x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124217
  • ვიდეო:355548
  • სურათი:496971
თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ჯადოქრის სასწაულები (ვიდეოები)
image

დღეს 16 სექტემბერს დაიბადა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე "დიდი ჯადოქარი" დევიდ სეთ კოტკინი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს დევიდ კოფერფილდის სახელით, სახელოვანმა ილუზიონისტმა და ჰიპნოზიორმა ფსევდონიმი ჩარლზ დიკესნის ამავე სახელწოდების რომანის"დევიდ კოპერფილდის" მიხედვით დაირქვა.


დაიბადა ქალაქ მეტაჩენში (შტატი ნიუ ჯერსი)1956 წელს ებრაელთა ოჯახში, პაპამისი უკრაინიდან, კერძოდ ოდესიდან ემიგრირებული იყო.


პატარა დევიდს უნიკალური მეხსიერება ჰქონდა, სრულიად პატარა თორას ზეპირად იმახსოვრებდა. ის მხოლოდ 4 წლის იყო, როცა პაპამ ბანქოთი ფოკუსი აჩვენა, ბავშვმა მაშინვე გაიმეორა.


7 წლის ასაკში ის უკვე თავის შექმნილ ფოკუსებს ადგილობრივი სინაგოგის მრევლს აჩვენებედა.


დევიდი პროფესიონალი ილუზიონისტი 12 წლის ასაკში გახდა. ამავე დროს, ის შეუერთდა ილუზიონისტების ამერიკულ საზოგადოებას და გახდა მისი ყველაზე ახალგაზრდა წევრი.

16 წლის ასაკში ის უკვე ასწავლის სტუდენტებს მაგიის ხელოვნებას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. 1974 წლიდან პარალელურად სწავლობს ფორდჰემის უნივერსიტეტში და მთავარ როლს ასრულებს მიუზიკლში „ჯადოქარი“, რომელიც ჩიკაგოში ყველაზე „ხანგრძლივი დადგმა“ გამოდგა.


სწორედ ამ დროს აიღო მან ფსევდონიმად "დევიდ კოპერფილდი", მანამდე ის გამოდიოდა ფსევდონიმით "დავინო".


მალე დევიდმა მიატოვა უნივერსიტეტი, იქირავა ბინა ნიუ იორკში ერთი წლით, ეძებდა სამუშაოს როგორც ილუზიონისტი. ბოლოს 1977 წელს მოეწყო ABC-ს ტელეარხზე, სადაც მიყავდა სპეციალური გადაცემა "The Magic of ABC".

1979 წელს მან მცირე როლი შეასრულა ფილმში Terror Train. ამით მოიპოვა ფართო პოპულარობა, ამის შემდეგ იგი CBS არხზე მოგვევლინა შოუთი "დევიდ კოპერფილდის მაგია".


ასე დაიწყო კოპერფილდის მაგიის მსოფლიო მწერვალებზე სვლა,

ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით იგი ისტორიაში კომერციული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ილუზიონისტია.


38 საერთო ნომინაციიდან კოპერფილდს 21 ემის ჯილდო აქვს მოგებული. ცნობილია აგრეთვე ფსევდონიმით „დავინო“. ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გახსნილი აქვს ვარსკვლავი,

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში 11-ჯერ არის მოხვედრილი; საფრანგეთის მთავრობისგან მიღებული აქვს რაინდის წოდება. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ იგი დაასახელა როგორც „ცოცხალი ლეგენდა“. საერთო ჯამში კოპერფილდს გაყიდული აქვს 40 მილიონზე მეტი ბილეთი და მისი საერთო მოგება 4 მილიარდს აღწევს.




1
584
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
584
  
16 სექტემბერი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1