x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„აღტაცებისგან ვბოდავ... ვოცნებობ, ვინმე დახრჩობას გადავარჩინო“ - ნათია ფანჯიკიძე
image

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს:

.

„მე და ჩემი მეგობარი კიკნა ვოცნებობთ ვიყოთ გმირები. ისიც ვიცით, რა შეგვიძლია და რა არის ჩვენი ნიშა. მე ვოცნებობ, ვინმე დახრჩობას გადავარჩინო, მიუხედავად იმისა, რომ ყვინთვა არ ვიცი, წყალი მეყლაპება და ცხვირი მეწვება. კიკნამ კი გრეის ანატომია ყურადღებით ნახა და დარწმუნებულია, რომ მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლია. წელს ორივე ახლოს ვიყავით გმირობასთან. გაზაფხულზე კიკნა კონფერენციაზე მიფრინავდა. თვითმფრინავში ადამიანი ცუდად გახდა და სტიუარდები ექიმს ითხოვდნენ. კიკნა პირველი წამოხტა და მიიწევდა, მიმიშვითო, ეგ სერია ნანახი მაქვსო. არ მიუშვეს, ვიღაც ექიმი ამჯობინეს. მე კიდევ, ამ ზაფხულს, ამხელა გმირმა ქალმა ხუთი წუთი მოვადუნე ყურადღება, ყავის დასალევად ავედი ბარში და მაინცდამაინც მაშინ, უჩემოდ გადაარჩინეს ლოპოტაზე ქალი, რომელსაც აუზი ღრმა არ ეგონა და იხრჩობოდა.აღტაცებისგან ვბოდავ, რაღათქმაუნდა. აზოველების დაბრუნება მიხარია. ბედნიერების მწვერვალია, იცოცხლო ასეთი დამსახურებით და არათუ გამარჯვებაც იზეიმო, განასახიერებდე დიდ გამარჯვებას.“ - წერს ფანჯიკიძე


.

„რა მაგის პასუხია და იუმორის გრძნობა დავკარგე. ბოლოს შევნიშნე, კიარადა, ნამდვილად მქონდა რაჭაში, დაახლოებით აგვისტოს ბოლოსკენ. ყველა შესაძლო ადგილას დავძებნე და არანაირი არაფერი. ოთარიკასაც დავურეკე, კარგად მოათვალიერე, მეუთხარი და არაო, აქ არ დაგრჩენიაო. მოკლედ, განცხადების დაწერას ვაპირებ შსს-ში.
პ.ს. მპოვნელი დასაჩუქრდება.“ - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0