x
image
მანანა თურმანიძე
ბირთვული იარაღის გამოყენების რისკები და შედეგები - მარცხი თუ ხარაკირი?

image

ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში „ინსაიდერ“-ისთვის მატატიას შვარცი წერდა:

„პირველი რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეჭრა უკრაინაში, კონფლიქტის კადრები იყო, როგორც აქტუალური, ასევე შორეული. ამერიკელებისთვის ძალადობა გულსატკენი იყო და დიპლომატიური არჩევანი კი რთული. მაგრამ ბრძოლები შორეულ კონტინენტზე მიმდინარეობდა და შედეგებიც ისეთივე შორეული ჩანდა.


შემდეგ, კვირას, პუტინმა გაანადგურა ნებისმიერი დასავლელის თვითკმაყოფილება, ვინც თვლიდნენ, რომ უსაფრთხო დისტანციაზე იმყოფებოდნენ ბრძოლის ველიდან. მან უბრძანა რუსულ ბირთვულ ძალებს გადასულიყვნენ მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში, რომელსაც "სპეციალური საბრძოლო მზადყოფნა" უწოდა.



მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააკრიტიკა განცხადება და უარი თქვა პასუხის გაცემაზე, პუტინის შემდგომი ნაბიჯების სერიოზულობა მძიმე იყო. მან გაავრცელა გაფრთხილება თავდასხმის პირველივე დღეს, რომ ვინც რუსეთს გზას გადაუღობავდა „შედეგს“ გადააწყდებოდა, „როგორიც არასოდეს უნახავთ მთელს ისტორიაში“. მან თავის სამხედროებს უბრძანა გაეძლიერებინათ რუსული არსენალი 6, 000 ბირთვული ქობინისაგან, რაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გლობალური თერმობირთვული ომის დასაწყებად“. (Insider, Mar 1, 2022)


image


გამოცემა „ჰილს“-ის ხუთშაბათის ნომერში ვკითხულობთ - „ოფიციალური პირების თქმით, აშშ, თვეების განმავლობაში, პირადად აფრთხილებდა კრემლს შედეგების შესახებ, თუკი ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინასთან კონფლიქტში.


ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა ვოშინგტონ პოსტს (The Washington Post) განუცხადეს, რომ თეთრი სახლი შეგნებულად არ ამჟღავნებდა საჯაროდ ამ შესაძლო შედეგებს და იყო მიზანმიმართულად ბუნდოვანი იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, რუსეთის ლიდერებს შორის შეშფოთების გამოწვევის მიზნით - ბირთვული შეკავების მეთოდი, რომელსაც ეწოდება "სტრატეგიული გაურკვევლობა".


პრეზიდენტმა ბაიდენმა, კვირას CBS-ის „60 წუთი“-ს ინტერვიუში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, სადაც მან გააფრთხილა რუსეთის ლიდერი, არ შეეცვალა ომის სახე.


"არა, არა, არა. თქვენ შეცვლით ომის სახეს ისე, რომლის მსგავსიც არაფერი ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - თქვა ბაიდენმა, როდესაც მასპინძელმა სკოტ პელიმ პუტინს მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ მესიჯი სთხოვა.


ბაიდენმა დასძინა, რომ აშშ-ის პასუხი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შორს წავლენ, „რას გააკეთებენ ისინი“.


რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააძლიერა შიში რუსეთის მიერ იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, როდესაც მან ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა მზად იქნება გამოიყენოს "სტრატეგიული ბირთვული იარაღი" თავის დასაცავად.


image


„ყველა ანექსირებული ტერიტორიის დაცვა მნიშვნელოვნად გაძლიერდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ“. - დაწერა მედვედევმა Telegram-ში.


„რუსეთმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი და ახალ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთი დაცვისთვის.


უკრაინელმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიიმ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილო ზაბროდსკიმ ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში იწინასწარმეტყველეს, რომ არსებობდა ბირთვული ომის "საფრთხე".


„ძნელი წარმოსადგენია, რომ თუნდაც ბირთვული დარტყმები მისცემს საშუალებას რუსეთს დაარღვიოს უკრაინის წინააღმდეგობის გაწევის ნება“, - წერდნენ ისინი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“-ს ნომერში.


”მაგრამ საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება მთელი ევროპისთვის, არ შეიძლება იგნორირებული იყოს.”


მათ მოუწოდეს უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს, გამოიყენონ თავიანთი „საშუალებების სრული არსენალი“, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული ომის შესაძლებლობა.“ ქლოე ფოლმარი, პარასკევი, 2022 წლის 23 სექტემბერი, „ჰილს“.


Putin with a missile over his eye


ცხადია ასეთი დაძაბულობის ფონზე ადამიანებს, მთელს მსოფლიოში, შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ. მათ ბუნებრივად უჩნდებათ კითხვები: საინტერესოა, ვისგან ან რისგან იცავს თავს რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც თავს თავად დაესხა? ასევე საინტერესოა, რამდენად აცდა საღი განსჯის უნარს მისი ხელმძღვანელობა, ნუთუ ის მზად არის თვითმკვლელობისთვის? მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება ხომ ცალსახად ნიშნავს არა მხოლოდ სხვათა განადგურებას, არამედ საკუთარი მოსახლეობის და საკუთარი თავის გარდაუვალ განადგურებასაც. ნუთუ მზად არიან ასეთი მსხვერპლისთვის ადამიანები, ანუ ე.წ. ხარაკირისთვის?


იმედს ვიტოვებთ, რომ რფ-ს ხელმძღვანელობა შეინარჩუნებს საღი განსჯის უნარს, მოსკოვი არ დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომას და მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში მარცხის მასშტაბები კოლოსალური და გამოუსწორებელი იქნება.


ნათქვამია - ღირსეულ ადამიანებს წაგებაც და მოგებაც ღირსეულად შეუძლიათო. ამქვეყნიური ცხოვრება ხომ სწორედ ამისგან შედგება - წაგებებისგან და მოგებებისგან, ხან აგებ, ხან იგებ, მთავარია არ დაკარგო საღი განსჯის უნარი და მომავლის რწმენა. ჭკვიანები შეცდომებზე სწავლობენ და ვითარდებიან, უჭკუოები კი რისხვას ეწირებიან, რომელიც ქრისტიანული გაგებით ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და შიგნიდან ანგრევს ადამიანს. რისხვა ის ცეცხლია, რომელიც პირველ ყოვლისა ჭურჭელს ანადგურებს, რომელშიც ის ინახება.

36-ე ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველის პირით უფალი მოგვიწოდებს:

"დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი; რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა".

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0