სხვა რა ხდება ამ ფოტოებზე? - 3 ფოტოს ისტორია 2022, 15 სექტემბერი, 15:51 – 1. ენი ედსონ ტეილორი და მისი მოგზაურობა ნიაგარას ჩანჩქერზე ენი ედსონ ტეილორი გეგმავდა გამდიდრებულიყო ერთადერთი გამორჩეული პიარ ტრიუკით . იგი აპირებდა კასრით გასეირნებას ნიაგარას ჩანჩქერზე საკუთარ დაბადების დღეზე (1901 წლის 24 ოქტომბერი). მას ჰქონდა სპეციალურად მისთვის დამზადებული წყალგაუმტარი, მსუბუქი კასრი. კასრის ტესტირება კატაზე ჩაატარა, ჩასვა შიგ და გაუშვა ნიაგარას ჩანჩქერზე . მისდა გასახარად, კატა გადაურჩა ამ უჩვეულო მოგზაურობას. ასე რომ, 24 ოქტომბერს 63 წლის პენსიაზე გასული მასწავლებელი, ასისტენტის დახმარებით, კასრში ჩაჯდა, რის შემდეგაც სახურავი დააჭედეს. მან თავისი თავგადასავალი ჩანჩქერის სათავიდან დაიწყო. ჩანჩქერის ძირში მას ნავი ელოდა . საბედნიეროდ, ენი ედსონ ტეილორი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. 2. 1950-იან წლებში საავადმყოფოში სიგარეტის ყიდვა შეიძლებოდა – დღეს ყველამ ვიცით რომ თამბაქოს მოხმარება სხვადასხვა დაავადებებს უკავშირებდა, არა და სულ რაღაც 70 წლის წინ სამედიცინო საზოგადოების მიერ მოწევა საზიანოდ არ განიხილებოდა . სინამდვილეში, ითვლებოდა, რომ ის ამშვიდებს შფოთიან ადამიანს, თრგუნავს მადას და ზოგადად სასარგებლოა. რაც არ უნდა აბსურდული და კონტრპროდუქტიული ჩანდეს, ამ დროს საავადმყოფოს პაციენტებს შეეძლოთ სიგარეტის კოლოფების ყიდვა პირდაპირ საწოლიდან.მეტიც, მათ პალატაში მოწევაც კი შეეძლოთ! 3. საგზაო მოძრაობის მექანიკური კონტროლიორი ფილადელფიაში, პენსილვანია, 1922 წელი. ქუჩებში მანქანის გამოჩენის შემდეგ, სულ მალე ნათელი გახდა, რომ აუცილებელი იყო კანონები და პროცედურები, რადგან გახშირდა გზის გადაკვეთებზე შეჯახებები ან ღობეში შეჭრის შემთხვევები მძღოლებმა დაიწყეს სიგნალების გამოყენება, რათა სცოდნოდათ, როდის გაჩერდნენ და როდის გააგრძელონ გზაჯვარედინზე მოძრაობა . ელექტრო შუქნიშანამდე ერთადერთი ალტერნატივა იყო ხელის მექანიკური სიგნალი, როგორც ეს ზემოთ მოცემულ ფოტოზეა. კონტროლიორი ხელი ბერკეტით არეგულირებდა მოძრაობას ნიშანით „გაჩერდი“ „წადი“. 417 3-ს მოსწონს
|