სხვა 20 ისტორიული ფაქტი, რომელიც სინამდვილეში სიცრუე აღმოჩნდა 2022, 23 სექტემბერი, 14:45
მსოფლიო ისტორიაში არაერთი ფაქტი არსებობს, რომელიც სინამდვილეში სიცრუე აღმოჩნდა. ბევრი რამ, რასაც სკოლაში გვასწავლიან არის უბრალოდ ტყუილი და გამოგონილი. დღეს, 20 ისტორიულ მითს დავამსხვრევთ, რომლისაც ბევრს ჯერ კიდევ სჯერა.
მითი № 20. ბერძნებმა ტროელებს ძღვენის სახით "ტროას ცხენი" ტროას დასაპყრობად მიართვეს
სიმართლე: მიზანი ნამდვილად ტროას აღება იყო, თუმცა დანაელების მხრიდან არანაირ საჩუქარზე საუბარი არ იყო. მის ნაცვლად, ბერძნებმა უნიკალური საალყო მექანიზმი გამოიგონეს, რომელიც ცხენს ნაწილობრივ წააგავდა. სწორედ ის დაეხმარა მათ კედლის გარღვევასა და ქალაქში შეღწევაში.
მითი № 19. არქიმედემ თავისი ცნობილი კანონი აბაზანაში წოლისას აღმოაჩინა
სიმართლე: რეალურად, აბაზანიდან გადმოღრვილი წყალი არაფერს ამბობს ამომგდებ იგივე არქიმედეს ძალაზე. ეს მეთოდი მხოლოდ მოცულობას ზომავს, თუმცა გამორიცხული არ არის არქიმედე წყლის პროცედურებს მაინც შთაეგონებინა.
მითი № 18. მენდელეევმა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა
სიმართლე: მეცნიერმა ეს ლეგენდა თავადვე უარყო და ასეთი რამ განაცხადა: "მე ამაზე შესაძლოა 20 წელია ვფიქრობდი, თქვენ კი გგონიათ: ვიჯექი და უცებ... ჰოპ და ყველაფერი მზადაა", ხოლო ძილთან დაკავშირებული ისტორიით სტუდენტებს მენდელეევის კოლეგა ა.ა. ინოსტრანცევი ართობდა.
მითი № 17. კლეოპატრა ეგვიპტიდან იყო
სიმართლე: ეგვიპტის ცნობილი დედოფალი ბერძნული წარმოშობის იყო. კლეოპატრა ალექსანდრიაში დაიბადა. ის პტოლომეების დინასტიის შთამომავალი გახლდათ, რომელმაც ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეზე კონტროლი მოიპოვა. სხვათა შორის, კლეოპატრა იყო ერთადერთი თავისი დინასტიიდან ვინც ეგვიპტური ენა ისწავლა.
მითი № 16. პირამიდები მონების მიერ იქნა აშენებული
სიმართლე: არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ფარაონების დიდებული სამარხები არა მონებმა ან ებრაელებმა, არამედ თავისუფალმა, დაქირავებულმა ადამიანებმა და სამშენებლო ხელოვნებაში დახელოვნებულმა პროფესიონალებმა ააგეს.
მითი № 15. დიოგენე კასრში ცხოვრობდა
სიმართლე: სინამდვილეში, დიოგენეს კასრში ცხოვრება არ შეეძლო, რადგან ძველმა ბერძნებმა მისი დამზადება უბრალოდ არ იცოდნენ. ის თიხის დიდ ჭურჭელში - პითოსში ცხოვრობდა, რომელშიც როგორც წესი, ზეთს ან ღვინოს ინახავდნენ, ანდაც ადამიანებს მარხავდნენ.
მითი № 14. მეკობრეები ძირითადად კაცები იყვნენ
სიმართლე: გემზე ქალი ნამდვილი უბედურებაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის... მეკობრეა! რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საგანძურის აღმოჩენით დაკავებული მხოლოდ მამაკაცები არ იყვნენ, მათ ღირსეულ კონკურენციას ქალებიც უწევდნენ.
მითი № 13. აბორიგენებმა კაპიტანი კუკი შეჭამეს
სიმართლე: ჯეიმს კუკი ბრიტანელების მიერ რამდენიმე ჰავაელის მკვლელობის შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა და მისმა ორაზროვანმა საქციელმა დაღუპა. ამ ყველაფერმა აბორიგენებს საომარი მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგა, და სანამ ბრიტანელები პანიკაში იყვნენ ჰავაელებმა კუკი, სავარაუდოდ, კეფის არეში შუბის დარტყმით მოკლეს, თუმცა ის არავის შეუჭამია.
მითი №12: გლადიატორები ერთმანეთს ყოველთვის ხოცავდნენ
სიმართლე: ყველაზე დაფასებული მებრძოლები, ნასწავლი მხატვრების მსავსად, ძალიან ძვირად ფასობდნენ და ბევრი მათგანი საკმაოდ დიდხანსაც ცოცხლობდა. ჩონჩხებისა და საფლავის ქვების ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ იყვნენ გლადიატორები, რომლებმაც ასზე მეტი ბრძოლის ჩატარება მოასწრეს და დაახლოებით 25-30 წელიც იცოცხლეს, რაც რომის იმპერიის იმდროინდელ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას სრულიად შეესაბამებოდა.
მითი № 11: ვიკინგები რქიან მუზარადებს ატარებდნენ
სიმართლე: ნებისმიერი ადამიანის წარმოდგენაში ვიკინგი არის ძლიერი, წვერიანი მამაკაცი თავზე რქიანი მუზარადით, მაგრამ არც ერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ვიკინგები ასეთი მოდის მოყვარულები იყვნენ. სინამდვილეში, რქიანი მიზარადი საკმაოდ არაპრაქტიკული და მოუხერხებელია, ასე რომ თუ ვიკინგები მათ იხურავდნენ, სავარაუდოდ, მხოლოდ რიტუალური მიზნებისთვის, და არა ბრძოლების დროს.
მითი № 10: რაინდები ჯვაროსნულ ლაშქრობებზე წასვლის წინ ცოლებს "უბიწოების ქამრებს" უკეთებდნენ
სიმართლე: ყველამ იცის ისეთი ნივთის შესახებ, როგორიც "უბიწოების ქამარია", რომელიც შეყვარებულის ერთგულების ერთგვარი გარანტი უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში, მას არასდროს იყენებდნენ, და მასთან დაკავშირებული ყველა ისტორიაც - მითია. ქალის ქამარი სხვა არაფერია თუ არა ღვთისმოსავი სიმბოლო, მაშინ როდესაც მამაკაცის - უფრო ჯავშანს წააგავს.
მითი № 9: მეფე არტური რეალური ადამიანი იყო
სიმართლე: არტური არასდროს არსებობდა როგორც ცალკეული პიროვნება, სავარაუდოდ, მის სახელს ისტორიაში სხვა ფსევდონიმით ცნობილ ადამიანს მიაწერდნენ, და დიახ, მას ბევრი პროტოტიპიც ჰყავდა.
მითი № 8. მოცარტი სალიერიმ მოწამლა
სიმართლე: სალიერს მოცარტის მოკვლის არც მოტივი და არც სურვილი არ ჰქონია, ის საკმაოდ ცნობილი და უფრო წარმატებულიც კი იყო, ვიდრე მისი სავარაუდო მსხვერპლი, ამიტომ შური, ისევე როგორც მკვლელობა, გამორიცხულია. სალიერი სიცოცხლის განმავლობაშიც არაერთხელ იქნა გამართლებული.
მითი № 7. ყველა ანტიკური ქანდაკება თეთრია
სიმართლე: ანტიკური ხელოვნება მტკიცედ ასოცირდება თეთ ფერთან. საოცარია, რომ საზოგადოებრივი შენობები და ქანდაკებები ფერადი იყო, უბრალოდ საღებავი დროთა განმავლობაში გაიცრიცა, რადგან ის მინერალური იყო, ბაზა კი ორგანული. ბაქტერიები ორგანულ ნივთიერებებს ანადგურებენ, საღებავები კი დროთა განმავლობაში იფშხვნება. ახლა, ულტრაიისფერი ნათურის წყალობით, შეგიძლიათ უძველესი ხელოვნების ნიმუშების რეალური ტონებიც კი იხილოთ.
მითი № 6. ვინსენტ ვან გოგმა ყური თავად მოიჭრა
სიმართლე: ამ ლეგენდამ შესაძლებელი გახადა მის საპატივსაცემოდ სინდრომისთვისაც კი მიენიჭებინათ მისი სახელი. ("ვან გოგის სინდრომი" - წარმოადგენს ფსიქიკურ აშლილობას, რომლის დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას–სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად ითხოვს მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას) თუმცა ვან გოგს სინამდვილეში ყური არ მოუჭრია. ნიდერლანდელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა ყურის ბიბილო თავის კოლეგა, გოგენთან ჩხუბის დროს მოიჭრა.
მითი № 5. მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ დახატა
სიმართლე: ეს მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. მიკი, დისნეის სტუდიის საუკეთესო ანიმატორმა აბ აივერქსმა დახატა, მაგრამ უოლტ დისნეიმ ცნობილი პერსონაჟის შექმნაში თავისი ალტერნატიული წვლილი მაინც შეიტანა, ხმოვანი ანიმაციური ფილმების გამოჩენისას, მიკი მაუსი წორედ მისი ხმით ალაპარაკდა.
მითი № 4: კოვბოებს დუელის გამართვა უყვარდათ
სიმართლე: ოჰ, ეს კოვბოური სანახაობრივი დუელები - ცხელი ქალაქური შუადღე, მცხუნვარე მზე... და არც ერთი დუელის მონაწილე ირგვლივ, იმიტომ რომ კოვბოები იშვიათად აწყობდნენ ასეთ სანახაობებს, ეს სტერეოტიპი ვესტერნებმა შთაგვაგონეს.
მითი № 3. ივანე მრისხანემ თავისი ვაჟი მოკლა
სიმართლე: არცერთ ქრონიკაში არ არის ინფორმაცია, რომ ივან ივანოვიჩის სიკვდილი ძალადობრივი იყო, ხოლო მეფის მოსკოვში გაგზავნილი წერილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი შვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამას თანამედროვე კვლევებიც ადასტურებს.
მითი №2. მათემატიკა ნობელის პრემიის სიიდან იმიტომ იქნა ამოღებული, რომ ალფრედ ნობელის მეუღლემ მას მათემატიკოსთან უღალატა
სიმართლე: უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ალფრედ ნობელი დაქორწინებული არასოდეს ყოფილა, ხოლო ნობელის პრემია მათემატიკის სფეროში მიღწევებისთვის იმიტომ არ იქნა დაწესებული, რომ ის აბსტრაქტულ მეცნიერებად იყო აღიარებული.
მითი № 1: სპარტანელები სუსტ ბავშვებს კლდიდან ყრდნენ
სიმართლე: ეს მითი თანამედროვე მკვლევარების მიერ იქნა უარყოფილი. ლეგენდის თანახმად, ახალშობილებს აპოთეტის ხეობაში ყრიდნენ. იქიდან ამოღებული ძვლების ანალიზის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ნეშტი 18-35 წლის 46 მამაკაცს ეკუთვნოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ბავშვი არ დაშავებულა.
|