პროგრამირება როგორი იერი ექნებოდათ დღეს უდროოდ დაღუპულ ცნობილ ადამიანებს 2022, 22 სექტემბერი, 17:33
ფოტოგრაფმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა იმ ვარსკვლავების გასაცოცხლებლად, რომლებმაც ნაადრევად დატოვეს სააქაო ცხოვრება- შექმნა პრინცესა დიანას, კურტ კობეინის, ჯონ ლენონის, ჯენის ჯოპლინის, ფრედი მერკურის და სხვათა პორტრეტები.
აბსტრაქტული და ამსათანავე რეალისტური სურათები არის თურქი ფოტოგრაფის ალპერ იესილთაშის ნამუშევარი, რომელმაც შექმნა პორტრეტები პროექტისთვის, სახელწოდებით "თითქოს არაფერი მომხდარა". მან გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა ფოტოების გასაუმჯობესებლად და ფოტოების რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფა სურათების შესაქმნელად.
„AI ტექნოლოგიის განვითარებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ „ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, შეიძლება რეალურად აჩვენო“, - წერს იესილტასი პროექტის შესახებ. პრინცესა დიანა დაიღუპა 36 წლის ასაკში 1997 წლის 31 აგვისტოს, გამთენიისას, პაპარაცების გაქცეულები ავტოვარიაში მოყვნენ. როკერი კურტ კობეინი გარდაცვლილი იპოვეს 1994 წლის 5 აპრილს სიეტლში საკუთარ სახლში, თავში ნასროლი ტყვიით, ის 27 წლის იყო . ექს-ბითლზის მუსიკოსი ჯონ ლენონი სასიკვდილოდ დაჭრეს ნიუ-იორკში დაკოტასთან ახლოს 1980 წლის 8 დეკემბერს 40 წლის ასაკში. Queen-ის ვოკალისტი ფრედი მერკური გარდაიცვალა შიდსისგან გამოწვეული ბრონქული პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს ლონდონში, საკუთარ სახლში, 45 წლის ასაკში. ჯენის ჯოპლინი გარდაიცვალა ჰეროინის ჭარბი დოზით 1970 წლის 4 ოქტომბერს, 27 წლის ასაკში. მუსიკოსი ჯიმი ჰენდრიქსი გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს 27 წლის ასაკში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად. მსახიობი ჰიტ ლეჯერი გარდაიცვალა 2008 წლის 22 იანვარს 28 წლის ასაკში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით მიღების გამო . რეპერი ტუპაკ შაკური 25 წლის ასაკში ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა 1996 წლის 13 სექტემბერს. მაიკლ ჯექსონმა, თავისი გარეგნობის საგრძნობლად შეცვლა დაიწყო 1980-იანი წლების შუა ხანებში, გარდაიცვალა მწვავე პროპოფოლისა და ბენზოდიაზეპინით ინტოქსიკაციით ლოს-ანჯელესის სახლში 2009 წლის 25 ივნისს, 50 წლის ასაკში. ელვის პრესლი, რომელსაც გულის პრობლემები და დიაბეტი აწუხებდა, გარდაიცვალა 1977 წლის 16 აგვისტოს 42 წლის ასაკში. 532 4-ს მოსწონს
|