ამასთან, ის სავსეა სრულიად წარმოუდგენელი მოვლენებით რომელთა დაჯერებაც ზოგჯერ ძალიან რთულია. ბევრი ფაქტი, რომელსაც ამ სტატიაში გაიგებთ, სისულელედ და სრულ ბოდვად მოგეჩვენებათ, რადგან მათ გაგებამდე გარკვეული საკითხები სულ სხვანაირად წარმოგედგინათ.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩინელები რძის დალევას მიჩვეულები არ არიან, ვინაიდან ლაქტოზის აუტანლობა მოსახლეობის 93 %-ს აღენიშნება



image



მტრედები სიარულისას გამოსახულების დასასტაბილურებლად თავს აქნევენ


image


სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 1.6 %-ს შეუძლია იგრძნოს ტკივილი სხეულში, როდესაც სხვა ადამიანის ტკივილს ხედავს




image


როდესაც ავადმყოფს სხვა ადამიანის თირკმელს უნერგავენ, მისი თირკმელები უმეტეს შემთხვევაში ადგილზე რჩება



image


ნორვეგიაში არის პინგვინი, რომელსაც არმიის გენერლის წოდება მიანიჭეს, გვარდიელების თქმით, პინგვინი სამხედროებს ცნობს და მათი დანახვა ყოველთვის უხარია


image


შვეიცარიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ოჯახში მხოლოდ ერთი ზღვის გოჭის ყოლას კრძალავს



image


ტყუპებს შეიძლება ჰყავდეთ სხვადასხვა მამები – ამ მოვლენას სუპერფეკუნდაცია (ერთი ოვულაციური პერიოდის ორი და მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა სპერმატოზოიდებით) ჰქვია, მსოფლიოში 10 წყვილი ტყუპი არსებობს, რომელიც სხვადასხვა მამისგან არის დაბადებული. ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულია პოლონეთში, ერთი ესპანეთში, ორი შეერთებულ შტატებში და ამდენივე ინდოეთში


image



ცისფერთვალება ადამინები გაცილებით გვიან გაჩნდნენ, ვიდრე კაცობრიობამ კერამიკა გამოიგონა



image


იაპონიაში მობინადრე კიბორჩხალების გარსზე საშინელი ორნამენტია გამოსახული, რომელიც ერთი შეხედვით, გაბრაზებული ადამიანის სახეს მოგაგონებთ



image


თითის ქაღალდის ფურცლით გაჭრა ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ბასრი საგნით, რადგან ამ დროს ან ცოტა სისხლი გამოიყოფა ან საერთოდ არ გამოიყოფა, რის გამოც ნერვული დაბოლოებები ღია რჩება, რომელსაც ჰაერი აღიზიანებს



image


სწორედ ქათამი გახლავთ ტირანოზავრ რექსის უახლოესი შთამომავალი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია



image


ფუტკარს მეორე ფუტკრის დაკბენა შეუძლია, თუ "უცხო" მწერი სკაში შეღწევას ლამობს, მაშინ მცველი - ფუტკრები სპეციალურ ფერომონებს გამოყოფენ, სხვა ფუტკრები კი მას თავს ესხმიან



image


ამერიკელმა ფსიქიატრმა საკუთარ კვლევაში დაამტკიცა, რომ ინტელექტზე გავლენას სხეულზე თმის რაოდენობა ახდენს: რაც მეტი თმა გაქვთ, მით უფრო ჭკვიანი ბრძანდებით, ხოლო 1996 წელს ექიმმა აიკარაკუდი ალიასმა (Aikarakudy Alias) განაცხადა, რომ მკერდზე თმა ექიმებსა და მაღალგანათლებულ ადამიანებში უფრო ხშირია


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კოლუმბიაში არსებობს ფერადი მდინარე - "კანო კრისტალესი". ეს ულამაზესი "თხევადი ცისარტყელა" იმით არის ცნობილი რომ მისი წყლები 5 სხვადასხვა ფრად - წითლად, ყვითლად, მწვანედ, ლურჯად და შავად იფერება, რაც ფანტასტიკურ სანახაობას ქმნის

image


ე.წ. "ადამის ვაშლი" არა მარტო მამაკაცებში, არამედ ქალებშიც გვხვდება, თუმცა ის მშვენიერი სქესის წარმომადენლებში შედარებით სუსტად არის გამოხატული



image


1973 წელს იაპონიის ხელისუფლებამ შუქნიშანზე ლურჯი ფერის მწვანესთან მიახლოვებული ტონით ჩანაცვლება გადაწყვიტა, ამრიგად, ქვეყანაში ტექნიკურად ადგილობრივი შუქნიშნები მწვანეა, თუმცა ადამიანის თვალი მას ჯიუტად კვლავაც ლურჯად აღიქვამს.






0
2360
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2360