სხვა 16 ფაქტი, რომელიც სრულ ბოდვად მოგეჩვენებათ, თუმცა სრული სიმართლეა 2022, 26 სექტემბერი, 21:10 ![]() ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, ამასთან, ის სავსეა სრულიად წარმოუდგენელი მოვლენებით რომელთა დაჯერებაც ზოგჯერ ძალიან რთულია. ბევრი ფაქტი, რომელსაც ამ სტატიაში გაიგებთ, სისულელედ და სრულ ბოდვად მოგეჩვენებათ, რადგან მათ გაგებამდე გარკვეული საკითხები სულ სხვანაირად წარმოგედგინათ.![]() რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩინელები რძის დალევას მიჩვეულები არ არიან, ვინაიდან ლაქტოზის აუტანლობა მოსახლეობის 93 %-ს აღენიშნება![]() მტრედები სიარულისას გამოსახულების დასასტაბილურებლად თავს აქნევენ![]() სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 1.6 %-ს შეუძლია იგრძნოს ტკივილი სხეულში, როდესაც სხვა ადამიანის ტკივილს ხედავს![]() როდესაც ავადმყოფს სხვა ადამიანის თირკმელს უნერგავენ, მისი თირკმელები უმეტეს შემთხვევაში ადგილზე რჩება![]() ნორვეგიაში არის პინგვინი, რომელსაც არმიის გენერლის წოდება მიანიჭეს, გვარდიელების თქმით, პინგვინი სამხედროებს ცნობს და მათი დანახვა ყოველთვის უხარია
![]() შვეიცარიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ოჯახში მხოლოდ ერთი ზღვის გოჭის ყოლას კრძალავს![]() ტყუპებს შეიძლება ჰყავდეთ სხვადასხვა მამები – ამ მოვლენას სუპერფეკუნდაცია (ერთი ოვულაციური პერიოდის ორი და მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა სპერმატოზოიდებით) ჰქვია, მსოფლიოში 10 წყვილი ტყუპი არსებობს, რომელიც სხვადასხვა მამისგან არის დაბადებული. ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულია პოლონეთში, ერთი ესპანეთში, ორი შეერთებულ შტატებში და ამდენივე ინდოეთში![]() ცისფერთვალება ადამინები გაცილებით გვიან გაჩნდნენ, ვიდრე კაცობრიობამ კერამიკა გამოიგონა![]() იაპონიაში მობინადრე კიბორჩხალების გარსზე საშინელი ორნამენტია გამოსახული, რომელიც ერთი შეხედვით, გაბრაზებული ადამიანის სახეს მოგაგონებთ![]() თითის ქაღალდის ფურცლით გაჭრა ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ბასრი საგნით, რადგან ამ დროს ან ცოტა სისხლი გამოიყოფა ან საერთოდ არ გამოიყოფა, რის გამოც ნერვული დაბოლოებები ღია რჩება, რომელსაც ჰაერი აღიზიანებს![]() სწორედ ქათამი გახლავთ ტირანოზავრ რექსის უახლოესი შთამომავალი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია![]() ფუტკარს მეორე ფუტკრის დაკბენა შეუძლია, თუ "უცხო" მწერი სკაში შეღწევას ლამობს, მაშინ მცველი - ფუტკრები სპეციალურ ფერომონებს გამოყოფენ, სხვა ფუტკრები კი მას თავს ესხმიან![]() ამერიკელმა ფსიქიატრმა საკუთარ კვლევაში დაამტკიცა, რომ ინტელექტზე გავლენას სხეულზე თმის რაოდენობა ახდენს: რაც მეტი თმა გაქვთ, მით უფრო ჭკვიანი ბრძანდებით, ხოლო 1996 წელს ექიმმა აიკარაკუდი ალიასმა (Aikarakudy Alias) განაცხადა, რომ მკერდზე თმა ექიმებსა და მაღალგანათლებულ ადამიანებში უფრო ხშირია![]() რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კოლუმბიაში არსებობს ფერადი მდინარე - "კანო კრისტალესი". ეს ულამაზესი "თხევადი ცისარტყელა" იმით არის ცნობილი რომ მისი წყლები 5 სხვადასხვა ფრად - წითლად, ყვითლად, მწვანედ, ლურჯად და შავად იფერება, რაც ფანტასტიკურ სანახაობას ქმნის![]() ე.წ. "ადამის ვაშლი" არა მარტო მამაკაცებში, არამედ ქალებშიც გვხვდება, თუმცა ის მშვენიერი სქესის წარმომადენლებში შედარებით სუსტად არის გამოხატული![]() 1973 წელს იაპონიის ხელისუფლებამ შუქნიშანზე ლურჯი ფერის მწვანესთან მიახლოვებული ტონით ჩანაცვლება გადაწყვიტა, ამრიგად, ქვეყანაში ტექნიკურად ადგილობრივი შუქნიშნები მწვანეა, თუმცა ადამიანის თვალი მას ჯიუტად კვლავაც ლურჯად აღიქვამს.2360 შეფასება არ არის |