x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს მე მოვუკალი მათ შვილი
image

უკრაინაში მებრძოლი ქართველების უდიდესი ნაწილი ერთმანეთს იცნობს და ხშირ შემთხვევაში გვერდით უდგანან ერთმანეთს საჭიროებისას.
პოლიტიკური შეხედულებების თანხვედრის არარსებობის მიუხედავად ქართველი ყველგან ქართველია და ღალატი არაკაცობაა, მეტიც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ხალხი გვერდიგვერ დგებიან როცა საშინელება ხდება და ქართველი მებრძოლი იღუპება უკრაინაში.


კიევიდან ხდება დაღუპული მებრძოლების გაცილება საქართველოში და იქ არავინ საყვედურობს ერთმანეთს "ნაცობას" ან "ქოცობას", იქ მებრძოლები მიდიან ქართველი ვაჟკაცის გასაცილებლად
საქართველოდან უკრაინაში მცირე შესვენების მერე მიმავალი ბიჭები ხანდახან 200-300 კილომეტრს გადიან უკრაინაში, რათა მისთვის გატანებული პირადი საჭიროების ნივთები ჩაუტანოს ქართველ მებრძოლს ან მებრძოლებს.
ასევე ხდება უკრაინაში დაღუპული ბიჭების პირადი ნივთების გამოგზავნაც.
მე რომ დავაპირე წამოსვლა ერთერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის თანამებრძოლებმა მთხოვეს თან წამეღო მისი პირადი ნივთები რომელიც შენახული და ამანათის სახით დაფასოებული ჰქონიათ.


აბა ამაზე უარს როგორ ვეტყოდი და ჩამოვიტანე, ჩამოტანა არაფერი, მძიმე არ იყო და რომც ყოფილიყო არც ეს იქნებოდა პრობლემა, დაღუპულის ოჯახში ამ ნივთების მიტანა გამიჭირდა, გადავწყვიტე მეზობლისთვის მიმეცა და ის გადაუტანდა იმ ოჯახს, მაგრამ ეს იმ დაღუპული ვაჟკაცის უპატივცემლობად ჩავთვალე და თავადვე მივიტანე. მივიტანე და ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" ფოსტალიონივით ვიგრძენი თავი როცა შეწუხებულ ფოსტალიონს ფოსტალიონობა არ უნდა თანასოფლელებისთვის ცუდი ამბის მიტანის როლის გამო.



ისე ვიგრძენი თავი თითქოს ის ვაჟკაცი ბიჭი მე მომეკლა, ოჯახმა საკუთარი შვილივით მიმიღო მიუხედავად იმისა რომ არ მიცნობდნენ და არც მე ვიცნობდი ახლოს მათ შვილს.


ჩემი პროტესტის მიუხედავად მიმასპინძლეს და წამოსვლისას ოჯახის უფროსმა დამაბარა, შვილო აქეთ რომ მოგიწევს ყოფნა, გამოგვიარე ეს მე და ჩემს მეუღლეს სტიმულს მოგვცემსო!


ისე ამაღელვა ამ სიტყვებმა იმ ვაჟკაცი ბიჭის საფლავზე მივედი, სამეგრელოში როგორც წესი ორშაბათს არ დადიან სასაფლაოზე, მაგრამ რას მიქვია ორშაბათი და პარასკევი როცა სიტუაცია მოითხოვს პატივი მიაგო გმირს.


მობრუნებული ისე "დავიტვირთე", ჭკვიანი კამერების მოქმედების ზონაში რომ ვიყავი გამომრჩა და ჯარიმაც მოვიდა დღეს სიჩქარის გადაჭარბების გამო.

0
140
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
140