მოვლენები მოდის სამყაროში საკულტო ნივთების შექმნის ისტორია 2022, 22 სექტემბერი, 17:35 სწრაფი მოდის კონცეფცია ფართოდ განიხილება, როგორც საკმაოდ ახალი შეხედულებათა სისტემა, რომელიც შექმნილია ისეთი ბრენდების მიერ, როგორიცაა მაგალითად "Zara", რომელსაც შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად ტენდენციების რეკორდული სიჩქარით გაყიდვა. თანამედროვე "სწრაფი მოდა" ძალიან ცვალებადია, მაგრამ არის რაღაცეები, რომლებიც ყოველთვის მოდური იქნება. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ გარდერობის ისეთი შეუცვლელი, საკულტო ნივთების შექმნის ისტორიის შესახებ, რომლებმაც მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალეს.ჯინსიმე-17 საუკუნეში გენუიდან ბრეზენტის ქსოვილის ტრანსპორტირება დაიწყეს, რომელმაც "ჯენესის" სახელწოდება მიიღო. მე-19 საუკუნის ბოლოს, მეწარმე ლივაი სტრაუსი, მუშებისთვის ჯიბეებიანი და უბრეტელო კომბინიზონების წარმოების პატენტის მფლობელი გახდა. ამგვარად, ჯინსი კოვბოების, მტვირთავებისა და ოქროს მაძიებელთა საყვარელ სამოსად იქცა. დღეს, კი მან მთელი მსოფლიოს სიყვარული მოიპოვა. მეტიც, კომპანია ლივაი - "Levi's"-ი დღემდე არსებობს.მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მე-17 საუკუნემდე ქუსლებიანი ფეხსაცმელი მხოლოდ მამაკაცის გარდერობის შემადგენელი ნაწილი იყო. შუა საუკუნეების ევროპაში დიდი, ხისძირებინი ფეხსაცმელები ეცვათ, რათა ჭუჭყისა და სიბინძურის გამო ის ძალიან არ დასვრილიყო. მე-14 საუკუნეში ქუსლიან ფეხსაცმელს ცხენოსნები ატარებდნენ, რადგან უზანგში მხოლოდ ასეთი ფეხსაცმელი არ ცურავდა. მაღალი ქუსლები - მე-20 საუკუნის გამოგონებაა, რომლის გარეშეც თანამედროვე ქალის გარდერობის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.ბიკინიდიზაინერ ლუი რეარდის მიერ შექმნილი ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმი ფართო საზოგადოებამ პირველად 1946 წელს, პარიზულ პოდიუმზე, მიშელ ბერნარდინის სხეულზე იხილა. ახალი საცურაო კოსტიუმის გარშემო მაშინვე წარმოუდგენელი სკანდალი ატყდა, რადგან იმ პერიოდში ასეთი სითამამის დემონსტრირება წარმოუდგენელი გამბედაობა იყო. საცურაო კოსტიუმს ატოლა ბიკინის სახელი ეწოდა, რომელმაც ატომური ბომბის ამოქმედება საკუთარ თავზე იწვნია. ასეთი საცურაო კოსტიუმი ხალხს შოკში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აგდებდა, ხოლო როდესაც ის მერლინ მონრომ და ბრიჯიტ ბარდომ მოირგო, ყველა კითხვა საბოლოოდ გაქრა.პატარა შავი კაბალეგენდარული კოკო შანელის გარშემო უამრავი ლეგენდა დადიოდა. ამბობენ, რომ დიზაინერი ორგანულად ვერ იტანდა გადაპრანჭულ, ფაშფაშა კაბებს, მას სურდა შეეცვალა თანამედროვე ქალის გარეგნობა და სწორედ ამან შთააგონა თავისი შედევრის შექმნაც. სხვა გავრცელებული ვერსიით, 1926 წელს შანელმა თავისი ქმნილება საყვარელი ადამიანის გარდაცვალების ხსოვნას მიუძღვნა. "პატარა შავი კაბა" ერთგვარი რევოლუციური გამოგონება იყო, ხოლო ავტორიტეტულმა "Vogue"-მა მას კაბებს შორის "ფორდი" უწოდა. კოკო შანელის "პატარა შავი კაბა" დღემდე - ელეგანტურობისა და უნაკლო გემოვნების სტანდარტია, ის მოდიდან არასოდეს გადავა.ნეილონის წინდებიმე-20 საუკუნის დასაწყისამდე მოდის მოყვარულებს არც იმდენად დიდი არჩევანი ჰქონდათ - აბრეშუმის წინდები ან მკბენარა მატყლის წინდები, თუმცა 1935 წელს დღის სინათლე ამერიკული კომპანია "DuPont"-ის ქიმიკოსთა შვილობილმა, ნეილონმა იხილა. ეს იყო მასალა, რომელიც მომხმარებელს ჰპირდებოდა რომ იქნებოდა ობაბას ქსელზე უფრო თხელი, ხოლო ფოლადზე უფრო მყარი. ამ მასალისგან დამზადებული წინდები თაროებიდან ელვისებურად ქრებოდა, რადგან იყო ძალიან გამძლე, იაფი და ფეხსაც ძალიან ლამაზად ერგებოდა. ცოტა მოგვიანებით ნეილონის კოლგოტების წარმოებაც დაიწყო, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ნეილონის წინდები და კოლგოტები ქალის გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტი გახდა.
|