x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სანამ რუსეთი ქართლ-კახეთს შეიერთებდა - საინტერესო ფაქტები
image

1801 წლის 24 სექტემბერს რუსეთის იმპერატორის მანიფესტის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებულად გამოცხადდა და რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად იქცა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს იმ ეპოქიდან






***1770 წლის ცნობის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფოში ითვლებოდა 54 400 კომლი. მოსახლეობის 36%-ს შეადგენდნენ ქართველები, 37, 7%-ს ელები, 16% სომხები, 8, 2%-ს ოსები. მოსახლების დიდ ნაწილს შეადგენდა იორის პირსა და ყაზახ-ბორჩალოში დასახლებული ელები. თითქმის დაცვლილი იყო მოსახლეობისგან ტაშირი, სომხითი და საბარათიანო.






***ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13 ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო (სეპარატული) მუხლისგან.





ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო, დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისადმი ასახული იყო ადრიდანვე რუსეთის ხელმწიფეთა ტიტულატურაში და სხვ. აქ იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ 1587 წელს კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მოსკოვის მეფეები და შემდეგ რუსეთის იმპერატორებიც ოფიციალურ ტიტულატურაში თავიანთ თავს „ივერიის ხელმწიფესაც“ უწოდებდნენ. ტრაქტატის შესავალში აღნიშნული იყო, რომ იმპერატორმა დიდსულოვნად ინება ქართველების გათავისუფლება „უღლისაგან მონებისა“ და იმ დამამცირებელი ვალდებულებებისაგან, „რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყუნეს… ტყუედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა“. ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების უზენაესი მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ „უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისა“; იმპერატორმა „ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა“. შესავალშივე დასახელებული იყვნენ ორივე მხრიდან ის წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ რწმუნებით ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.






*** აი როგორ აღწერს ინგლისელი დიპლომატი და ისტორიკოსი ჯონ მალკკოლმი აღა-მაჰმად-ხანს:




„შორიდან იგი 14-15 წლის პატარა ბიჭი ეგონებოდა ადამიანს, ისეთი გამხდარი და პატარა ტანის იყო. დასაჭურისების შედეგად დამახინჯებულ, დანაოჭებულ, უწვერულ მის სახეს მიხრწნილი დედაბრის იერი ჰქონდა, სახის გამომეტყველება საზიზღარი ჰქონია საერთოდ, ხოლო მრისხანების დროს - საშინელი. როცა ვინმე მის სახეს ცნობისმოყვარეობით დააცქერდებოდა, ეს მას საშინლად აღელვებდა, ვერ ითმენდა ამას. ლაშქრობის დროს ისვენებდა თავის ოფიცრებთან ერთად და იმავე საჭმლით იკვებებოდა, რაც ლაშქარს გააჩნდა. თუ საგანგებო შემთხვევა არა, უბრალოდ იცვამდა და ვინც მის ცხენსა და მას პირადად არ იცნობდა, სხვებისგან ძნელად გამოარჩევდა“


***




იასე ცინცაძის მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანის საქართველოზე თავდასხმის საფრთხე ჯერ კიდევ 1791 წელს დაუნახავთ და ამის შესახებ გრიგოლ პოტიომკინისთვის უცნობებია სულხან თუმანიშვილს.




საქართველოზე თავდასხმის საფრთხეზე წერს ერეკლე რუსეთში მყოფ შვილს, მირიანს, 1793 წელს:




„გიბრძანებთ შენ, ვითარცა მშობელი, გამოიჩინო ერთგულება და ჩემი თხოვნა გრაფ პლ. ზუბოვის შუამდგომლობით მის უდიდებულესობას მიართვა... რათა რაიმე საშუალებით აგრძნობინოს მტერს, რომ საქართველო ასეთ დიდი მონარქის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ამ გზით შეშინებულმა მტერმა იქნებ გადაიფიქროს თავდასხმა“.




1795 წლის 6 ივნისს დარეჯან დედოფალი წერილს უგზავნის ეკატენირე II-ს:




„დამჭირნეობა ესოდენთა ქრისტიანეთა მაიძულებს მე ვედრებად უდიდებულესისა თქვენისადმი, რათამცა აღთქმისაებრ უმოწყალესისა ტრახტატისა ინებოთ შეწევნა ჩვენი აღა-მაჰმად-ხანს ზედა, რომელიც მახლობლად ჩვენდა მდგომარე არს არმიითა თვისთა და ცდილობს დაპყრობასა ქვეყნისა და ჩვენისასა, რომლისათვისაც ცრემლით გევედრები, უდიდებულესო ხელმწიფეო... რათა მოგვეცეს შეწევნა უძლეველითა მხედრობითა“.




1795 წლის 20 ივნისს ერეკლე II გარსევან ჭავჭავაძეს სთხოვს იშუამდგომლოს დედოფალთან და მოზდოკში გენერალ გუდოვიჩთან შეხვედრის ნებართვა მიიღოს, რათა რუს გენერალს გააცნოს ირანის საქართველოზე თავდასხმის გეგმა, რომელიც ქართველ მზვერავებს ჩაუვართად ხელში, თუმცა ეს შეხვედრაც არ შედგება.


იასე ცინცაძის თქმით, ქართლ-კახეთის დიპლომატიამ რუსეთის სამეფო კარს დროულად მიაწვდინა ხმა, თუმცა რუსეთის ღალატის ტოლფასი ბიუროკრატიზმის გამო, საქართველოს ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო.




*** ერეკლე მეფე 40 დღე, შავი ჭირის ეპიდემიის გამო ვერ დაკრძალეს, სამეფო ოჯახი რამდენიმე ათეულ დღეს ელოდა ეპიდემიის ჩაცხრომას, რათა დაკრძალვის ცერემონიალი წინასწარი გეგმით განსაზღვრული სათანადო პატივისცემით გამართულიყო თბილისშიც და მცხეთაშიც. მიუხედავად ზამთრის ცივი დღეებისა და კუბოში ყინულების ჩაწყობისა, იყო ცხედრის გაფუჭების საშიშროებაც.




დრო კი აღარ ითმენდა, არც ეპიდემია იკლებდა და ბოლოს ტახტის მემკვიდრე გიორგისთან შეთანხმებით გადაწყდა, მეფის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პირდაპირ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაეკრძალათ. ერეკლეს გამოსვენების დღეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიის გარშემო, რომელშიც მეფის კუბო იდგა. თელავში და თელავიდან გასასვლელ გზაზე ხალხის ტევა არ იყო. პროცესიის წინა რიგებში ცხენოსანი და ქვეითი ჯარი განლაგდა ორი ზარბაზნითურთ. ორმოცდღიანი ტირილი, სამგლოვიარო წირვა-ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა. ზარბაზნების ბათქმა და თოფების სროლამ ხალხს აუწყა, რომ ერეკლეს ცხედარს უკვე მცხეთაში მიასვენებდნენ.


პროცესია დაიძრა, სავარაუდოდ გომბორის გზით მიდიოდნენ თბილისისკენ. კუბო ხელით მიჰქონდათ. ერეკლეს კუბოს ხელით ტარება დიდი პატივი იყო ყველა ქართველისათვის. გზისპირა სოფლებში გამოფენილი ხალხი ხმამაღალი ტირილით ბოლო გზაზე აცილებდა თავის მეფეს.


"ოცი ათასამდე ცხენოსანი და ქვეითი მებრძოლი მიაცილებდა ერეკლეს კუბოს", - წერს რუსი ისტორიკოსი პიოტრ ბუტკოვი, რომელიც ამით თითქოს გვეუბნება, - აი, რა ხალხი ხართ ქართველები. მეფემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ორი ათასამდე კაციც კი ვერ შეაგროვა, მის კუბოს კი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდაო.






***




ავადმყოფი გიორგი XII-ს ტახტზე ასვლისთანავე იმავე წელს ახალმა შაჰმა ბაბა-ხანმა (აღა-მაჰმად-ხანის ძმისწულმა) გიორგის დამორჩილება სთხოვა. ამას მოჰყვა გიორგის მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა აჯანყების, ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე) ბაბა-ხანთან გაიქცა.




გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მეფე გიორგიმ რუსეთის მთავრობის უფრო დასაინტერესებლად 1799 წლის 7 სექტემბრის გეორგიევსკის ტრაქტატის შესწორება ითხოვა — ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა, იგი როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებში რუსეთის მთავრობის მორჩილი იქნებოდა, ოღონდ გიორგისა და მის მემკვიდრეებს მეფის წოდება უნდა შეენარჩუნებინათ. ამის საფუძველზე ქართველ ელჩებმა — გ. ჭავჭავაძემ, გ. ავალიშვილმა და ე. ფალავანდიშვილმა — 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ. ხელშეკრულების პროექტი 1800 წლის 19 ნოემბერს მოიწონა იმპერატორმა და 23 ნოემბერს სიგელით აცნობა ამის შესახებ გიორგი XII-ს. გიორგის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ხელისუფლების საბოლოო გაფორმება. ამ მიზნით ქართლ-კახეთის სახელმწიფოში გამოგზავნეს ქართველი ელჩები გ. ავალიშვილი და ე. ფალავანდიშვილი. ამავე დროს რუსეთის მთავრობას მისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო ვითრების პირობებში (საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება) გადაწზვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება. 18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა სათანადო მანიფესტს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ინახავდნენ. 28 იანვარს მანიფესტი პეტერბურგში გამოაქვეყნეს. თბილისში 1801 წლის იანვარში ჩამოსული ზემო აღნიშნული ელჩები წარუდგნენ დავით გიორგის ძეს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს. მან ისინი ხელშეკრულების გასაფორმებლად პეტერბურგს გაგზავნა, მაგრამ მათ პავლე Iცოცხალი აღარ დახვდათ (იგი შეთქმულებმა მოკლეს 1801 წლის 11 მარტს). ქართველმა რწმუნებულებმა რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა, რომელსაც საფუძვლად დაედო 1800 წლის 19 ნოემბერი პავლე I-ის მიერ მოწონებული ხელშეკრულების პროექტი. ნოტის თანახმად ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მმართველად უნდა დანიშნულიყო მეფის ერთ-ერთი შვილი, რომელიც იმპერატორის მოადგილე იქნებოდა საკანონმდებლო ხელისუფლებას მოკლებული მეფის ტიტულით, მისი თანაშემწე უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული დიდმოხელე, რომელიც მეორე პირი იქნებიდა მეფის შემდეგ. ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობამ ქართველი ელჩები 1800 წლიდან საქმეს ჩამოაშორა და მათ თხოვნას ანგარიშს არ უწევდა. ფორმალური ხასიათის ღონისძიებათა გატარების შემდეგ 1801 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა




ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ. იმავე დღეს იმპერატორმა დაამტკიცა დებულება ახალშეერთებული ქვეყნის მმართველობის შესახებ. ამ დებულებამ მოქმედება დაიწყო 1802 წლის მაისში.







1
515
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
515
  
2022, 24 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1