x
მეტი
  • 25.09.2022
  • სტატია:122485
  • ვიდეო:355037
  • სურათი:494777
რატომ არ ჭამენ ცელნამგალა (მკვლელი) ვეშაპები ადამიანებს?

image
ცელნამგალა ვეშაპი... იგივე მკვლელი ვეშაპი (The Killer Whale), საშინელი და ცივსისხლიანი მტაცებელი მსოფლიო ოკეანეების სიღრმიდან. ამავდროულად, ის დაჯილდოებულია წარმოუდგენლად დიდი ინტელექტით, რაც საშუალებას აძლევს მას გახდეს უბადლო მონადირე.

მკვლელი ვეშაპი ოსტატურად ნადირობს თევზზე, სელაპზე, ვეშაპზე და სზღვის ზოგიერთ სხვა ცხოველზე. ოკეანის კვების ჯაჭვის მწვერვალზე იმყოფება!
image
თუმცა, რატომღაც, ცელნამგალა ვეშაპი თავს არიდებს ადამიანებს, არ სეხმის მათ. იგივე ზვიგენებისგან განსხვავებით, რომლებიც თითქმის რეგულარულად ესხმიან თავს მოცურავეებს. ერთი შეხედვით, სუსტი და წყალში ძლივს მოძრავი ადამიანის სხეული შეიძლება ადვილი ნადავლი ყოფილიყო ასეთი საზარელი მტაცებლისთვის. მაგრამ არა...

როგორც გაირკვა, ცელნამგალა ვეშაპი ძალიან იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს. თუ მოულოდნელად სერფერი რაიმე თევში არ აერია. ან (არის შემთხვევები) შეიძლება აკვარიუმებში პერსონალს დაესხას თავს - თუ ძალიან გააბრაზებენ. მაგრამ ეს იშვიათად ხდება - როგორც წესი, მკვლელი ვეშაპები ადვილად ემორჩილებიან წვრთნას და საკმაოდ მეგობრულები არიან ადამიანების მიმართ.

image
მეცნიერებმა წამოაყენეს რამდენიმე ვერსია მკვლელი ვეშაპების ასეთი უცნაური დამოკიდებულების შესახებ ადამიანის რასის მიმართ.

1. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელ ვეშაპს უბრალოდ არ მოსწონს ადამიანის ხორცი. და ინფორმაცის იმის შესახებ, რომ ადამიანები უკიდურესად უგემოვნოები არიან, მკვლელი ვეშაპები თაობიდან თაობას გადასცემენ - ისევე, როგორც, მაგალითად, ნადირობის განსაკუთრებული უნარებს.

2. ასევე არის ვერსია, რომ მკვლელი ვეშაპები (ზვიგენებისგან განსხვავებით) იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ურჩევნიათ არ შეეხონ ადამიანს. რადგან მათ ინტუიცია კარნახობს: შეჭმული ადამიანისგან სარგებელი შესამჩნევი არ იქნება, მაგრამ სხვები შურს იძიებენ თანამოძმის გამო.

3. ადამიანები და მკვლელი ვეშაპები ველურ ბუნებაში არც თუ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. მკვლელ ვეშაპები ამჯობინებენ ღია ოკეანეებს და მის ღრმა ცივ წყლებს. თბილ ზღვებში, რომლებიც ტურისტებით არის სავსე, მკვლელი ვეშაპები არ გვხვდება.


1
839
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
839
  
17 სექტემბერი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1