x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
“გუდიარი” კოსმოსის მკვლევარებისთვის “ზამბაროვან საბურავებს” ქმნის
image “გუდიარის” სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ.
ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.
ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ, NASA-მ (აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია) წამოიწყო და საქმეში მალე “გუდიარიც” ჩართო, რომლის სპეციალისტებმაც, ახალი ტიპის საბურავების პირველი ეგზემპლარები შექმნეს, რომლებსაც “ზამბაროვანი საბურავები” უწოდეს. სახელი მათი კონსტრუქციიდან გამომდინარეობს – საბურავის ტანი 800 მზიდი ზამბარისგან შედგება, რომლებიც მეტალის ცენტრალურ ნაწილზეა დამაგრებული.

ზამბარები საკმაოდ დრეკადია იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც მათი მეშვეობით გადაადგილდება, საკვლევი პლანეტის უხეში ზედაპირისგან, მინიმალური რხევები მიიღოს. რა თქმა უნდა, მუშაობის დროს, კონსტრუქციის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დაზიანდეს კიდეც, თუმცა საბურავის მუშაობის ხარისხს ეს ვერ გააუარესებს.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსის მკვლევარებისთვის “გუდიარს” მავთულოვანი საბურავები ადრეც შეუქმნია. კერძოდ, სწორედ მისი წარმოების ბორბლებზე იდგა მთვარემავალი, რომელიც 1971 წელს მიავლინეს ჩვენი პლანეტის სატელიტზე. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, “ზამბაროვანი” საბურავი გაცილებით გამძლეა იმ საბურავებზე, რომლებსაც კოსმოსურ როვერებზე ამჟამად იყენებენ.

“ეს ძალიან გამძლე და ენერგოეფექტური საბურავია. მისი ზამბარული აგებულება იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ბორბალმა ნებისმიერ ზედაპირზე, მაქსიმალური ჩაჭიდებით გავლა შეძლოს. ის ენერგია, რომელიც მოძრაობისას, ზამბარის დეფორმირებას იწვევს, მისი გასწორებისას უკანვე ბრუნდება. ასე კი სითბოს გენერირება არ ხდება, რაც რეზინის საბურავებს ახასიათებს”, – განმარტავს “ზამბაროვანი საბურავის” პროექტზე მომუშავე, “გუდიარის” წამყვანი მკვლევარი ჯოი ლეტიერი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანიამ, “ზამბაროვანი საბურავის” რამდენიმე ეგზემპლარი ჟენევის მოტორ შოუზე გამოფინა.
0
25
შეფასება არ არის
ავტორი:endel
endel
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0