x
image
ტორნადო07
Nissan-მა განახლებული 370Z გვაჩვენა

imageპარიზის ავტოშოუმდე თითქმის არაფერი დარჩა და კომპანია Nissan-მა გადაწყვიტა საზოგადოებისათვის განახლებული 370Z ეჩვენებინა, რომლის დებიუტიც სწორედ ამ ავტოშოუზე შედგება. ცვლილება არც თუ ისე ბევრია, ავტომობილმა მხოლოდ მცირე "ფეისლიფტინგი" განიცადა. ეხლა იაპონურ "მხეცს" ახალი წინა ბუფერი აქვს, რომელსაც აკომპანიმენტს ვერტიკალური დიოდური ნათურები უწევს. რადიატორის გისოსი ცოტა მომგრვალდა და მან დაკარგა ასეთი ნაცნობი "ეშვები".

იაპონელმა ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ახალი ავტომობილში მრავლადაა ცვლილებები, როგორც ინტერიერში ისე ექსტერიარში. მაგალითად ახალი 18 დიუმიანი დისკები და ახალი ფერები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური მომხმარებლისათვის. ცვლილებებს მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათი აქვს. ძრავი ისევ 3.7 ლიტრიანი 322 ცხენის ძალის V6-ია. ეს ძრავი ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.5 წამში ანიჭებს.

განახლებული Nissan 370Z გაყიდვაში მომავალი წლის დასაწყისში ჩაეშვება და მისი ფასი დაახლოებით 28 000 აშშ დოლარი იქნება.

3
67
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
67
  
2012, 26 სექტემბერი, 8:59
მარი მადლობა ყველა შეფასებისათვის :)
2012, 24 სექტემბერი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3