x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"კარგი კაცი ჩანხარ".. "მიეცით ამ ღვთისნიერ(!!!) კაცს თავისი 2მილიონი"-არაადეკვატურია ვერბალური დამოკიდებულება მძარცველისადმი
image

როგორც ცნობილია ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი შევიდა და მძევლები აიყვანა. როგორც ბანკის შენობიდან გავრცელებული ვიდეოკადრებით ირკვევა, თავდამსხმელი მძელების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს, რუსეთის დროშას, ვერტმფრენსა და ანკესს ითხოვს.ექიმი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია გულისტიკივილით აღნიშნავს, რომ არადეკვატურია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დამოკიდებულება მომხდარ ფაქტთან:



"რა თქმა უნდა კარგად მესმის მძევლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც არაადექვატურია ვერბალური დამოკიდებულება მძარცველისადმი. ფაქტიურად ტერორისტისადმი, ვინც მზადაა ხელყოს ამდენი ადამიანის სიცოცხლე: "კარგი კაცი ჩანხარ".. "მიეცით ამ ღვთისნიერ(!!!) კაცს თავისი (2მილიონი ყოფილა "მისი")"... მესმის გერევა იარაღიანი კაცი და იძულებული ხარ დაემორჩილო, მაგრამ... ეს არაა მხოლოდ სიტუაციური სიტყვები, ეს უფრო ღრმად გვაქვს სამწუხაროდ და დიდი ხანია- სახელმწიფოს ჩვენს განუყოფელ ნაწილად რომ არ ვთვლიდით იქიდან."-წერს გადელია.




ვინ არის შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ჯერჯერობით, უცნობია. შსს მის ვინაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, თავდამსხმელი, შესაძლოა, იყოს პირი, რომელიც პოლონეთიდან ახალი ჩამოსულია და მას სამორინეში აქვს თანხა წაგებული. თუმცა, ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.


მძარცველს, რომელიც "საქართველოს ბანკში" არის შეჭრილი, ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს.

ინფორმაცია, ამის შესახებ ერთ-ერთი მძევლის Facebook Live-დან ხდება ცნობილი. როგორც მძევალი ვიდეოში ამბობს, მძარცველს ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს და მას მხოლოდ ხელის გაშვება უნდა, რომ მოქმედება დაიწყოს.

ასევე თავდამსხმელი ვიდეოში იმასაც ამბობს, რომ "ხელი ეღლება" .


0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0