x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"პოლიტიკური კლასი არა და "ღალატის" კლასი - უმაღლესია"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პოლიტიკურ კლასს უწუნებს და ოპოზიციონერ ლიდერს საჯაროდ აკრიტიკებს:


"არ არის, ვერ არის ადამიანი ლიდერი და რა გინდა რომ ჰქნას?! ეს ხომ ყველას არ შეუძლია?! ვფიქრობ საწყენიც არ უნდა იყოს……


ასეთ მძიმე -ურთულეს ბრძოლაში წარმოიდგინეთ კობახიძე, მდინარაძე, ბიძინას “ოთხეული” და სხვ. რომ არის ერთ მხარეს და აქეთ საპირწონედ კი მელია, რომელიც ახლა ზის და საკუთარი პარტიის სიის არამდგრადობას აკრიტიკებს და იქვე სადღაც მიცუცქული ბურჯანაძე -პრიმაკოვის ფონდიდან (იქნებ ვინმემ რამე გადაუგდოს- გააცოცხლოს ) და არა მხოლოდ, სხვა რუსული ფონდების ხარჯზე. ახლა წარმოიდგინეთ ხალხი რა დღეშია, აი ამ ყველაფერს რომ უყურებს და უსმენს?! აი მართლა, როგორც მამაჩემის ცნობილი ხუმრობაა, ასეა რა : “ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო”?!


ახლა დედას გეფიცებით ვუყურებდი ტვ ეთერს და ხალხი და (გარკვეულად ზოგიერთი ოპოზიციიდან, ოპოზიციაც შემეცოდა ბევრი კარგი ადამიანია მერწმუნეთ ) აი ამ ზემოთ დასახელებულთა ფონზე….


და ამ დროს სააკაშვილი რუსეთის ტყვეა ციხეში, აი ის სააკაშვილი მის დაფუძნებულ პარტიაში თავმჯდომარედ მისული ნიკა მელია რომ ამბობს, რომ ციხეში მყოფ პრეზიდენტზე ” მიშა ჩემი მეგობარი არ არის და ვერც იქნება მომავალშიო”.


(ჩემმა ქმარმა გაოცებულმა მითხრა ხუმრობანარევად : “კაცო რომ არ იყოს მეგობარი უნდა მოიგონო ციხეში მყოფ კაცზე და ციხეში მყოფ პარტიის შემქმნელ-დამფუძნებელზე თქვა რომ არის მეგობარიო” )


ვაახ არაფერი გაკიკვირდესო ბევრჯერ უთქვამთ, არა, არც მიკვირს აღარაფერი, ერთის გარდა, რანაირად შეუძლიათ?! რა ვიცი აბა?! მოკლედ ასეა: პოლიტიკური კლასი არა და “ღალატის”კლასი -უმაღლესია !!!!!!!" - წერს დეპუტატი თაკო ჩარკვიანი.


შეგახსენებთ, რომ "ენმ"-ეს ლიდერის მიხელ სააკშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ზემოაღნიშნული კომენტარი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მელია-სააკაშვილის ფლანგები არსებობს და რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ.


კობახიძის ამ განცხადებას ნიკა მელია "ტვ პირველის" ეთერში გამოეხმაურა, სადაც განაცხადა რომ ის და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ არიან, თუმცა იმის თქმა, რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, მისი შეურაცხყოფაა.


"მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე იმ პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე რასაც ისტორია შეაფასებს.


მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ვერ ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზების გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო ამისთვის, რასაც მეგობარი ჰქვია.


…მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეტს ვერ ვიტანთ… კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ძალიან ბევრს ვიკამათებთ კიდევ, იმაზე ცხარედაც, ვიდრე გგონიათ… ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერი შეიძლება იყოს, როდესაც ასეთი კითხვა ხელოვნურად ტივტივდება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს ტყვეობაშია.


…ვერ ვიტანთ ერთმანეთს – ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძის”, – განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.



0
329
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
329