სიახლეები Nissan-მა განახლებული 370Z გვაჩვენა 2012, 24 სექტემბერი, 23:01
იაპონელმა ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ახალი ავტომობილში მრავლადაა ცვლილებები, როგორც ინტერიერში ისე ექსტერიარში. მაგალითად ახალი 18 დიუმიანი დისკები და ახალი ფერები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური მომხმარებლისათვის. ცვლილებებს მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათი აქვს. ძრავი ისევ 3.7 ლიტრიანი 322 ცხენის ძალის V6-ია. ეს ძრავი ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.5 წამში ანიჭებს. განახლებული Nissan 370Z გაყიდვაში მომავალი წლის დასაწყისში ჩაეშვება და მისი ფასი დაახლოებით 28 000 აშშ დოლარი იქნება. 67 3-ს მოსწონს
|