მოვლენები
ფესტივალ Burning Man-ის მონაწილეთა 20 ეპატაჟური ლუქი
2022, 16 სექტემბერი, 14:55
ეს უჩვეულო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან კრებს, წელიწადში ერთხელ, ნევადაში, "შავი კლდის უდაბნოში" იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ეს მასშტაბური ექსპერიმენტი, რომელიც აგვისტოს ბოლო ორშაბათს 00:01 საათზე იწყება და რვა დღეს გრძელდება, მონაწილეებს ყველაზე თამამი ოცნებების რეალიზაციის საშუალებას აძლევს. ფესტივალი პირველად 1986 წელს გაიმართა. "Burning Man"-ის სახელწოდება კი ღონისძიების ბოლოს, ადამიანის უზარმაზარი ხის ფიგურის დაწვას უკავშირდება.
მთელი შვიდი დღის განმავლობაში "შავი კლდის უდაბნო" აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს, ფესტივალის ფარგლებში აქ იფინება ხელოვნების ნიმუშები, იდგმება ცნობილი არტისტების წარმოდგენები, იმართება 24 საათიანი DJ სეტები, ფესტივალის მონაწილეები კი სურვილისამებრ, ცნობილი პერსონაჟების ყველაზე თამამ კოსტიუმებს ირგებენ. ღონისძიების ყველა მონაწილეს თვითგამოხატვის სრული შესაძლებლობა აქვს!
"Burning Man"-ზე ყინულისა და ყავის გარდა ვერაფერს იყიდით. ზონა საჩუქრების ეკონომიაზე მუშაობს, აქ ყველა ნივთის - საკვების, სასმელისა თუ ტანსაცმლის - ჩვეულებრივი გაცვლა ხდება. ღონისძიების ერთ - ერთმა თანადამფუძნებელმა ლარი ჰარვიმ ეს ამგვარად ახსნა: "Burning Man" - ერთგვარი ოჯახური პიკნიკია. ჯგუფური გასეირნების დროს თქვენ ხომ არ ჰყიდით თქვენს მეგობრებზე რაიმეს, არამედ ჩვეულებრივ ყველაფერს მხოლოდ უზიარებთ მათ." საკუთარ პრინციპს არც წლევანდელმა ფესტივალმა უღალატა და თავისი ეპატაჟურობითა და სითამამით პრესა წელსაც აალაპარა. წარმოგიდენთ წლევანდელი გრანდიოზული შოუს მონაწილეთა 20 ყველაზე დასამახსოვრებელ ლუქს, რომელიც არც მსოფლიო პრესას გამოპარვია.
თვალყურის დევნების პროცესში!
ერთკვირიანი კრეატიული ფესტივალის "Burning Man" (დამწვარი კაცი)-ის პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი მზის ამოსვლის ან ჩასვლის ყურებაა. ამისთვის თქვენ ფესტივალის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალ წერტილზე უნდა ახვიდეთ და ამ პროცესს თვალი იქიდან ადევნოთ.
ლამაზი წყვილი
ახალგაზრდები ფესტივალისთვის აშკარად კარგად მოემზადნენ
შავ ზოლს აუცილებლად თეთრი ზოლი უნდა მოჰყვებოდეს!
თითქოს ეს - ეს არის შუა საუკუნეებიდან გადმოვიდნენ
რა მაგარია, რომ შეგიძლია იყო ის, ვინც გსურს!
თითქოს სხვა პლანეტიდან არის!
თვით სინაზე!
საკარნავალო ვარიანტი
ნუთუ ამ "ლუქს" დაივიწყებთ?
ტყუილად არ ემზადებოდა ამდენი ხანი ფესტივალისთვის!
ბრწყინვალედ გამოიყურება!
ჯადოსნური წყვილი!
წყვილმა ერთმანეთი სწორედ ფესტივალზე იპოვა, "Burning Man" - არის ადგილი, სადაც სასწაულები ხდება.
მე და ჩემი "რკინის ცხენი"
ვარდისფერი პრიორიტეტულია
მოლივლივე მზის სხივებში
რა ექსპრესიაა!
სათვალეები ყველა შემთხვევისთვის
უდაბნოს რაინდი
გორგონას თანამედროვე ვერსია
ყველაფერი კონტროლის ქვეშაა
ალბათ, შესცივდა..
"ცხელი" ლუქი
ეკლიანი პრინცი