x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
11 იდუმალი ნახვრეტი ყოველდღიურ ნივთებზე, რომლის ნამდვილი დანიშნულებაც ცოტამ თუ იცის

image


ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ ნივთს მოვიხმართ, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ მათ მთელი ცხოვრება თურმე არასწორად რომ ვიყენებდით. სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამ ნივთებს შეუძლიათ ადვილად მოაგვარონ ჩვენი ყველა ის პატარა პრობლემა, რომელსაც დღემდე ვაწყდებით. დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ: რატომ აქვს "Converse"-ის კედებს, სკოლის სახაზავს, შვეიცარიულ ყველს ან სპაგეტის კოვზს ნახვრეტები ან რა მიზანს ემსახურება თვითმფრინავის ილუმინატორზე არსებული პატარა ხვრელი, მოკლედ ყველა ამ და კიდევ სხვა ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს აღნიშნული სტატიიდან შეიტყობთ. გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ მათი დანიშნულება სულაც არ არ ყოფილა ის, რასაც აქამდე ფიქრობდით, მოკლედ თქვენ წინაშეა იდუმალი ნასვრეტების ენციკლოპედია!



1. გვერდითი ნახვრეტები "Converse"- ის კედებზე


image


ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის - "Converse"- ის გამოშვება 1917 წლიდან იწყება. თავიდან ის კალათბურთელებისთვის იყო განკუთვნილი, რითიც მის ძირზე ასებული ორი ნახვრეტის არსებობაც მეტყველებს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისინი არა განიავებისთვის იყო ჩაფიქრებული, როგორც დღეს ეს ბევრს ჰგონია, არამედ იმისთვის რომ მოთამაშეს თასმებისთვის ფეხი არ დაებიჯებინა. თასმის ბოლოს ჯერ შიგნიდან პირველ ნახვრეტში ყრიდნენ, შემდეგ კი გარედან მეორეში, რათა საბოლოოდ, ის ფეხსაცმლის შიგნით მოხვედრილიყო.



2. თვითმფრინავის ფანჯარა


image


არ ინერვიულოთ, თუ ილუმინატორის ძირში პატარა ხვრელს დაინახავთ. ის სპეციალურად არის გაკეთებული. თვითმფრინავის ფანჯარა - რთული მრავალშრიანი კონსტრუქციაა. მიკროსკოპულ ხვრელს "შიდა" მინაში ორი დანიშნულება აქვს. პირველ რიგში, ის ხელს უწყობს წნევის სხვაობის დაბალანსებას სალონში და მის გარეთ, "გარე" შუშის დაცვით. მეორეც, ამ ხვრელის წყალობით, ფანჯარა არ იორთქლება.





3. შვეიცარიული ყველი


image


რა თქმა უნდა, არა მხოლოდ შვეიცარიულ ყველშია ნასვრეტები, დიდ და ხშირ ნახვრეტებს ისეთი შვეიცარიული სახეობის ყველშიც შეხვდებით, როგორიცაა მაგალითად - ემენტალი, და ისინი თაგვების წყალობით ნამდვილად არ წარმოიქმნება, როგორც ამას ზღაპრები გვიმტკიცებდნენ. არსებობს ორი ჰიპოთეზა. ერთი: ყველში ნასვრეტები, უფრო სწორად კი, ბუშტუკები სპეციალური ტიპის ბაქტერიების გამო წარმოიქმნება. მათ პროპიონის მჟავას ბაქტერიებს უწოდებენ და შვეიცარიულ ყველს დელიკატურ, ნაზ გემოს ანიჭებს. სწორედ აღნიშნული ბაქტერიები განსაზღვრავს ასევე ყველის ასეთ უცნაურ იერსახესაც. მისი დაძველებისას ბაქტერიები წარმოქმნიან გაზს, რომლის ბუშტებიც მრგვალ ნასვრეტებს ქმნიან და მეორე, ყველში ნახვრეტების გაჩენა რძეში არსებული თივის მიკროსკოპული ნაწილაკებით არის განპირობებული.



4. ხვრელი სპაგეტის კოვზზე


image


როგორ ფიქრობთ, რისთვის არის ეს ხვრელი საჭირო? იმისთვის რომ მოხარშული მაკარონის ქვაბიდან ამოღებისას წყალი დაიწუროს? მართალია, მაგრამ არა მხოლოდ. ხვრელის დიამეტრი სპეციალურად ისე არის გაკეთებული, რომ ის მეტ-ნაკლებად ზუსტად შეესაბამებოდეს ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სპაგეტის პორციას. თავად სცადეთ ამ ხვრელში მოხარშვამდე უმი სპაგეტის მოთავსება - და თავად დარწმუნდებით.



5. სასკოლო სახაზავი


image


რატომ აქვს ჩვეულებრივ სკოლის სახაზავს ხვრელი? იმიტომ რომ ლურსმანზე ჩამოვკიდოთ? თუმცა შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კიდეც, მაგრამ როგორც წესი, სკოლის მოსწავლეები მას ჩანთაში ინახავენ. ნასვრეტი სახაზავზე კი - ატავიზმია. ოდესღაც, როცა ბავშვები ცარცით დასაკეც დაფებზე წერდნენ, ამ ნახვრეტში თოკს ყრიდნენ, რომელზეც პატარა ღრუბელი ეკიდა. ეს "ინდივიდუალური" დაფები უკვე აღარ არსებობს, ცარცით მხოლოდ ასფალტზე ხატავენ, ხოლო ხვრელი სახაზავზე დარჩა.



6. კალამი თავსახურით


image


შეგიმჩნევიათ, ბურთულიანი კალმის (მაგალითად, როგორც BIC-ის კალამზე) თავსახურზე პატარა ხვრელი? ის არც მასალის დაზოგვის და არც დიზაინის გასაუმჯობესებლად არის გაკეთებული. მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, თუ პატარა ბავშვი შემთხვევით თავსახურს გადაყლაპავს (ბავშვები კი თავადაც მოგეხსენებათ რომ ყველაფერს პირში იდებენ), ეს ხვრელი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაბლოკილ ტრაქეაში ჰაერის შეღწევას უზრუნველყოფს.




7. დანიური კრონა


image


დანიური მონეტების ერთ, ორ და ხუთ კრონიანს შუაში ხვრელი აქვს. ნაწილობრივ ეს ისტორიული ტრადიციით - ლითონის ეკონომიით არის განპირობებული, და უნდა ითქვას რომ "ხვრელიანი" მონეტების მოჭრაში ყოჩაღები მხოლოდ დანიელები არ არიან, მსავსი ფორმის ხურდა ფულს შეხვდებით ასევე ნორვეგიაში (1 და 5 კრონიანებზე), იაპონიასა (5 და 50 იენებზე) და ფილიპინებში ( 5 სენტიმოს მონეტაზე).



8. ნასვრეტი ქვაბის სახელურზე


image


თანამედროვე ქვაბებისა და ტაფების სახელურები ხშირად პატარა ნასვრეტებით არის აღჭურვილია. ასეთი ნახვრეტები საშუალებას იძლევა შეინახოთ სამზარეულოს ჭურჭელი დაკიდულ მდგომარეობაში, მაგრამ რაც მთავარია - ასეთ ნასვრეტში შეგიძლიათ კოვზი მოათავსოთ და ასე დაიცვათ სამუშაო ზედაპირი დაბინძურებისგან.




9. ბოქლომზე არსებული ხვრელი


image


დღესდღეობით, ბოქლომების ნახვა ფარდულების, ავტოფარეხებისა და ჭიშკრების კარებებზეა შესაძლებელი, მაგრამ რამდენმა ჩვენგანმა მიაქცია ყურადღება მის ბოლოში არსებულ პატარა ხვრელს ან მისი დანიშნულების შესახებ ფლობს ინფორმაციას? უპირველეს ყოვლისა, ეს ხვრელი საკეტში მოხვედრილი წყლის დრენაჟისთვის არის გათვლილი, რათა წყალმა მექანიზმი არ დააჟანგოს, და მეორეც, აღნიშნულ ხვრელში საკეტის ცილინდრის შესაზეთად ზეთის ჩასხა ხდება.




10. ლითონის საზომი რულეტკა


image


ლითონის საზომ რულეტკაზე არსებული ნახვრეტი, მარტო მუშაობის შემთხვევაში საშუალებას მოგცემთ საზომი ლენტი ლურსმანზე ან თვითმჭრელ ხრახნიზე დაამაგროთ, ხოლო ხვრელზე არსებული კბილანები მონიშვნაში დაგეხმარებათ, თუ ხელთ საწერი ინსტრუმენტი არ აღმოგაჩნდათ.



11. ჩაღრმავება ბოთლის ძირში


image


ბევრ ჩვენგანს ალბათ შეუმჩნევია ღვინისა და შამპანურის ბოთლების ძირში არსებული ჩაღრმავება, და უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ დიზაინის ელემენტი. ჩაღრმავებას, რომელსაც პუნტი ჰქვია, თავდაპირველად ბოთლის მდგრადობისთვის აკეთებდნენ. მისი ძირი ბრტყელი რომ ყოფილიყო, ნებისმიერი უთანასწორობა ბოთლს აქეთ - იქით აბორძიკებდა. ხანგრძლივად დაძველებული ღვინისთვის პუნტი კი ასევე იმითაც არის სასარგებლო, რომ ნალექი ჩაღრმავების ძირში გროვდება, და ნაკლებად სავარაუდოა ის ბოკალში მოხვდეს. სწორედ ძირზე არსებული ჩაღრმავება, ხელს უწყობს ჭარბი წნევის კომპენსირებას, რომელიც ბოთლში მისი დახუფვის დროს წარმოიქმნება.




0
2381
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2381