x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135416
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509712
საინტერესო ფაქტები ვეფხვების შესახებ
imageვეფხვები საოცარი არსებები არიან, რომლებიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე გადაშენების პირას იმყოფებიან. წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ამ მშვენიერი ცხოველების შესახებ.

1)შინაური კატებისაგან განსხვავებით ვეფხვებს მრგვალი თვალის გუგები აქვთ.

2)მიუხედავად იმისა, რომ მათი თვალები არც თუ ისე კარგადაა ადაფტირებული ღამის ხედვაზე, მათი მხედველობა ღამით 6-ჯერ მაინც აღემატება ადამიანის მხედველობას.

3)ძირითადად ვეფხვი არ ღრიალებს. თუ ის თავდასხმას აპირებს მაში ნ შიშინებს.


4)ლომებისაგან განსხვავებით საჭმელისათვის შეტაკების შემთხვევაში მამალი ვეფხვები საკვებს დედალ ვეფხვებს და პატარებს უთმობენ.

5)ვეფხვის ხმა ისევე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი.

6)ზოლები ვეფხვის შუბლზე ჩინურ იეროგლიფ "მეფეს" ჰგავს.

7)სხვა კატისებრებისაგან განსხვავებით ვეფხვებს ძალიან უყვათ წყალი.

8)ვეფხვი ყველაზე დიდი კატისებრია.

9)ვეფხვს ურჩევნია საფარიდან თავდასხმა. თუ თავდასხმის ობიექტმა ვეფხვი არმოაჩინა, მაშინ მისი თავდასხმის შანსი საკმაოდ დაბალია. ინდოეთში ტყეში შესვლისას სახის ფორმის ნიღბებს იკეტებენ თავზე, რათა თავდასხმა აიცილონ.

10)ძირითადად ვეფხვი ადამიანს არ განიხილავს, როგორც საკვებს. მისი თავდასხმა ან პროვოკაციითაა გამოწვეული ან კიდევ ვეფხვის ცხოვრების არეალში სხვა საკვები არ მოიპოვება.

11)ვეფხვების მცირე ნაწილი ადამიანის ხორცის შეჭმის შემდეგ კაციჭამიად იქცევა.

12)ვეფხვებს კრუტუნი არ შეუძლიათ. როდესაც ისინი ნეტარებას განიცდიან თვალებს ხუჭავენ.

13)ვეფხვის სირბილის სისწრაფე 60 კმ/სთ-ს აღწევს.

14)ვეფხვის ნახტომის სიგრძე 5-6 მეტრს აღწევს.

15)ვეფხვის 10 ნადირობიდან მხოლოდ ერთი სრულდება წარმატებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ის შეჭამოს რაც შეიძლება მეტი.

16)ვეფხვს შეუძლია სხვა ცხოველების ხმის იმიტაცია.

17)ვეფხვის რაციონის დის ნაწილს დათვები წარმოადგენენ.

18)თავდასხმისას ვეფხვი ცხილობს მსხვერპლის საძილე არტერია დაგლიჯოს, ამ შემთხვევაში მსხვერპლი წამებში იღუპება.

19)თათებს ვეფხვი ძალიან იშვიათად იყენებს მსხვერპლის მკვლელობისას.

20)ბუნებრივ პირობებში დედამიწაზე მხოლოდ 3500 ვეფხვი დარჩა.




1
718
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
718
  
2012, 26 სექტემბერი, 8:57
+++++++++++++++++++++++
0 1 1